ალჟირმა აფრიკის თასი მოიგო. ეგვიპტეში, ფინალურ შეხვედრაში, მან 1:0 მოუგო სენეგალს და ისტორიაში მეორედ (29 წლიანი „შიმშილის” შემდეგ) დაეუფლა კონტინენტის მთავარ სანაკრებო ჯილდოს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ბაღდად ბუნეჯამ მე-2 წუთზე გაიტანა. გოლი ერთგვარად ალჟირელთა იღბლის თუ სენეგალელთა უიღბლობის ელემენტს შეიცავდა. იხილეთ ქვემოთ ვიდეო და დაგვეთანხმებით, რომ ისეთი რიკოშეტი, ამ ეპიზოდში რომ მოხდა, ჩვეულებრივ არ ხდება...
ჭდე: აფრიკის ერთა თასი
Home
აფრიკის ერთა თასი
ჩანაწერი
19/11/2018 | 14:2519/05/2026 | 05:44აქეთურ-იქითური
საოცარი აცილება (ვიდეო)
გუშინ, აფრიკის ერთა თასის შესარჩევ შეხვედრაში ლესოტომ ტანზანიას უმასპინძლა და ნკაუ ლეროთოლის გოლით 1:0 მოუგო. ეს გახლდათ L ჯგუფის თამაში. 5 ტურის შემდეგ ლესოტო მეორე ადგილზეა, ტანზანია მესამეზე. ჯგუფს 13 ქულით ანუ მთელი 8 ქულიანი უპირატესობით უგანდა ლიდერობს. ხსენებულ შეხვედრაში ლესოტოს კიდევ ერთიგოლი უნდა გაეტანა, მაგრამ ტუმელო ხუტლანგმა აი, ასე ააცილა:

