„ბედნიერები ვართ, რომ „ატალანტას’’ მოვუგეთ. კარგად ვიცოდით, რომ მათ ძლიერი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ვფიქრობ ეს ჩვენი დღე იყო. ბურთს ბევრი წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. ვცადეთ ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა და გაგვიმართლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება შესანიშნავია, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა. მთელმა გუნდმა ითამაშა დიდებულად. ეს დღე ყველასთვის ჩინებული იყო’’, ― თქვა „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ატალანტას’’ შეხვედრის...
ჭდე: ატალანტა
მიქაუტაძე (ფაქტობრივად) არ იყიდება!
ესეც ახალი ამბავი: ამ ზაფხულს „ლიონი’’ ყველას შეელევა გიორგი მიქაუტაძის გარდა! მიუხედავად იმისა, რომ რონისპირელები ლიგა 2-ში გაგდებას გადარჩნენ, ფინანსური კრიზისი ფინანსურ კრიზისად რჩება და მისგან თავის დაღწევის საშუალება კვლავ ფეხბურთელების გაყიდვაა. როგორც ფრანგული მედია წერს, ლიონელები ყიდიან ყველას, კორენტენ ტოლისოს, მალიკ ფოფანას თუ ლუკა პერის, თუმცა არის ერთი ფეხბურთელი, რომლის გასხვისებისგანაც მაქსიმალურად შეიკავებენ თავს...
გოგლიჩიძე ატალანტას წინააღმდეგ
„ატალანტამ’’ ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა ― სერია A-ში ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო. საამისოდ ბერგამოს გუნდს შინ „ემპოლისთან’’ 0:2 ჩამორჩენის შემოტრიალება დასჭირდა. 17 ტურის შემდეგ ის „ნაპოლის’’ 2 ქულით უსწრებს და ცხრილის სათავეშია. „ემპოლის’’ სამიდან ორი გოლი მატჩის ბელგიელმა გმირმა, 23 წლის შარლ დე კეტელარემ გაუტანა. მან გამარჯვებისა 86-ე წუთზე შეაგდო. საბა გოგლიჩიძემ კი „ემპოლის’’ შემადგენლობაში...
რასპადორის საკითხი
სატრანსფერო ბაზრის ბოლო ამბებიდან ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის, ანტონიო კონტეს მიერ მივიწყებული ჯაკომო რასპადორის ამბავი იპყრობს. როგორც ირკვევა „ნაპოლის’’ თავდამსხმელის შეძენა ბევრ კლუბს სურს, რომელთაგან ყველაზე მეტად „ატალანტა’’ და „მარსელი’’ აქტიურობენ. მერე მოდის „იუვენტუსი’’, რომელიც ამ ეტაპზე სასურველ ფეხბურთელთა შესახებ ინფორმაციას აგროვებს რათა საიანვრო კანდიდატები ერთმანეთს შეადაროს. ასეთ ვითარებაში, იტალიური მედიის აზრით, ყველაზე სავარაუდო მოთამაშის...
ლუკაკუცენტრიზმის კრიტიკა
იტალიურმა პორტალმა areanapoli-მ „ნაპოლისა’’ და „ატალანტას’’ შეხვედრის შემდეგ ნეაპოლელთა მარცხის ტაქტიკური ანალიზი შემოგვთავაზა და დაწერა, რომ ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით ანუ რიცხვებით თუ ვიმსჯელებთ მეტოქეებმა თანაბრად ითამაშეს, მაგრამ ადამიანის თვალს სხვა შთაბეჭდილება დარჩა და ანგარიშიც 3:0 იყო სტუმრების სასარგებლოდ. პორტალმა გაიხსენა ნეაპოლელთა მწვრთნელის ანტონიო კონტეს მიერ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ნათქვამი, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და გამოთქვა ეჭვი,...
რასპადორი – ფიქრები ატალანტაზე
„ატალანტა’’ ჯაკომო რასპადორის გადაბირებაზე კარგა ხანია ფიქრობს. ბერგამოელებს შეტევის გაძლიერება სურთ. „ნაპოლის’’ მოთამაშე ჯან პიერო გასპერინის ძალიან მოსწონს და იმედი აქვს, რომ ანტონიო კონტე მას შეელევა. ის ხომ რასპადორის ფაქტობრივად არ იყენებს. calciomercato წერს, რომ „ატალანტა’’ ზამთრის სატრანსფერო ბაზრობის დროს აპირებს „პარტენოპეელთათვის’’ ოფიციალური წინადადების გაგზავნას. პორტალი იმასაც წერს, რომ „ატალანტა’’ ფეხბურთელისთვის კარგი ვარიანტია. გუნდს იანვარში...
იმსახურებს კვარაცხელია რასაც ითხოვს?
„ნაპოლიმ’’ „ატალანტასთან’’ 0:3 წააგო. პორტალ areanapoli-ს თქმით ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ სიგნალია. მატჩის წინ ანტონიო კონტემ ზუსტად განსაზღვრა ის ბარიერები, რომელთა გადალახვაც მის ფეხბურთელებს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან შეხვედრაში მოუწევდათ. ის, რომ ბერგამოელები კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესონი არიან, მათ მიერ ევროპის ლიგაში გამარჯვებამ ცხადჰყო. საიტი წერს, რომ ნეაპოლელი გულშემატკივრები და ინსაიდერები, სოციალური ქსელების მომხმარებლები და...
კონტე: კვარა და ლუკაკუ კარგად რომ თამაშობენ მთელი გუნდის დამსახურებაა
ხვალ „ნაპოლი’’ „ატალანტას’’ მასპინძლობს. შეხვედრის წინ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც ბევრ კითხვას უპასეხა მათ შორის ასეთს: – კვარას და ლუკაკუს თამაშით კმაყოფილი ხართ? – ჩემი პრეზენტაციის დღეს ვთქვი, რომ წინა სეზონში „ნაპოლიმ’’ 48 გოლი გაუშვა, მაგრამ ეს მხოლოდ დაცვისა და მეკარის ბრალი არ იყო. ზუსტად ასეა ახლაც: ის რომ კვარა და ლუკაკუ...
ქალღმერთების და გასპერინის წყალობით
„ატალანტამ”, როგორც იტალიურ მედიაში ამოვიკითხეთ, ქალღმერთების დახმარებით 3:0 გაანადგურა „ლევერკუზენი” და უეფას ევროლიგა მოიგო. ეს გახლდათ გერმანული გუნდის პირველი მარცხი 51-თამაშიანი წაუგებელი სერიის შემდეგ. ტრიუმფის მერე „ატალანტას” პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ „სქაი სპორტს” მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ მწვრთნელის ჯან პიერო გასპერინის „ნაპოლიში” შესაძლო გადასვლა უსაფუძვლო ჭორია და მეტი არაფერი. „გიჟური მატჩი იყო. დაუჯერებელი რაღაც მოხდა....
კლოპი კბილის ექიმთან
პეპ გვარდიოლას აქვს ნათქვამი, „ატალანტასთან” თამაში კბილის ექიმთან მისვლას ჰგავსო. ეს რომ მართლა ასეა, ახლა უკვე იურგენ კლოპმაც იცის, რომელიც „ლივერპულთან” დიდ გამომშვიდობებას 22 მაისს დუბლინის „ავივა სთედიუმზე”, ევროლიგის ფინალში გეგმავდა, მაგრამ იცნებას დიდი ჩრდილი მიადგა — ბერგამოელებმა მერსისაიდელებს ლეგენდარულ „ენფილდ როუდზე” მეოთხედფინალის პირველ მატჩში 3:0 მოუგეს. არადა, როგორც ინგლისური პრესა წერს, „ლივერპულის” ფანები ირლანდიის...









