„ბარსელონამ“ პამპლონაში „ოსასუნასთან“ 2:2 ითამაშა. კატალონიელთა ახალმა მწვრთნელმა და ძველმა ვარსკვლავმა ჩავიმ შეხვედრას ობიექტური შეფასება მისცა. ფრე ის შედეგი არ იყო, რომელსაც „ბარსას“ თავკაცი ელოდა, მითუფრო რომ 30-ე წუთისთვის მისი გუნდი 2:1-ს იგებდა. ჩავი: „ამ შეხვედრაში ერთი ქულა საკმარისი არ იყო. ჩვენ უარყოფით ციკლში ვართ და არაფერი გამოგვდის. ასეთი დინამიკის შეცვლა ყოველთვის ძნელია, მაგრამ მუხლჩაუხრელად...
ჭდე: ბარსელონა
პედოფილია ბარსელონაში?
„ბარსელონას“ საყმაწვილო აკადემიის, ლეგენდარული „ლა მასიას“ ყოფილ თავკაცს ალბერტ ბენაიჟესს პედოფილიასა და მოსწავლეების სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. აქვე უნდა დავძინოთ, რომ საქმე ეხება 1980-იან წლებს და 90-იანების დასაწყისს, როდესაც ბენაიჟესი ბავშვებს ქალაქის უბან ლეს კორტსში წვრთნიდა, რის შემდეგაც, 1992 წელს ის „ლა მასიაში“ გადავიდა. აქ მან 2011 წლამდე დაჰყო, მაგრამ ამ პერიოდზე საეჭვო ჯერჯერობით არაფერი...
ბარსელონას განტევების ვაცები
გთავაზობთ ესპანური გაზეთის AS-ის მოსაზრებას, რომელიც „ბარსელონაში“ შექმნილ მდგომარეობას, უფრო სწორედ კი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და ფრენკი დე იონგს ეხება. გაზეთს მიაჩნია, რომ გერმანელი და ჰოლანდიელი კატალონიის დედაქალაქში განტევების ვაცებად მოიაზრებიან და ჩემპიონთა ლიგაში განცდილი მარცხის გამო ჯოხს მათზე გადატეხენ. AS თემას აზოგადებს და წერს, რომ „ბარსას“ განტევების ვაცების პოვნა ახასიათებს. ბოლო წლების გახმაურებულ...
ბარსელონას ფიასკო
ასე ადრე „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგიდან 21 წელიწადია არ გავარდნილა. „ბლაუგრანამ“ მიუნხენში, „ბაიერნთან“ 0:3 წააგო, არადა ეს იყო შეხვედრა, რომელიც აუცილებლად უნდა მოეგო. „ბლაუგრანა“ შეჯიბრებას ჯგუფური ეტაპიდან დაემშვიდობა. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩის ანტიგმირი იყო, ეს გახლდათ 29 წლის ნაქები გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელმაც პირველი გოლის დროსაც ვერ ითამაშა მთლად ყოჩაღად, მეორე...
ბარსანახევარი
„ბარსელონას“ მესის წასვლა რომ დაეტყობოდა, რა ძნელი გამოსაცნობი იყო, მაგრამ ის, რაც ახლა კატალონიურ გუნდში ხდება, მათთვის კარგს არაფერს მოასწავებს. წლეულს „ბარსას“ უმთავრესი პრობლემა შეტევაა და ეს სტატისტიკითაც მარტივად ჩანს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში „ბარსელონამ“ 25 გოლი გაიტანა. ეს კი ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებლის განახევარებული შედეგია. ანუ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, „ბლაუგრანას“ საწყის...
ესპანეთში ფულზე დავობენ
ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის გეგმები ირყევა. ბევრჯერ დაგვიწერია, რომ მან თანამშრომლობა წამოიწყო ბრიტანულ საინვესტიციო ფირმასთან სახელწოდებით CVC Capital Partners და ამ თანამშრომლობას „პროექტი იმპულსი“ დაარქვა. ლაპარაკია ესპანური კლუბებისთვის დიდძალი თანხის გამოყოფაზე, მაგრამ სამმა კლუბმა „რეალმა“, „ბარსელონამ“ და „ბილბაომ“ პროცესში მონაწილეობა არ ისურვა. როგორც კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ შეიტყო, ხსენებულმა კლუბებმა ტებასს ალტერნატიული პროექტი შესთავაზეს. დიდი...
ჩავის პირველი წაგება
„ბარსელონამ“ ახალი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით პირველი თამაში წააგო. „ბლაუგრანამ“ ეს მარცხი შინ, „კამპ ნოუზე“, „რეალ ბეტისისგან“ იწვნია. შეხვედრის ერთადერთი გოლი ხუანმიმ გაიტანა. ეს გახლდათ ხუანმის მე-11 გოლი ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 16 მატჩში. ამ შეხვედრაში ხუანმიმ უფრო ადრე, 79-ე წუთზეც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, თამაშგარე მდგომარეობა არისო. „კამპ ნოუზე“ გამარჯვებამ „ბეტისი“ დროებით მესამე ადგილზე აღაზევა....
მესის ბარსაში უხელფასოდ უნდა ეთამაშა?
კატალონიური „სპორტის“ ცნობით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პარიზში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ლეო მესის არ შეხვედრია, მაგრამ თქვა, რომ მისი გამარჯვება გაუხარდა, რადგან არგენტინელი წოდებას იმსახურებდა და მის მოპოვებაში „ბარსელონასაც“ აქვს წვლილი შეტანილი. ლაპორტა არ მიიჩნევს, რომ მან „ბარსას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი მოატყუა — მესის კლუბში დატოვება აღუთქვა, სინამდვილეში კი „პარი სენ ჟერმენში“ გაუშვა. „ჩვენ ყველა...
პიკემ ხელით ითამაშა
„ვილიარეალის“ ბასკი მწვრთნელი უნაი ემერი შინ „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხების შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავდა. ის დარწმუნებული იყო, რომ შეხვედრის დასაწყისში, ჯერ კიდევ 0:0-ზე, მისი გუნდის სასარგებლოდ პენალტი უნდა დანიშნულიყო. ემერი ითხოვს ვინმემ აუხსნას, რატომ არ დაუსტვინა მსაჯმა „პიკეს ეპიზოდში“ და კატალონიელების კარში პენალტი რატომ არ დანიშნა. „ბლაუგრანას“ ვეტერანმა მცველმა ხომ საჯარიმოში ბურთს გზა ხელით გადაუღობა. ასეთ...
უცნობი ამბავი მარადონაზე…
დიეგო მარადონამ კარიერის განვალობაში „არხენტინოს ხუნიორსში“, „ბოკა ხუნიორსში“, „ბარსელონაში“, „სევილიაში“, „ოლდ ბოისში“ და „ნაპოლიში“ ითამაშა. ის 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ავად იყო, სათანადოდ ვერ უწამლეს. როცა ჯერ კიდევ 17 წლის იყო და „არხენტინოს ხუნიორსში“ თამაშობდა მასზე ლეგენდები წამოვიდა. სკაუტების, ჟურნალისტებისა და საფეხბურთო მოხელეების მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო… თუმც, ცოტამ თუ იცის,...









