გასულ უქმეებზე წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში 15-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა, მათ შორის საფრანგეთის ტოპ 14-ში – 12-მა, პრო დ2-ში – ორმა და კიდევ ერთმა – ინგლისის პრემიერშიფში. პრემიერშიფი უქმეების მიმოხილვასაც სწორედ ამ უკანასკნელით დავიწყებთ. გიორგი კვესელაძემ თავის „გლოსტერში“ პირველად ითამაშა ჩემპიონატის მატჩში 80-ვე წუთი, თან ბორჯღალოსანმა შუამარბმა სრული მატჩი თავისთვის უჩვეულო, 12 ნომრის პოზიციაზე ჩაატარა და...
ჭდე: ბექა გორგაძე
ლომის გარეშე და ვაჟას ლელოთი
სამხრეთ აფრიკის მთავარ საკლუბო ტურნირში ქართული ფრენჩაიზის მორიგი მატჩი არ შედგა – „შავი ლომისა“ და ადგილობრივი „გრიფონსის“ შეხვედრა უბრალოდ გაუქმდა და ჯერაც არაფერი თქმულა, თუ როდის შედგება მატჩი ქარის თასზე აქამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე ამ გუნდებს შორის. სამაგიეროდ, ტურები გაიმართა საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში. იქ საქმეში ჯამურად ერთბაშად 23 ქართველი ვიხილეთ. უფრო ზუსტნი...
ქართველები ევროთასების ფლეი-ოფში
„ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში „კარკასონთან“ გასვლაზე მაგრად წააგო – 24:54, თუმცა ამით საფრანგეთის ყველაზე „ქართულ“ კლუბს არც არაფერი დაჰკლებია და მით უფრო, არც არაფერი მომატებია. საქმე ისაა, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ამ გუნდს არც ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი დარჩა და აღარც დაქვეითება ემუქრება. საინტერესო კი გასული მატჩი იმით იყო, რომ მასში „ორიაკის“...
გელა და მიშა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი ელიტური დივიზიონის 21-ე ტურმა ქართული ლელოების გარეშე კი ჩაიარა, მაგრამ ბევრმა ჩვენებურმა ჩინებული თამაში აჩვენა. ერთპიროვნული ლიდერი კი „მონპელიე“ გახდა, რომელმაც გასულ და იმისწინა უქმეებზე გადადებული მატჩები მოიგო და ეს სერია 21-ე ტურშიც გააგრძელა. გელა აფრასიძემ „მონპელიეს“ სასტარტო შემადგენლობაში წყალწაღებული „ბიარუცის“ წინააღმდეგ 58 წუთი ითამაშა, მიშა ნარიაშვილი კი მატჩში ბოლო 12...
იუბილე – ბუქარესტში
12 მარტს ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის ისტორიაში 250-ე მატჩს გამართავს. როგორც მოგეხსენებათ, ეს იუბილე ბორჯღალოსნებს თბილისში, „დინამო არენაზე“ რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას უნდა აღენიშნათ, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ჯერ მატჩი გადაიდო, მერე რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოიხსნა, საბოლოოდ კი რუსეთის რაგბის ფედერაცია „მსოფლიო რაგბიდან“ გაირიცხა. 20 მარტს კი ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ მაინც...
გაძლიერება რუსეთისთვის
27 თებერვალს „დინამო არენაზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის საიუბილეო, 250-ე ოფიციალურ მატჩს გამართავს. საიუბილეოს გარდა ეს მატჩი ტრადიციულად პრინციპულიც იქნება, რადგან ბორჯღალოსანთა მეტოქე რუსეთის ეროვნული გუნდია. „დათვებთან“ შეხვედრების პრინციპულობაზე მოგვიანებით, მატჩისწინა მიმოხილვაში ვისაუბროთ, დღეს კი იმ სიახლეებზე გიამბობთ, რაც ჩვენს გუნდშია. ლევან მაისაშვილის სამწვრთნელო შტაბმა კონკრეტულად ამ მატჩისთვის მოსამზადებლად 33 მორაგბე დაიგულა, რომელთაგან 23 უშუალოდ...
სამი სუპერ-ლელო ქართულად!
მიმდინარეობდა თამაშის 44-ე წუთი და ტოპ 14-ის ერთ-ერთი აუტსაიდერი „პერპინიანი“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ლიონს“ 13:9 ამარცხებდა, როცა სტუმართა ღონიერმა 8 ნომერმა ჯორდან ტაუფუამ რამდენიმე მეტოქესთან ჯაჯგურს გაუძლო და ბურთი მარცხენა ფრთაზე ეულად დარჩენილ დავით ნინიაშვილს ამოუგდო, ვინც ლელოში ტყვიასავით შევარდა. საბოლოოდ „ლიონმა“ კატალონიაში 28:23 მოიგო და ცხრილის მესამე საფეხურზე დამკვიდრდა. ეს ერთი! „ლა როშელი“ საკუთარ...
ბორჯღალოსნების ახალი სეზონი ვაკეში იწყება
6 თებერვალს, 15 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში, „მიხეილ მესხზე“ პორტუგალიას უმასპინძლებს, 12-ში კი, ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა. ეს იქნება ბორჯღალოსანთა სასტარტო მატჩები „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატისა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის მეორე ნაწილიცაა. ჰოდა, ლევან მაისაშვილმაც გადაწყვიტა, გუნდის გაფართოებული რაზმი სწორედ ამ ორ მატჩზე გათვლით შეედგინა. გუნდში 5 დებიუტანტია, მათ შორის...
ლობჟანიძე, ჯალაღონია, გორგაძე…
ქართველმა მორაგბეებმა 2022 წელი ძალიან ენერგიულად და წარმატებულად დაიწყეს. საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარი ლიგა არ ისვენებს და აქ მორიგი ტურები ყოველ უქმეებზე სტაბილურად ტარდება. ჰოდა, თუკი გასული წელი ქართული ლეგიონისთვის მაჟორულად დაიხურა, როცა კასტრელმა ლევან ჩილაჩავამ ლელო დადო და თავის გუნდს მოაგებინა, ახალი წელი საფრანგეთში მოთამაშე ბორჯღალოსნებმა ორმაგად მაჟორულად გახსნეს. ვასილ ლობჟანიძემ ტოპ 14-ში 48-ე მატჩი...
ქება ბექათა !
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელებმა ბექა გორგაძემ და ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურში თავი გამოიჩინეს და პირადი ანგარიში თითო გატანილ ლელოთი გაზარდეს. გორგაძემ თავის ახალ კლუბ „პოში“ სულაც სადებიუტო ლელო დადო. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი „ტულონთან“ საშინაო მატჩში 50-ე წუთზე ჩაერთო და ბასკთა ბოლო შეტევაში ანგარიში გაათანაბრა – 16:16. შერკინებიდან ბურთი თავად წაიღო, კინაღამ ლელო დადო,...









