ანტუან გრიზმანის ცოლი ბარსელონაში სახლს ეძებს — ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ზაფხულში „ატლეტიკოდან” კატალონიის დედაქალაქში გადავა. მიმდინარე სეზონში გრიზმანი შესანიშნავ ფორმაშია — 26 წლისამ „ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 23 გოლი გაიტანა. ამბობდნენ, რომ „ბარსელონა” იანვარშივე აპირებდა მის გადაბირებას, მაგრამ ეს საქმე არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, კატალონიის რადიომ ჩაავლო, რომ 4 მარტს, როდესაც „ატლეტიკო”...
ჭდე: ბარსელონა
ბარსელონას მოგებული ფრე
„მესის „ატლეტიკოს” ფორმა რომ ცმოდა, 1:0-ს ჩვენ მოვიგებდით” — თქვა „კამპ ნოუზე” გამართული მატჩის შემდეგ მადრიდელთა არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ. „ბარსას” ლიდერმა პირველ ტაიმში საუცხოოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რომლის წყალობითაც მასპნძლებმა გაიმარჯვეს, მდევარი 3 ქულით ჩამოიტოვეს და ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გაარკვიეს. „თანაბარი შეხვედრა იყო, — განაგრძო „რივერ პლეიტის” ყოფილმა თავკაცმა, — პირველ ტაიმშიც მონდომებით...
თქვენ რას იზამდით დემბელეს ადგილზე?
20 წლის ოსმან დემბელემ ფრანგულ „ონზ მონდიალს” ინტერვიუ მისცა. გასულ ზაფხულს „დორტმუნდიდან” „ბარსელონაში” 105 მილიონ ევროდ გადასულ თავდამსხმელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ ნანობს გერმანული კლუბიდან წასვლას. დემბელემ, რომელიც ესპანეთში გადასვლისთანავე დაშავდა და მას მერე თამაშის ნაცვლად მკურნალობს, უპასუხა: „ვნანობ და არც ვნანობ. ზაფხულზე ვფიქრობდი, რომ იცნების ახდენის საშუალება მეძლეოდა და ის ხელიდან არ უნდა გამეშვა....
მესი და ვალვერდე ინიესტამ გააშველა?
ესპანურ „დონ ბალონზე” დაყრდნობით მსოფლიო მას-მედიაში გავრცელდა ხმა, რომ „ბარსელონას” მთავარ ვარსკვლავ ლეო მესის და მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს კონფლიქტი მოუვიდათ. დაპირისპირებულებს შორის კაპიტანი ანდრეს ინიესტა ჩადგაო, წერენ ინტერნეტ პორტალები. მიზეზი: მესის სურს, რომ ვალვერდემ დენის სუარესი ხშირად ათამაშოს. „დონ ბალონი” წერს, რომ არგენტინელს არ მოსწონს, როგორი დამოკიდებულება აქვს ვალვერდეს სუარესის მიმართ. ნახევარმცველმა სეზონი კარგად დაიწყო,...
ბუსკეტბოლი!
„ჩელსისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში ბურთს სტუმრები მასპინძლებზე გაცილებით მეტხანს ფლობდნენ. პროცენტებში ეს ასე აისახა: „ბარსა” — 68%, „ჩელსი” — 32%. კაცმა რომ თქვას, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, რადგან „ბლაუგრანას” თამაში სწორედ ბურთის კონტროლზეა აწყობილი. გადავხედოთ შეხვედრაში გადაწოდებული პასების სტატისტიკასაც: „ბარსელონამ” სულ 894 პასი შეასრულა (მათგან 825 სწორად), ხოლო ლონდონელებმა 329 პასიდან 259 მიაწოდეს თანაგუნდელს. ერთადერთი,...
ძველი ცოდვის აღიარება ჩელსისა და ბარსელონას ახალი შეხვედრის წინ
ტომ ჰენინგ ოვერბომ „ჩელსის” 9 წლის დაგვიანებით მოუბოდიშა. ალბათ ყველას გახსოვთ 2009 წელი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე” „ლურჯებსა” და „ბარსელონას” შორის, რომელიც 1:1 დასრულდა. შეხვედრას ანდრეს ინიესტას ეფექტურმა გოლმა დაუსვა წერტილი — ორი შეხვედრის ჯამში („კამპ ნოუზე” 0:0 იყო) კატალონიელებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონა” ფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს” შეხვდა და 2:0 მოუგო. ნახევარფინალში,...
მესი vs ჩელსი
მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თეორიულად კი სამშაბათს, 20 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგა დიდ დაპირისპირებას გვპირდება: „ჩელსი” „ბარსელონას” მასპინძლობს. ლონდონელთა მწვრთნელი ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ „ბარსას” მთავარი ვარსკვლავი ლეო მესი „ტრადიციას” გააგრძელებს და „ლურჯების” კარში გოლს ვერ გაიტანს. არგენტინელს „ჩელსის” წინააღმდეგ კარიერაში რვაჯერ უთამაშია, მაგრამ გოლი არ აქვს გატანილი. საინტერესოა, რომ ამ რვა შეხვედრაში „ბარსელონამ” ლონდონელებს მხოლოდ...
სეზონში 35 მილიონი
ზაფხული საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთ მდიდრულ კონტრაქტს ჰპირდება: ანდრეს ინიესტამ ჩინური სუპერლიგის კლუბ „ტიანჯინ ქუანჯიანისგან” ოფიციალური შეთავაზება მიიღო. ჩინელები 33 წლის ნახევარმცველს სეზონში 35 მილიონ ევროს სთავაზობენ, ეს კი ის თანხაა, რომლის გამოც აზიაში გადაბარგება ღირს. „ტიანჯინ ქუანჯიანის” წარმომადგენლები საქმის გასაკვაჭად ორჯერ იყვნენ ბარსელონაში, მაგრამ ესპანელს (მოგეხსენებათ, ინიესტა კატალონიელი არ არის) გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია...
ადიოს!
ყველაფერს გეტყვით, მთავარია იმ ჩინური გუნდის სახელწოდების ზუსტი გამოთქმა არ მოგვთხოვოთ, სადაც 33 წლის მცველი, ხავიერ მასკერანო „ბარსელონადან” გადადის. ისე, არასწორად გამოთქმის პრობლემა არგენტინელს ეტყობა თანდაყოლილი აქვს, რადგან არც თავად არის მასკერანო — მისი გვარის ასე თქმა საქართველოში დამკვიდრდა და თან ისე მყარად, რომ შეცვლას აზრი აღარ ჰქონდა. ჩინურ გუნდს კი ინგლისური კითხვის წესებით თუ...
ტაში კოუტინიოს!
„ბარსელონას” ახალმა შენაძენმა, ბრაზილიელმა ფილიპე კოუტინიომ ახალ გუნდში პირველად ივარჯიშა. აწ უკვე ყოფილ ლივერპულელს ბარძაყი სტკივა და 164 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერის შემდეგ გამოჯანმრთელებასა და ოფიციალურ დებიუტს ელოდება. როდესაც „ბლაუგრანას” სავარჯიშო ფორმაში გამოწყობილი 25 წლის ვარსკვლავი საწვრთნელ მოედანზე გავიდა, ახალმა თანაგუნდელებმა, მათ რიცხვში ლიონელ მესიმ მას ტაში დაუკრეს. კოუტინიო ბედნიერი იღიმებოდა. კლუბმა „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე...









