ჭდე: ბარსელონა

Home ბარსელონა
სიმეონეს უკან მონსტრებია
ჩანაწერი

სიმეონეს უკან მონსტრებია

„ხეტაფესთან“ (0:0) ვერმოგებული მატჩის შემდეგ მადრიდის „ატლეტიკოს“ საჩემპიონო კონტურები უკვე ბუნდოვანი ჩანს. არადა, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დიეგო სიმეონეს გუნდი 13 ქულით უსწრებდა კონკურენტებს. ახლა კი, დაკარგული ქულებით „ბარსელონასთან“ სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა, „რეალთან“ – ექვსი. „ეფექტურობა არ გვეყო. მეორე ტაიმი უკეთესი გამოვიდა, შეგვეძლო მოგება, მაგრამ მხოლოდ ქულას დავჯერდით. თუმცა, მოგება და ფრე ყოველთვის...

ლაპორტას უკვე გაექცა ვიცე-პრეზიდენტი
ჩანაწერი

ლაპორტას უკვე გაექცა ვიცე-პრეზიდენტი

ჟოან ლაპორტა „ბარსელონას” პრეზიდენტად სულ ერთი კვირის არჩეულია და უკვე სერიოზულ პრობლემებთან უწევს გამკლავება. პირველი პრობლემა ის არის, რომ საქმიანობის გასაშლელად მან ლა ლიგას 126 მილიონი ევროს გარანტია უნდა წარუდგინოს. ამბობენ, რომ ეს საკითხი ორშაბათამდე მოგვარდება, თუმცა ეს მოგვარება მთლად მარტივიც არ ჩანს. ორშაბათამდე რაღა დარჩა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბანკებთან თუ საინვესტიციო...

უცნაური და არნახული რწმენა
ჩანაწერი

უცნაური და არნახული რწმენა

კომპანია TNT Sports ბარსელონაში მცხოვრებ ბრაზილიელ ჟურნალისტზე მარსელო ბეკლერზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „პარი სენ ჟერმენი” ლეო მესის გადაბირებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. პარიზელები უკვე ამზადებენ პროექტს, რომელიც არგენტინელ ვარსკვლავს უნდა შესთავაზონ. ლაპარაკია ფინანსურ და სპორტულ წინადადებათა კომპლექტზე, რომელიც მესის პარიზელთა რწმენით უფრო მოეწონება, ვიდრე ის, რასაც „ბარსელონა” შესთავაზებს. მარტივად რომ ვთქვათ, მესის კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა,...

ლაპორტა კარგია, მაგრამ დარჩება მესი ბარსაში?
ჩანაწერი

ლაპორტა კარგია, მაგრამ დარჩება მესი ბარსაში?

„ბარსელონა” ლეო მესისთან მოლაპარაკებისთვის ემზადება, „მანჩესტერ სიტი” კი ჩასაფრებულია, რათა არგენტინელი სუპერვარსკვლავი გაიტაცოს. მოგეხსენებათ, კვირას, „ბარსას” პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, გაიმარჯვა ჟოან ლაპორტამ, რომელმაც გულშემატკივარს მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის „კამპ ნოუზე” დატოვება აღუთქვა. მაგრამ, არის კი ლაპორტას პრეზიდენტობა იმის გარანტია, რომ მესი „ბარსელონაში” დარჩება? მდგომარეობა ასეთია: 33 წლის ფეხბურთელთან სალაპარაკოდ ჯერ თავად ლაპორტა არ არის მზად....

ლეო დედამიწელი
ჩანაწერი

ლეო დედამიწელი

მაურისიო პოჩეტინოს „პარი სენ ჟერმენმა” „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გააგდო, თუმცა, უფრო სწორი იქნება აქცენტს მეორენაირად თუ დავსვამთ: მაურისიო პოჩეტინიოს „პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. როგორც ევროპული პრესა წერს, ამავე დღეს გაირკვა, რომ ლეო მესი უცხოპლანეტელი კი არა, დედამიწელია — მან, პირველი ტაიმის ბოლო, მსაჯის წამატებულ წუთებში პენალტი ვერ გაიტანა. არადა, ამ მომენტისთვის...

მბაპეს გულშემატკივარი იყიდის
ჩანაწერი

მბაპეს გულშემატკივარი იყიდის

„პარი სენ-ჟერმენის“ 22 წლის ფორვარდმა კილიამ მბაპემ ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის დეტალები პირდაპირ გამოუცხადა. ფრანგი ფეხბურთელი წელიწადში 35 მილიონ ევროს ითხოვს, იმდენს, რამდენიც ნეიმარს აქვს. ფრანგული მედია წერს, რომ პსჟ ამის გადამხდელი არ არის და ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაყიდის, მის სანაცვლოდ რომ სატრანსფერო თანხა აიღოს. პარიზული კლუბი კი საკმაოდ მადიანია და მბაპეში არანაკლებ...

ბარსელონას მწვრთნელი თუ არსენალის ბალახის მკრეჭავი?
ჩანაწერი

ბარსელონას მწვრთნელი თუ არსენალის ბალახის მკრეჭავი?

ჟოან ლაპორტას „ბარსელონას” პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ყველაფერი, რაც ამ კლუბზე იწერება ყურადღების ცენტრშია. ასე მაგალითად, „ბლაუგრანას” ყოფილმა მოთამაშემ, ფრანგმა ვარსკვლავმა ტიერი ანრიმ ინგლისურ ჟურნალ FourFourTwo-ს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, ერთ მშვენიერ დღეს „ბარსას” მწვრთნელად სიამოვნებით ვიმუშავებდიო და მისი ეს ნათქვამი დღეს მთელს ესპანეთს მოედო. „მე ჯერ ვსწავლობ, ყველაფერს კი დრო გვაჩვენებს. მინდა თუ არა რომ...

ჟოან ლაპორტა: გვიყვარდეს „ბარსელონა” ისე, როგორც არასდროს!
ჩანაწერი

ჟოან ლაპორტა: გვიყვარდეს „ბარსელონა” ისე, როგორც არასდროს!

შემდგომი ექვსი წლის განმავლობაში „ბარსელონას” პრეზიდენტი იქნება ჟოან ლაპორტა ი ესტრუჩი. გუშინ, საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოაგროვა 30 184 ხმა. მეორე ადგილზე გავიდა ვიქტორ ფონტი, რომელმაც კლუბის 16 679 წევრის ნდობა დაიმსახურა, მესამე კი იყო ტონი ფრეიშა, 4 769 ხმით. ამდენ ამომრჩეველს „ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. პანდემიის გამო იყო 20 000 პლუს ხმა, ანუ...

ბარსა პრეზიდენტს ირჩევს
ჩანაწერი

ბარსა პრეზიდენტს ირჩევს

დილიდან „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. კლუბი ახალ შეფსა და ბორდის წევრებს 5-წლიანი ვადით ირჩევს. საარჩევნო უბნები კატალონიის 5 ქალაქშია გახსნილი – ბარსელონა, ჟირონა, ლეიდა, ტარაგონა, ტორტოსა. საარჩევნო უბანია ანდორაშიც. ფოსტით დაფიქსირებული ხმების დათვლა უკვე დაიწყო. პროცესს ოსკარ გრაუ აკვირდება. 25.000-ზე მეტმა ამომრჩეველმა სასურველ კანდიდატს ხმა ფოსტით უკვე მისცა. არცევანი დააფიქსირა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ. „დღევანდელი...

ილაიშ მორიბას პირველი გოლი
ჩანაწერი

ილაიშ მორიბას პირველი გოლი

18 წლის ილაიშ მორიბა, რომელსაც სინამდვილეში მორიბა კურუმა კურუმა ჰქვია, „ოსასუნასთან” შეხვედრას არასდროს დაივიწყებს. ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებისა და „ბარსელონას” ნახევარმცველმა პირველი გოლი გაიტანა. „ახლაც ვერ ვიჯერებ, — თქვა მან მატჩის შემდეგ, — ლეომ პასი მომაწოდა, მე კი არ ვიცი როგორ, ის გავისწორე და ბედად, მარცხენა ფეხით, კარში შევაგდე. ეს არასდროს დამავიწყდება. საფლავში ჩავიყოლებ. მინდა ჩემი...