რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა კვლავ მოიგო და სატურნირო ცხრილში უკვე ერთპიროვნულად გალიდერდა. სასტარტო ტურის შემდეგ მეორე ევროპული დონის პირველობას ორი ლიდერი ჰყავდა ბორჯღალოსნები და ესპანელები, ორივეს 5-5 ქულა ჰქონდა, მაგრამ რაკიღა კვირას ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთ-ერთს მოწინავის როლთან განშორება არ აცდებოდა. ქართველება მადრიდის საუნივერსიტეტო სარაგბო არენაზე 23 :10 იმარჯვეს და...
ჭდე: ბექა გორგაძე
მამუკაშვილიც ბორდოში!
ვიდრე „დინამო არენაზე“ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა მატჩი დაიწყება, საფრანგეთისა და ზოგადად სარაგბო სამყაროს ერთ-ერთმა უმთავრესმა ავტორიტეტმა, გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ბორჯღალოსანთა სასტარტო შემადგენლობის ერთერთ წევრზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის მტკიცებით, 29 წლის კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა გაწყვიტა კონტრაქტი რუსეთის „ენისეი სტმ“-სთან, რაც მთლად ზუსტი ინფორმაცია არაა, რადგან „შადრე“ კარგა ხანია კრასნოიარსკიდან წამოსულია და მშობლიური „ყოჩების“ ღირსებას...
კოტე ფინიში
მთელი წინასაახალწლო პერიოდი რაგბის ქართველი გულშემატკივარი საფრანგეთის ტოპ 14-ის ამარა იყო, რადგან ინგლისის პრემიერშიპში, კერძოდ კი „უოსპსში“ მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ზურა ჟვანია ბოლო ხანებში ტრავმის გამო არ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ პრო D2-ში, სადაც ქართველ მორაგბეთა განსაკუთრებული სიმრავლეა, საშობაო და საახალწლო არდადეგები გამოცხადდა და ეს ტურნირი მხოლოდ 9 იანვარს განახლდება. ამდენად, ჩვენც მხოლოდ...
ორი ბექას ამბავი
საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტურმა 2019 წელი დახურა. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2020 წელს ფრანგული პირველობის ლიდერის რანგში „ბორდო“ შეხვდება, რომელშიც ქართველები არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. წლის ბოლო მატჩი ფრანგული ღვინის დედაქალაქის სარაგბო გუნდმა პოში გამართა და ერთობ დაძაბულ ბრძოლაში 27:23 იმარჯვა. ბორდოელთა სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე იყო, რომელიც კლუბში, ნაკრებისგან განსხვავებით, 6...
არაფერი!
10:45 – ეს ანგარიში ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ ქართველ მორაგბეებსა და მათ ქომაგებს. კი ბატონო, ვიცოდით, რომ ფიჯის ნაკრებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და ქართველებთან მატჩს კუნძულელები უკიდურესად მოტივირებულები შეხვდებოდნენ. ვიცოდით და ველოდით, მაგრამ რა დავუპირისპირეთ? არაფერი! ეს იყო ტოტალური შეცდომების მატჩი – სტრატეგიული, ტაქტიკური, ტექნიკური… სად იყო სარაგბო უნარები, მწვრთნელის სათამაშო გეგმა და სხვა...




