ჭდე: ანდრეა ანიელი

Home ანდრეა ანიელი
ლაკონიურად: 1982
ჩანაწერი

ლაკონიურად: 1982

გულშემატკივარს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ „იუვენტუსის” მეპატრონე არის ანიელების ოჯახი, ხოლო მისი ახლანდელი თავი 48 წლის ანდრეა ანიელი გახლავთ ტურინული კლუბის მმართველთა თავმჯდომარე. სწორედ ანდრეა ანიელიმ დაწერა X-ზე ანუ ყოფილ ტვიტერზე პოსტი, რომელსაც უკვე მილიონ ნახვაზე მეტი აქვს. პოსტი „ინტერის” ორი დღის წინანდელ გაჩემპიონებას მიეძღვნა და, როგორც იტალიაში ამბობენ, „იუვეს” გულშემატკივრებს გული მოფხანა. ზოგადად,...

ვერ გაუგიათ, რომ სუპერლიგა უკვე არსებობს
ჩანაწერი

ვერ გაუგიათ, რომ სუპერლიგა უკვე არსებობს

„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინისთან ურთიერთობა გაიფუჭა და მიზეზი ცნობილია: სუპერლიგის შექმნის მცდელობა. ჩეფერინიმ ანიელის გველიც უწოდა, თაგვიც და სხვა ეპითეტებითაც შეამკო… ანიელის ახლანდელი კომენტარი კი ასეთია: „მშვიდად დაველოდებით ევროპულ სასამართლოს და გავიგებთ, გვაქვს თუ არა სუპერლიგის შექმნის უფლება. ჩეფერინისთან დიალოგი აღარ შემდგარა. შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ფორმულის შეცვლა, მაგრამ რეალურად რა იცვლება...

ფანები: ანიელი, მოკვდი!
ჩანაწერი

ფანები: ანიელი, მოკვდი!

იტალიის სუპერთასი „ინტერმა“ მოიგო, „იუვენტუსს“ დამატებით დროში აჯობა – 2:1. გარდა იმისა, რომ სუპერთასების ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი გავიდა (ალექსის სანჩესი 122-ე წუთზე), იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ პირველი ტიტული მოიგო „ინტერში“ და ეს მისთვის მესამე სუპერთასია: წინა ორი „ლაციოში“ აიღო. თუმცა აქ სხვა ამბავს უფრო შევეხებით. „იუვეს“ ულტრასებს დიდი ბანერი ჰქონდათ გამოტანილი...

ზიდანი თითქმის წასულია
ჩანაწერი

ზიდანი თითქმის წასულია

სწორედ ამგვარ დასკვნას აკეთებენ მედიასაშუალებები, რომლებსაც “რეალის” კულუარებზე წვდომა აქვთ. ფრანგი გუნდიდან იმის მიუხედავად წავა, რომელ ადგილს დაიკავებ გუნდი პრიმერაში. ეს უმთავრესად იმის ბრალია, რომ ზიდანი ფლორენტინო პერესის მხარდაჭერას ვერ გრძნობს. დირექტორთა საბჭოს წევრებს გაუჭირდებათ, ის დარჩენაზე დაიყოლიონ. უკვე იმასაც ამბობენ, რომ ზიზუს ანდრეა ანიელიმ მოუსინჯა კბილი და ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ “იუვენტუსის” გაძღოლას სთავაზობს....

ანიელიმ ჩეფერინს ტელეფონი გაუთიშა
ჩანაწერი

ანიელიმ ჩეფერინს ტელეფონი გაუთიშა

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი და “იუვენტუსის” თავკაცი ანდრეა ანიელი ერთობლივ განცხადებას ამზადებდნენ, რომელშიც იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის რეფორმას დაუჭერდა მხარს. განცხადება 19 აპრილს უნდა გაკეთებულიყო. ჩეფერინმა ანიელის განცხადების ტექსტი გადაუგზავნა, მაგრამ მან შესწორებების შესატანად დრო ითხოვა. ამის შემდეგ უეფას პრეზიდენტის რამდენიმე ზარს ანიელიმ არ უპასუხა. ჩეფერინი ანიელის ერთ-ერთი გოგონას ნათლიაა, მის მეუღლეს დაურეკა და სთხოვა,...

ერთმანეთს აგინეს, ფინალში კი იუვე გავიდა
ჩანაწერი

ერთმანეთს აგინეს, ფინალში კი იუვე გავიდა

ტურინში, იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში, „იუვენტუსმა” და „ინტერმა” 0:0 ითამაშეს. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, მილანში, დასრულდა „იუვეს” გამარჯვებით 2:1 და ორი თამაშის ჯამში, ფინალში „ბებერი ქალბატონი” გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში „იუვენტუსის” მეტოქე იქნება „ატალანტა” ან „ნაპოლი”, რომლებიც ნეაპოლში 0:0-ის შემდეგ, დღეს ბერგამოში ხვდებიან ერთმანეთს. „იუვენტუსისა” და „ინტერის” გუშინდელი მატჩი დაძაბული გამოდგა როგორ მოედანზე ასევე...

ჩურჩულები: პირლომ რონალდუს დაურეკა
ჩანაწერი

ჩურჩულები: პირლომ რონალდუს დაურეკა

ინფორმაცია, მათ შორის ჭორად გავრცელებული, მყისიერად ვრცელდება და მისი უარყოფა გაცილებით რთულია. ეს დაემართა ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოსაც. კლუბის 41 წლის დამრიგებელმა 35 წლის ხელქვეითს უთხრა, ხმებს არ დაუჯერო და ჩემს სამომავლო გეგმებში საკვანძო როლი გაკისრიაო. არადა, გავრცელებული ინფორმაციით, „იუვეს“ მიერ კრიშისთვის დაპირებული ხელფასი აუტანელ ტვირთად იქცა და ანდრეა ანიელი პანდემიურ კრიზისში მობერებული...

იუვე და სარი
ჩანაწერი

იუვე და სარი

ეგ არი. ტურინის „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი გაუშვა. რას ერჩოდნენ? მარტო ანდრეა ანიელიმ იცის. შარშან, სარის როცა ეძახდნენ, რევოლუცია მოსთხოვეს და პირველად ამ საუკუნეში „იუვემ“ შემტევი ფეხბურთი დაიწყო. რა ექნა ამ კაცს? რევოლუციები ერთ წელიწადში ვერ ხდება. კლოპს რამდენი წელი დასჭირდა? პეპმა პირველ წელს რა ჰქნა? სარის აშკარად გადაბერებული შემადგენლობა დაახვედრეს და კიდევ ორი კაცი –...

ქომაგს აპროცენტებენ
ჩანაწერი

ქომაგს აპროცენტებენ

ბევრ ევროპულ ქვეყანაში ჩემპიონატი განახლდა. მართალია, ჯერ უმაყურებლოდ, მაგრამ გულშემატკივარს იმედი აქვთ, მალე დაუბრუნდებიან ტრიბუნებს, თუმც, აგერ, ჩეხეთში „პრჟიბრჟამი“ – „სლავიას“ (0:1) შეხვედრას ის 300 მაყურებელი ესწრებოდა, რომელებიც აბონემენტბით სარგებლობენ. გულშემატკივარი მთელი მატჩის განმავლობაში ემოციურად უჭერდნენ მხარს საკუთარ გუნდს, რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება ტრიბუნებზე მაყურებლების დასწრება და ალბათ, საინტერესო უნდა...

აჯანყებისთვის კარგი დრო დადგა
ჩანაწერი

აჯანყებისთვის კარგი დრო დადგა

ევროპის სუპერლიგის შექმნის გეგმა ხომ გახსოვთ? ბობოლა კლუბთა ზე-ეროვნული ჩემპიონატის იდეა შარშან ფიფამ და უეფამ თითქოს აღგავეს, მაგრამ დღეს, როდესაც covid 19-მა ტრადიციულ საფეხბურთო ბიზნესს ზვავივით გადაუარა, „სეპარატისტებს” ხელახლა გაეხსნათ ხელ-ფეხი. ისინი ამბობენ, რომ ასეთ ხელსაყრელ დროს ვეღარ ნახავენ. შესაძლოა, სუპერლიგის შექმნას ზოგიერთი სუპერკლუბიც ცდილობს, მაგრამ ამ ისტორიაში კლუბები მთავარი მოთამაშეები არ არიან. მათზე მეტად...