ჭდე: ბარსელონა

Home ბარსელონა
პიანიჩისა და კუმანის კონფლიქტის ამბავი
ჩანაწერი

პიანიჩისა და კუმანის კონფლიქტის ამბავი

მირალემ პიანიჩმა „ბარსელონა“ დატოვა. 31 წლის ბოსნიელი „ბეშიქთაშში“ გადავიდა და სამშვიდობოს გასულმა კატალონიელთა ჰოლანდიელ მწვრთნელ რონალდ კუმანზე ილაპარაკა. დიდი შეტყობა არც უნდოდა, რომ პიანიჩსა და კუმანს ერთმანეთზე მზე და მთვარე არ ამოსდიოდათ. ყველაფერი კი  იმით დაიწყო, რომ „იუვენტუსიდან“ „კამპ ნოუზე“ გადაბარგებულ პიანიჩს არ გაუმართლა, COVID 19 შეეყარა. მართალია ზაფხული ანუ შვებულებების პერიოდი იდგა, მაგრამ ფეხბურთელი...

რას გადაურჩა ბარსა
ჩანაწერი

რას გადაურჩა ბარსა

ესპანურ გამოცემა Diario Sport-ს ხელში ჩაუვარდა ანტუან გრიზმანის კონტრაქტი “ბარსელონასთან”. დოკუმენტის თანახმად, თუ გრიზმანი მისი ვადის ამოწურვამდე, ანუ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩებოდა გუნდში, ე.წ. “ლოიალურობის ბონუსის” სახით დამატებით 7 მილიონ ევროს მიიღებდა. კიდევ ორი წლით დარჩენის შემთხვევაში ბონუსად 6,5-6,5 მილიონი იყო გათვალისწინებული. ჯამში “ბარსამ” მხოლოდ ამ ერთი პუნქტით ზედმეტი 20 მილიონის ხარჯი აიცილა თავიდან....

გაუძლებს ფატი 10 ნომერს?
ჩანაწერი

გაუძლებს ფატი 10 ნომერს?

„მარკა“ მადრიდული გაზეთია და „ბარსელონაში“ მიმდინარე პროცესებს კრიტიკული თვალით აკვირდება. ზუსტად იმავეს აკეთებენ „რეალის“ მიმართ კატალონიური გამოცემები. ამჯერად, „მარკამ“ „ბარსას“ უნიჭიერესი ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის ანსუ ფატისთვის ათნომრიანი მაისურის მინიჭების გონივრულობა დააყენა ეჭვქვეშ. მოგეხსენებათ, ლეო მესის წასვლის შემდეგ, „ბარსაში“ ამბობდნენ, რომ ათ ნომერს აღარავის ჩააცმევდნენ, მაგრამ ესპანეთში ნომრის გაუქმება აკრძალულია, ამიტომ „კამპ ნოუზე“ თავდაპირველი სიტყვა გადათქვეს და...

პიანიჩის ორი ხელფასი
ჩანაწერი

პიანიჩის ორი ხელფასი

მართალია, მირალემ პიანიჩის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2024 წლამდე გრძელდება, მაგრამ ის კატალონიური გუნდისთვის უკვე წარსულია. მას „ბლაუგრანაში“ ალბათ აღარავინ დააბრუნებს. გუშინ ის სტამბოლში გაფრინდა, სადაც იჯარით ითამაშებს „ბეშიქთაშში“. „ბარსას“ ახალმა აღმასრულებელმა შეფმა მატეუ ალემანიმ 31 წლის ფეხბურთელი ხელფასის განახევრებაზე დაიყოლია. კერძოდ, პიანიჩი, რომელმაც „კამპ ნოუზე“ ვერ ივარგა, მაგრამ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს იღებდა, ამიერიდან 4 მილიონს...

Made in La Masia
ჩანაწერი

Made in La Masia

ესპანურ „ბარსელონაში“ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ერთი სეზონის განმავლობაში მაინც არავისთვის მიეცათ ლეო მესის N10. გადაწყვეტილება შეიცვალა. ამიერიდან „ბარსაში“ სანუკვარი ნომერი „ლა მასიას“ კიდევ ერთ აღზრდილს, ანსუ ფატის ეკუთვნის. საპრეზენტაციო ვიდეოს კლუბის საიტზე შემდეგი წარწერა ახლავს: Our new number 10 Made in La Masia. ფატი ჯერ სულ 18 წლისაა, მაგრამ „ბარსელონას“ ძირითად გუნდში დებიუტი 2019 წლის აგვისტოში...

უძღები შვილის დაბრუნება
ჩანაწერი

უძღები შვილის დაბრუნება

„ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ შეთანხმდნენ: ანტუან გრიზმანი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ბრუნდება. მიმდინარე სეზონში, ფრანგი თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, რაშიც „ბლაუგრანა“ 10 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბები შეთანხმდნენ, რომ გაისად, ზაფხულში, „ატლეტიკო“ გრიზმანს 40 მილიონ ევროდ აუცილებლად გამოისყიდის. ამრიგად, 30 წლის თავდამსხმელი ხელს აწერს ორწლიან კონტრაქტს, რომელშიც პირველ წელიწადს იჯარა, ხოლო მეორე წელიწადს მუდმივი თანამშრომლობა ჰქვია. ხელშეკრულებაში...

დღეს გრიზმანს სულ სხვა პრობლემა ჰქონდა
ჩანაწერი

დღეს გრიზმანს სულ სხვა პრობლემა ჰქონდა

კვირას, „ხეტაფესთან“ 2:1 გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონას“ მწვრთნელმა რონალდ კუმანმა პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთელების შესახებ ილაპარაკა. საუბარი შეეხო ანტუან გრიზმანს, რომელსაც შეხვედრის მსვლელობისას ტრიბუნებიდან უსტვინეს. „როგორც მწვრთნელს, არ მესმის რატომ უნდა უსტვენდეს გულშემატკივარი ჩვენი გუნდის ფეხბურთელს, — თქვა ჰოლანდიელმა, — მოთამაშეს შეგიძლია უსტვინო თუკი მას სიზარმაცეს და საქმისადმი უპატიოსნო დამოკიდებულებას შეამჩნევ, მაგრამ დღეს ანტუანს სულ სხვა პრობლემა ჰქონდა....

პეპი ნაკრებზე ფიქრობს
ჩანაწერი

პეპი ნაკრებზე ფიქრობს

პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტიდან“ წავა. კატალონიელი მწვრთნელისა და „ქალაქელების“ კონტრაქტს, რომელიც მათ გასულ ნოემბერს გაახანგრძლივეს, ვადა 2023 წლის ზაფხულში გაუდის. 50 წლის გვარდიოლა უკვე შვიდი სეზონია რაც „ეტიჰედზე“ მუშაობს. ის ამბობს: — „მანჩესტერ სიტიში“ გატარებული შვიდი წლის შემდეგ დასვენება მჭირდება. უნდა შევჩერდე და მიმოვიხედო, სხვა მწვრთნელებისგან ვისწავლო. მინდა სანაკრებო...

ფეხსაც არ მოვიცვლი!
ჩანაწერი

ფეხსაც არ მოვიცვლი!

„ბარსელონა“ ჯერაც ღრმა კრიზისშია. ნახევარმილიარდიანი კრედიტი კარგია, მაგრამ თუ ესპანურმა გრანდმა უზომოდ გაბერილი სახელფასო უწყისი არ შეამსუბუქა, არაფერი გამოვა. ამჯერად საქმე სამუელ უმტიტის ეხება. 27 წლის ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ხუთი წელიწადია „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, წინა სეზონში სამუელს სულ 13 შეხვედრა დაუგროვდა (ხუთ სეზონში – 90). „ბარსელონა“ მზად არის, ფრანგი...

ბარსელონა ჯერ ვერ ბარსელონობს
ჩანაწერი

ბარსელონა ჯერ ვერ ბარსელონობს

ბილბაოში, „ესტადიო სან მამესზე“, „ბარსელონამ“ მასპინძლებს გამარჯვება არ დაანება. ეს მემფის დეპაის მიერ მეორე ტაიმის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გატანილი გოლის წყალობით მოხდა. მესისშემდგომი ეპოქის „ბარსა“ ჯერ არ ჰგავს გუნდს, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან 90 წუთის განმავლობაში შეხვედრის სათავეები ხელთ ეპყრობა, მაგრამ შესვენების შემდეგ მან მოახერხა გადაჯგუფება და ინიგო მარტინესის გოლის გაქვითვა. მარტინესმა 50-ე წუთზე გახსნა...