ჭდე: აფრიკის ერთა თასი

Home აფრიკის ერთა თასი
სენეგალი მესამე მსოფლიო ომს იწყებს
ჩანაწერი

სენეგალი მესამე მსოფლიო ომს იწყებს

სამშაბათს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავი მოხდა: აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის ჩემპიონის ორი თვის წინ მოპოვებული ტიტული ჩამოართვა სენეგალის ნაკრებს და ის ფინალში დამარცხებულ მარკოს გადასცა. მიზეზი: მეტოქის კარში გოლის არ-ჩათვლისა და მათ კარში პენალტის დანიშვნის გამო გაბრაზებულმა სენეგალელმა ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად 20 წუთით დატოვეს, რაც კანონით (შეჯიბრების 82-ე და 84-ე პუნქტები)...

მართალი ყოფილა მაროკო…
ჩანაწერი

მართალი ყოფილა მაროკო…

ორი თვე გავიდა მას მერე, რაც სენეგალმა აფრიკის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და… გამოცხადდა, რომ მას ტიტული ჩამოერთმევა. ამიერიდან ჩემპიონი მაროკოა. ასეთი უცნაური რამ ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ინგლისურმა ტაბლოიდმა „სანმა’’ ვითარებაში გარკვევა სცადა. რა მოხდა? წაგებულმა მაროკომ ფინალი გააპროტესტა. მისი ხელმძღვანელობის აზრით სენეგალს გამარჯვება უნდა ჩამორთმეოდა, რადგან მისმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პროტესტის ნიშნად მოედნიდან გაიყვანა. მატჩი...

მაროკოელები მეკარეს პირსახოცს პარავდნენ
ჩანაწერი

მაროკოელები მეკარეს პირსახოცს პარავდნენ

აფრიკის ერთა თასს ისეთი გიჟური ფინალი ჰქონდა, რომ ყველა სხვა საფეხბურთო თემა გადაფარა. შეხვედრის ბოლო წუთებში, იმის გამო, რომ მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, სენეგალის ნაკრებმა მოედანი დატოვა. შეხვედრა მთელი 20 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, მაგრამ მსოფლიოს წინაშე უარყოფითად მაინც მაროკოელები წარმოჩნდნენ. ალბათ იმიტომ, რომ სენეგალმა მოიგო, აფრიკის ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩემპიონებს არ აკრიტიკებენ. მეორე მხრივ,...

სენეგალი მოედნიდან გავიდა, დაბრუნდა და აფრიკის ჩემპიონი გახდა
ჩანაწერი

სენეგალი მოედნიდან გავიდა, დაბრუნდა და აფრიკის ჩემპიონი გახდა

საერთაშორისო მედიის წინაშე მას მომავალში მოუწევს წარდგომა, აფრიკის ერთა თასის ფინალის შემდეგ კი რაბატის სტადიონზე სენეგალის ნაკრების მწვრთნელის პაპე ტიავის პრეს-კონფერენცია ჩაიშალა. მიზეზი: დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა მის დაუჯერებელ გადაწყვეტილებას თამაშის მსვლელობისას გუნდი მოედნიდან გაეყვანა. ტიავი განრისხდა, რომ მსაჯმა მისი გუნდის კარში მაროკოელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. მისი აზრით დარღვევა აშკარა არ იყო ან, უფრო ზუსტად, კონტაქტი...

ნიგერიას მესამეზე გასვლა დიდად არ გაუხარდა
ჩანაწერი

ნიგერიას მესამეზე გასვლა დიდად არ გაუხარდა

მო სალაჰმა პენალტების სერიაში ააცილა. ეგვიპტე დამარცხდა. აფრიკის ერთა თასის მესამე ადგილი ნიგერიას ერგო. 0:0-ს შემდეგ თერთმეტმეტრიანებში – 4:2. „სუპერარწივებიდან’’ გადამწყვეტი დარტყმა „ატალანტას’’ ვარსკვლავმა ადემოლა ლუკმენმა შეასრულა. ზოგადად, როგორც მესამე ადგილისთვის მატჩებში ხდება, მეტოქეები არც ამ შეხვედრაში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ჟინით. ეს ცხადად ჩანდა პირველ ტაიმში, როდესაც გუნდებს სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთის თამაშით დიდად არ შეუწუხებიათ თავი....

მაროკოს გაჩერება ძნელია
ჩანაწერი

მაროკოს გაჩერება ძნელია

პირველად 2004 წლის შემდეგ და ისტორიაში მესამედ მაროკოს ნაკრები აფრიკის ერთა თასის ფინალში გავიდა. საამისოდ შეჯიბრების მასპინძლებმა ნახევარფინალში პენალტებით ნიგერია დაამარცხეს. მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ნიგერიელებმა ნახევარფინალი ცუდად ითამაშეს, მაგრამ აშრაფ ჰაკიმისა და მის გუნდს საქმე საპენალტე ციებ-ცხელებამდე მაინც მიუყვანეს. პრესაში ამ მატჩს ნაადრევ ფინალს უწოდებდნენ. მიზეზი: მოედანზე ერთდროულად იდგა „შავი კონტინენტის’’ ბოლო სამი წლის...

ზიდანმა ცხადია იჩხუბა
ჩანაწერი

ზიდანმა ცხადია იჩხუბა

პარიზის ბულვარ დე ლა შაპელიდან მარაქეშის „გრანდ სტადამდე’’ 2 ათასი კილომეტრია, და იქიდან ზუსტი აღქმა, თუ რა ხდებოდა მოედანზე აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ალჟირსა და ნიგერიას შორის ძნელი იყო, მაგრამ „ჰბაბნას’’ სწრაფი კვების ცნობილ რესტორანთან შეკრებილი ალჟირელები თეთრ-მწვანე დროშებს აფრიალებდნენ და… მაშინაც კი იღიმებოდნენ, როდესაც „ფენეკებმა’’ (უდაბნოს მელებმა) მეორე გოლი გაუშვეს. რა უხაროდათ? „ალჟირელობა...

აფრიკელები ნახევარფინალისტებს არკვევენ
ჩანაწერი

აფრიკელები ნახევარფინალისტებს არკვევენ

აფრიკის ერთა თასზე მეოთხედფინალები დაიწყო. პარასკევის პირველ შეხვედრაში სენეგალმა მალის 1:0 მოუგო. პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში მალის „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ნახევარმცველი ივ ბისუმა გაუძევეს მოედნიდან. მან ორი ყვითელი მიიღო. სენეგალი გახდა შეჯიბრების პირველი ნახევარფინალისტი. მისი პირადი რეკორდი ასეთია: სენეგალის ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უკვე 16 თამაშია არ წაუგია, 11 მოიგო და 5 ფრედ...

ერთადერთი შეხებით, კაცო!
ჩანაწერი

ერთადერთი შეხებით, კაცო!

22 წლის ადილ ბულბინას ალჟირელი გულშემატკივრისთვის ბედნიერების მოსატანად ექვსი წუთი ეყო. ის მოედანზე 113-ე წუთზე შევიდა და ბურთს სულ ერთხელ შეეხო. ეს ერთადერთი შეხება გოლი გამოდგა, რომელმაც „უდაბნოს მეომრები’’ აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. ყატარული „ალ-დუჰაილის’’ გარემარბმა საჯარიმოს კიდიდან მარჯვენა ფეხით ძლიერად დაარტყა და კონგოს ნაკრების კარში გოლი შეაგდო. ამ დროს უკვე დამატებითი დროის ბოლოსწინა...

აფრიკის თასი: მაროკოს საფრანგეთობა უნდა
ჩანაწერი

აფრიკის თასი: მაროკოს საფრანგეთობა უნდა

აფრიკის ერთა თასი მაროკოში მიმდინარეობს. ამ ქვეყნის ნაკრებმა მერვედფინალში ბრაჰიმ დიაის გოლით ტანზანიას 1:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ გულშემატკივრები თამაშის ხარისხით მაინც უკმაყოფილოები არიან. დიასს საგოლე პასი აშრაფ ჰაკიმიმ ჩააწოდა ანუ სახელები იცოცხლეთ, ისეთია ― „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავის გადაცემა და „რეალის’’ ვარსკვლავის გოლი, თუმცა მწვრთნელ ვალიდ რეგრაგის მაინც მოუხდა ახსნა-განმარტება და თავის გასამართლებლად...