„ბარსელონამ“ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მაგრამ „კამპ ნოუზე“ შეკრებილი 50 000 გულშემატკივარი კმაყოფილი დატოვა. ჩავის გუნდმა „ბენფიკასთან“ 0:0 ითამაშა. ახლა, ბოლო ტურში, „ბარსა“ მიუნხენში უნდა ჩავიდეს და „ბაიერნს“ მოუგოს — ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი გარანტირებული ექნება. „ბენფიკა“ იმავე დღეს კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს. თუ ლისაბონელები კიეველებთან ვერ გაიმარჯვებენ, „ბარსელონას“ „ალიანც არენაზე“ ფრეც მისცემს ხელს. თუ „ბარსელონა“...
ჭდე: ბარსელონა
აგუერო კარიერას ასრულებს
33 წლის არგენტინელი ვარსკვლავი, სერხიო „კუნ“ აგუერო პროფესიონალი ფეხბურთელის 18 წლიან კარიერას ასრულებს. აგუერო „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი თავდამსხმელია, რომელიც ბოლოს „ბარსელონაში“ გადავიდა სადაც მეგობრის, ლეო მესის მხარდამხარ უნდოდა ეთამაშა, მაგრამ მესი „პარი სენ ჟერმენში“ წავიდა, აგუეროს კი „ალავესთან“ შეხვედრაში მოედანზე გულის შეტევა მოუვიდა — არითმია აღმოაჩნდა. დიადი დიეგო მარადონას ყოფილი სიძის შესახებ ბოლო ინფორმაცია ასეთი...
ჩავები იწყებენ და იგებენ
ეს იყო ჩავის პირველი თამაში „ბარსელონას“ თავკაცის რანგში და როგორც კატალონიური გაზეთი „სპორტი“ წერს, ამ შეხვედრაში გუნდმაც იწვალა და ჩავიმაც, მაგრამ მაინც გამარჯვებულები დარჩნენ. შეხვედრა გახლდათ ქალაქ ბარსელონას დერბი „ესპანიოლის“ წინააღმდეგ. „ესპანიოლს“ შეეძლო სახელოვანი მეზობლისთვის ქულა მაინც აერთმია. წვალება წვალებად, მაგრამ „ბარსელონა“ ადრინდელზე უკეთესად თამაშობდა — 75 წუთი მათი იყო. ეს იყო იმ სტილის თამაში,...
დანი ალვეში – თავნება გენიოსი
ჩავიმ „ბარსელონაში“ დანიშვნის შემდეგ პირობათა შორის გუნდში დანი ალვეშის დაბრუნებაც წამოაყენა, რომელმაც, მისი აზრით, ახალგაზრდა თაობასთან უნდა იმუშაოს. დრო გამოაჩენს ჩავის არჩევანის მართებულობას, თუმცა ბევრი თვლის, რომ დანი ალვეში შენელებული მოქმედების ნაღმია და ვერ იტყვი, როდის აფეთქდება. ქვემოთ ერთ პატარა ისტორიას მოგითხრობთ, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ის იყო: „ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გასახდელში ვისხედით. ვიცოდით,...
ჩავის ძველი პიკე სჭირდება
„ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი ჩავი თავის ფეხბურთელებს ინდივიდუალურად გაესაუბრა. მას ყველას განწყობა და პრობლემა აინტერესებდა. კლუბის ყოფილ ვარსკვლავს არ უნდოდა „ბარსას“ მოთამაშეების შესახებ რაიმე სხვისგან ან ჭორად გაეგო. როგორც კატალონიური „სპორტი“ წერს, ჩავისთვის ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, ისინიც კი ვინც უეჭველად წამსვლელი ეგონა, მზად აღმოჩნდა „ბარსასთვის“ თავი დადოს და მის პროექტს მთელი...
ვინ არის ადეიემი?
ეს 19 წლის ყმაწვილი ჯერჯერობით ავსტრიული „ზალცბურგის“ ფორვარდია, მაგრამ დიდი ალბათობით, უკვე ამ ზამთარს გამოიცვლის სამუშაო ადგილს. გერმანელი ქარიმ ადეიემის მიმართ ინტერესს ესპანური „ბარსელონა“ იჩენს, რომელიც მზადაა, უახლოეს დღეებში „ზალცბურგს“ 40-მილიონიანი წინადადებით მიმართოს. ესპანელთა კონკურენტი კი „დორტმუნდია“. ეს კლუბი 35 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 5 მილიონ ევროს სთავაზობს. მართალია,...
ჩავის პირველი მსხვერპლი
„ბარსელონას“ ფრანგი ნახევარმცველი უსმან დემბელე პირველია, ვინც ჩავის მიერ შემოღებული ახალი წესების გამო ფინანსურად იზარალებს. მთავარმა მწვრთნელმა ის ვარჯიშზე დაგვიანებისთვის დასაჯა, თუმცა თანხა არ გაჟღერებულა. „ბარსელონას“ დილის ვარჯიში 8.30 საათზე იყო დანიშნული, დემბელე კი 8.33 საათზე გამოცხადდა. ჩავისთვის, რომელიც ყველგან და ყოველთვის პუნქტუალურობის მომხრეა, სამი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა სანქციების ასამოქმედებლად. ამით ჩავიმ ისიც მიანიშნა, რომ...
ბუსკეტსი ჩავის გადაასწრებს
ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვეტერანი სერხიო ბუსკეტსი ეროვნულ გუნდში თამაშს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც აპირებს. მას მერე, რაც სერხიო რამოსი ტრავმის გამო „ლა როხას“ ჩამოშორდა, 33 წლის ბუსკეტსი გუნდის კაპიტანი გახდა და დღეს, შვედეთთან შეხვედრაში, თავისი ყოფილი თანაგუნდელისა და კლუბში ამჟამინდელი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის შედეგს, 133 სანაკრებო შეხვედრას გაიმეორებს. „როგორიც ვარ ნაკრებში, ისეთივე ვარ...
აგუეროს კარიერა საფრთხეშია
როგორც barcauniversal.com წერს, სერხიო აგუეროს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს და ექიმებმა არგენტინელს შეიძლება კარიერის დასრულება მოსთხოვონ. „მანჩესტერ სიტიდან“ „ბარსაში“ გადასულ აგუეროს არ გაუმართლა. ის „კამპ ნოუზე“ კარიერის სულ სხვანაირ გაგრძელებას ელოდა, მაგრამ კატალონიის დედაქალაქში გადაბარგებულმა პირველი რაც შეიტყო მისი უახლოესი მეგობრის ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა იყო. შემდეგ, ჯერ კიდევ სეზონისწინა მზადების დაწყებამდე, კუნთის...
ჩავიმ ბარსაში პუიოლს უხმო
ესპანური საფეხბურთო ფუნქციონერი რამონ პლანესი „ბარსელონაში“ სამი წელია ტექნიკურ დირექტორად მუშაობს და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. ამის მიუხედავად, ის დაუყოვნებლივ წასვლას აპირებს. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ახალი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესია, რომელმაც ტექნიკური დირექტორის პოსტზე კარლეს პუიოლი შეიგულა. ჩავის „ბარსაში“ კიდევ ორი თანაგუნდელის დაბრუნება სურს. მისი გეგმის მიხედვით, ლეო მესი 2023 წელს დაბრუნდება, დანი...









