„სანმა“ შეიტყო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ატალანტას“ ჩემპიონთალიგური შეხვედრის შესვენებისას, როდესაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელებს შავი დღე აყარა. უკბილო პირველი ტაიმის შემდეგ ოლე გუნარ სულშერი თურმე ფეხბურთელების დამშვიდებას ცდილობდა, როდესაც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გადაწყვიტა საქმეში ჩარეულიყო და სერ ალექს ფერგიუსონის არსენალიდან ნაცადი იარაღისთვის მიემართა. წყარომ, რომელსაც „სანი“ ბუნებრივია არ ასახელებს, თქვა: „კრიშტიანუმ...
ჭდე: ატალანტა
პოლ სქოულზი: ეს იყო ცუდი ფეხბურთი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა პოლ სქოულზმა ჩემპიონთა ლიგაში „ატალანტასთან“ ეფექტური გამარჯვება დაიწუნა. მან საყოველთაო აღფრთოვანებას ცივი წყალი გადაასხა, შემთხვევითობა უწოდა. შეგახსენებთ, „ოლდ ტრეფორდზე“ „იუნაიტედი“ 0:2-ს აგებდა, მაგრამ 3:2 გაიმარჯვა. „ვხვდები „იუნაიტედის“ აღტაცებას, მაგრამ იმან, რაც პირველ ტაიმში ვნახე, მეორე ტაიმი მთლიანად დამიჩრდილა. როდესაც გუნდს პრეტენზია აქვს, რომ მეტოქეზე ბევრად ძლიერია, მაშინ მან მეტოქე მოედნიდან უნდა...
ვისაც ეჭვი ეპარება, უბრალოდ უყუროს!
ეს კვლავ ჩემპიონთა ლიგაში მოხდა. კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მორიგ სენსაციურ „ქამბექს“ დაადგა გვირგვინი. F ჯგუფში ოლე გუნარ სულშერის გუნდმა „ატალანტას“ მოუგო. გეხსომებათ კრიშტიანუს გოლი „ვილიარეალთან“, მსაჯის წამატებულ წუთებში. და აი, კვლავ გამარჯვების დარტყმა. ამჯერად 81-ე წუთზე. მანკუნიანელები ბერგამოელებთან 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ შემოატრიალეს — 3:2 მოიგეს. ბედის ირონიაა, რომ ამ შეხვედრის წინ, ყოფილმა თანაგუნდელმა გარი...
ენტონიმ ათეულში შეაბიჯა
„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ 36 წლის ფორვარდმა კარმელო ენტონიმ სტუმრად „ატალანტა ჰოუკსთან“ (114:123) 14 ქულა დააგროვა და ყველა დროის მექულეების ათეულში შევიდა. ენტონის NBA-ში ახლა უკვე 27.318 ქულა ქულა აქვს დაგროვებული. „მელომ“ ტოპ-მექულეებიდან ელვინ ჰეიზი (27.313) გამოაძევა. „ყველა დროის TOP 10-ში მოხვედრა, სულერთია რისი ათეულიც არ უნდა იყოს, განსაკუთრებული ამბავია. არ მინდა, რომ ამ მომენტს ჩვეულებრივად...
პირველად, რაც რონალდუ წავიდა
ჩემპიონთა ლიგაში 70 გოლი დიდებული შედეგია — „ატალანტას” კარში შეგდებული ბურთი ქარიმ ბენზემას კარიერაში სწორედ 70-ე გამოდგა, „რეალმა” კი 3:1 გაიმარჯვა (პირველ შეხვედრაში 1:0 ჰქონდა მოგებული) და ბოლო სამ სეზონში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. 2018 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც „ლოს ბლანკოსმა” ბოლოჯერ მოიგო ლიგა და კრიშტიანუ რონალდუს შეელია, გუნდს მეოთხედფინალში აღარ ჰქონდა ნათამაშევი. ევროპის...
რეალი კაზემიროს გააპროტესტებს
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ბერგამოს “ატალანტა” 1:0 კი დაამარცხა, მაგრამ მსაჯობით უკმაყოფილოა და უეფაში აპელაციის შეტანას აპირებს. საქმე ისაა, რომ ამ შეხვედრაში მადრიდელთა ნახევარმცველმა კაზემირომ ყვითელი ბარათი მიიღო, განმეორებაზე კი გამოჩნდა, რომ კაზემიროს იტალიელთა ფორვარდ დუვან საპატას წინააღმდეგ თამაშის წესები არ დაურღვევია. სხვა დროს “რეალი” ალბათ ასეთ დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა ბარათს,...
რაღასთვის ცხოვრობს რეალი?
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „რეალმა” „ატალანტას” სტუმრად 1:0 მოუგო. ამ ერთ ჩვეულებრივ შეხვედრას წესით მიმოხილვაც არაფრისმთქმელი უნდა ჰქონოდა, მაგრამ შევიხედეთ რა კატალონიური „სპორტის” საიტზე, საინტერესოდ გვეჩვენა, თუ როგორ აღწერენ „მოსისხლე მტრის” გამარჯვებას ბარსელონელი ჟურნალისტები. ვფიქრობთ, ეს მიმოხილვა ზუსტად ასახავს არა „ატალანტასა” და „რეალის” თამაშს, არამედ „ბარსასა” და „რეალის” ურთიერთდამოკიდებულებას: „ისინი ამას რაღაცნაირად ყოველთვის ახერხებენ....
ზლატანის მოსწრებული პასუხი
სერია A-ს ბოლო ტურში „მილანმა” „სან სიროზე” „ატალანტასთან” 0:3 წააგო. ეს ცხადია მოულოდნელი შედეგი გახლდათ, თუმცა 19 ტურის შემდეგ, 43 ქულით, „მილანი” მაინც ლიდერია, ხოლო ბერგამოელები 36 ქულით მე-5 ადგილზე არიან. „ატალანტას” ფეხბურთელთაგან გოლები გაიტანეს არგენტინელმა კრისტიან რომერომ, სლოვენიელმა იოსიპ ილიჩიჩმა და კოლუმბიელმა დუვან საპატამ. საპატამ 77-ე წუთზე თამაშს წერტილი დაუსვა. მატჩის ბოლოს, მილანელები პენალტს...
ჯანმრთელობა და ცოტა ეშმაკობა
დღეს „ლივერპული” ჩემპიონთა ლიგაში „ატალანტას” მასპინძლობს და ამ შეხვედრაში გულშემატკივარი კოვიდმოხდილ მო სალაჰს ელის. თურმე, მერსისაიდელთა ეგვიპტელი ვარსკვლავი მოედანს ასე მალე იმიტომ უბრუნდება, რომ ფეხბურთელთათვის დაწერილ კოვიდრეგულაციებში ლაფსუსია — ერთი ნიუანსი არ არის დაზუსტებული. სალაჰის ბოლო ტესტიდან, რომელმაც დაადასტურა, რომ მას კორონავირუსი აღარ აქვს, ხუთი დღეა გასული. მავანი მედიკოსის მოსაზრებით ეს შეიძლება ცოტაა, მაგრამ საფეხბურთო...
ალალია!
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ იტალიურ „ატალანტასთან“ საოცრება რომ ჩაიდინა და იტალიელებს თამაში 150 წამში შემოუტრიალა, უკვე იცით. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი, ბრაზილიელი ნეიმარი დაასახელეს, რომელმაც განაცხადა, რომ წაგებაზე არც კი ფიქრობდა, გუნდი ერთ ოჯახად იყო შეკრულიო. თუმცა, უფრო საინტერესო ნამატჩევს მოხდა – ნეიმარმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გამარჯვების გოლის ავტორს, კამერუნელ ერიკ ჩუპო-მოტინგს აჩუქა.









