ჭდე: აიაქსი

Home აიაქსი
ჩანაწერი

გმადლობთ ფეხბურთო!

„ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია! „ლივერპულის” კვალდალვალ კიდევ ერთმა ინგლისურმა კლუბმა ჩაიდინა სასწაული და ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე წარმოუდგენელი თამაში შემოატრიალა (2:3). ლონდონელთაგან სამივე გოლი 26 წლის ბრაზილიელმა ლუკას მოურამ გაიტანა. თან, მესამე — 96-ე წუთზე, მსაჯის წამატებულ დროში. და „სფურზის” არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მუხლებზე დაეცა. მან ცრემლი ვერ შეიკავა. ხუმრობა ხომ არ...

ჩანაწერი

დაღვინებული რომანტიკა

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მივეჩვიეთ, რომ „აიაქსი“ თავზეხელაღებულად შემტევი გუნდია… მივეჩვიეთ, რომ გაუშვებს, მაგრამ მაინც სხვაზე ერთით მეტს გაიტანს… მივეჩვიეთ, რომ ეს გუნდი უტევს ყველაზე ლამაზად და თავს იცავს ისე, როგორც გამოუვა… „ტოტენჰემთან“ ნახევარფინალში კი სულ სხვა „აიაქსი” ვნახეთ – დაღვინებული გუნდი, რომელმაც საკუთარი კარის გასაღები მეტოქეს საიმედოდ დაუმალა. თან როგორ მეტოქეს?! „ტოტენჰემს“ აქამდე ჩემპიონთა...

რონალდუ თანაგუნდელებს თრგუნავს
ჩანაწერი

რონალდუ თანაგუნდელებს თრგუნავს

„იუვენტუსმა” მორიგი სკუდეტო მოიპოვა, მაგრამ „ბებერი ქალბატონის” ზეიმს მაინც მწარე გემო ახლდა — ტურინელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავარდნენ. ყველასთვის მოულოდნელად ისინი შეჯიბრებიდან „აიაქსმა” გამოთიშა. და იტალიურ მას-მედიაში სერია A-ს ჩემპიონობაზე მეტად სწორედ ამსტერდამის ახალგაზრდულ გუნდთან გამოვარდნაზე ლაპარაკობენ. მრავალ ექსპერტს თავისი ხმა ლეგენდარულმა მარკო ტარდელიმაც შეაშველა. მარკო ტარდელის „იუვენტუსში” ათი სეზონი აქვს ნათამაშები (1975-1985) და თუკი ვინმე...

პარიზის დისნეილენდის საოცრებები
ჩანაწერი

პარიზის დისნეილენდის საოცრებები

„რეალი“-„აიაქსის“ შემდეგ თუ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე კიდევ რამე გაგვაოცებდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო. ეს უკვე სენსაციის ჩარჩოებსაც სცდება და პუნქტობრივად გეტყვით, რატომ… 1. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სულ 34-ჯერ მოხდა, რომ პირველ შეხვედრაში მასპინძელი ორი ან მეტი ბურთით დამარცხდა. აქამდე ამ დეფიციტის აღმოფხვრა და შემდეგ ეტაპზე გასვლა არავის მოუხერხებია. სულშერმა შეძლო. 2. სულშერმა პარიზში მოისაკლისა:...

ყვითელი ბარათი მიიღო, ეს მეტოქე მაინც გავლილიაო
ჩანაწერი

ყვითელი ბარათი მიიღო, ეს მეტოქე მაინც გავლილიაო

გახსოვთ, რა ქნა „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ამსტერდამში? განზრახ მიიღო ყვითელი ბარათი, აქაოდა „აიაქსთან” საქმე უკვე გაკეთებული გვაქვს („რეალს” 2:1 ჰქონდა მოგებული) და ჯობს საპასუხო თამაში გამოვტოვო, ვიდრე დამოკლეს მახვილივით დაკიდებული ყვითელი ბარათი, იქით, უფრო ძლიერ გუნდებთან გადამყვესო. უეფამ „რეალის” გამარჯვებაში დარწმუნებულ რამოსს ყვითელი ბარათის განზრახ მიღებისთვის (ეს პრეს-კონფერენციაზე თავისი პირით აღიარა) ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა,...

რამოსის განზრახ ყვითელი
ჩანაწერი

რამოსის განზრახ ყვითელი

სერხიო რამოსმა ფაქტობრივად აღიარა, რომ „აიაქსთან” შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი ძალად მიიღო. შეგახსენებთ, რომ  „რეალმა” ამსტერდამში 2:1 მოიგო და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. მთავარი ევროპული შეჯიბრების მოქმედმა გამარჯვებულმა რომელიც ზედიზედ მეოთხე ტრიუმფისთვის იბრძვის, ქარიმ ბენზემასა და მარკო ასენსიოს გოლების წყალობით აჯობა ჰოლანდიის სახელოვან გუნდს, რომელთა მხრიდან ჰაკიმ ზიეჩმა შეაგდო. და როდესაც თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთი...

ჩანაწერი

„ბაიერნს” „ლივერპულთან” შანსი არ აქვს

„ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ წილსყრა სხვა ჯგუფების პირველადგილოსნებს აარიდებს. მეორე მხრივ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფლეი-ოფში მას სუსტი მეტოქე შეხვდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს ისეთმა გუნდებმა, როგორებიც არიან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „რომა”, „ლიონი”, „ატლეტიკო” და „ლივერპული”. „შპორტ ბილდის” აზრით ჩამოთვლილთაგან ყველაზე სახიფათო...

ჩანაწერი

თავში პანღური და სხვა დაძაბულობები

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ყველაზე დაძაბული მატჩი ამსტერდამში გაიმართა. „აიაქსმა” და „ბაიერნმა” 3:3 ითამაშეს. შედეგად, გერმანულმა კლუბმა E ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა, ჰოლანდიური კი მეორეზე გავიდა. შეხვედრის დრამატულობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ექვსი გოლიდან ბოლო სამი 87-ე, 90-ე და მსაჯის მეხუთე წამატებულ წუთებზე გავიდა. აქედან ორი (87-ეზე და 90-ზე) ბავარიელებმა გაიტანეს, ხოლო...

აღმზრდელი!
ჩანაწერი

აღმზრდელი!

საფეხბურთო აკადემიები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. 21-ე საუკუნეში ისინი საკლუბო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდა. ადრე ვიცოდით „აიაქსის“ ლეგენდარული აკადემიის შესახებ, რომელიც ვარსკვლავების სამჭედლოდ ითვლებოდა. მერე მათ სხვებმაც მიბაძეს და ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სოკოებივით მომრავლდნენ. ახლა ყველა მეტ-ნაკლებად თავმოყვარე კლუბს თავისი აკადემია აქვს. აგერ, ინგლისის 17 წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც შარშან  მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო....

აიაქსი ახალ წელს ახლით შეხვდება
ჩანაწერი

აიაქსი ახალ წელს ახლით შეხვდება

„აიაქსის“  მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გახდა, რომელიც მანამდე „უტრეხტს“ თავკაცობდა. 47 წლის ტენ ჰაგმა მარსელ კეიზერი შეცვალა, ვინც ამსტერდამულ კლუბში ოდენ ექვსი თვე გაატარა. კეიზერის  ხელქვეით „აიაქსი“ ჯერ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა – „ნიცასთან“ დამარცხდა, მერე კი უეფას ევროპის ლიგის ჯგუფსი ჩარჩა. ერიკ ტენ ჰაგი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა „იგლზში“ ( 2012-2013 ), მერე მიუნხენის...