ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგა ისვენებს და ახალგაზრდების ჩემპიონთა ლიგისთვის ყურადღება მეტი დაგვრჩა. ამჯერად გმირი დან რიზიგერი გახდა – ჰოლანდიური „აიაქსის“ ახალგაზრდული გუნდის მეკარე. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში საქმე პენალტების სერიამდე მიდიოდა და 93-ე წუთზე მოედანზე რიზიგერი შეუშვეს. კიპერმა სამი პენალტი მოიგერია, მაგრამ სერია მერვე დარტყმამდე მივიდა. დანი გაბრაზდა, თანაგუნდელებს ვეღარ ენდო, გადამწყვეტი პენალტი თავად დაარტყა და...
ჭდე: აიაქსი
ზიეში – ამსტერდამიდან ლონდონში
მაროკოელი ჰაკიმ ზიეში გადაბირებას ჯერ კიდევ წინა სეზონის დასრულების შემდეგ არაერთი ევროპული გრანდი ცდილობდა, „აიაქსის“ გულშემატკივრებიც ალბათ უკვე შეგუებულნი იყვნენ მის წასვლას, მაგრამ ბევრის გასაკვირად ის გუნდში დარჩა. როგორც გაირკვა, არც ისე დიდი ხნით, თუმცა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, 26 წლის ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი ამსტერდამული კლუბისთვის გაირჯება და „აიაქსსაც“ ვალმოხდილი დატოვებს. ჰაკიმ ზიეში ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი...
ვილიანმა სარი იცის
„იუვენტუსს” „ჩელსისგან” 31 წლის ვილიანის წაყვანა სურს. ბრაზილიელს ჯერ კიდევ არ დაუდია დასავლეთლონდონელებთან ერთწლიანი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სეზონი ასე დამთავრდება, ის თავისუფალი აგენტი გახდება. რატომ არ აწერს გარემარბი „ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს ხელს? იმიტომ, რომ ორწლიანი უნდა. „ჩელსიც” ფიქრობს, მაგრამ ამასობაში „იუვე” სიტუაციას აკვირდება. არსებობს დაბრკოლებაც. ვილიანს მაურიციო სარისთან მუშაობა არ მოსწონს. იტალიელი...
თქვენი სახელი? ფეიენოორდი, გენაცვალე…
ქართველებს (განსაკუთრებით ლიხსიქით) უცნაური სახელებით ვერ გაგვაკვირვებ. ოლიმპიადა, ლენსტალბერი, ავეჯი, ელშუქი და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი უცნაურობა გაგვიგია, მაგრამ ერთი ჰოლანდიური წყვილის ფანტაზია ყველა საზღვარს გასცდა. მათ გადაწყვიტეს, შვილისთვის საყვარელი კლუბის სახელი დაერქმიათ. ფეიენოორდი ცუდად არ ჟღერს, მაგრამ თურმე ჰოლანდიაში მოქმედი კანონი “მიუღებელი” სახელების დარქმევას კრძალავს. როტერდამიდან ბელგიამდე, სადაც მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს, სულ 100...
რუნი ქინქლაძის ნაკვალევზე
ინგლისურ ფეხბურთთან წლინახევრიანი განშორების შემდეგ უეინ რუნი კუნძულზე დაბრუნდა და პირველივე შეხვედრაში „დერბი ქაუნთის“ კაპიტნის სამკლავურით შეუძღვა მოედანზე. მისმა გუნდმა „ბარნსლი“ 2:1 დაამარცხა, ახალგამომცხვარმა კაპიტანმა კი საგოლე პასი მიითვალა. უეინმა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა, სამი ართმევა გაახერხა და რამდენჯერმე მსაჯსაც ეკამათა. მოკლედ, ისევ ის რუნია. მან 32 ნომერი აირჩია, რაც თავიდან საბუკმეკერო კანტორა 32 RED-ის...
კრიშტიანუ დე ლიხტი
ფეხბურთის ყურება რომ დაიწყო, კრიშტიანუ რონალდუს მაისურა აჩუქეს. პირველი საფეხბურთო სიყვარულიც, კუმირიც და მოტივაციაც სწორედ პორტუგალიელი გახლდათ. ოცნებობდა, გამხდარიყო ისეთივე წარმატებული, როგორიც ლეგენდარული შვიდიანია, ახლა კი მისი თანაგუნდელი ხდება. მატიას დე ლიხტი „ღმერთის შვილების“ ერთ-ერთი წარჩინებული კურსდამთავრებულია. დიახ, „აიაქსის“ იმ საფეხბურთო სკოლის, რომელიც ფენიქსივით მარადიულად ხელახლა აღდგება ხოლმე და ათ წელიწადში ერთხელ ისეთ გუნდს შეკრავს,...
ბარსელონას გაძარცვას უპირებდნენ
„ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი „აიაქსიდან” მატეის დე ლიხტის შეძენა იყო და თავად ჰოლანდიელ მცველსაც კატალონიის დედაქალაქზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონმა პროცესი შეაჩერა. მიზეზი: დე ლიხტში არაადექვატური ფულის გადახდა უწევს. როგორც ესპანური პრესა წერს, ახლა „აიაქსის” კაპიტანთან „იუვენტუსი” და „პარი სენ ჟერმენი” აწარმოებენ მოლაპარაკებებს. დავუბრუნდეთ თანხებს: როდესაც „ბარსამ” დათვალა და აღმოაჩინა, რომ...
ვითომ სწორად მოიქცა ფრენკი დე იონგი?
დიდი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუის ვან გაალი არ გამორიცხავს, რომ ფრენკი დე იონგი შეცდა, როდესაც „ბარსელონაში” გადასვლა გადაწყვიტა. 22 წლის ნახევარმცველი „კამპ ნოუზე” „აიაქსიდან” 75 მილიონ ევროდ გადადის. „მანჩესტერ იუნაიტედის”, „ბაიერნის”, „ბარსელონას”, „აიაქსის” „ალკმაარისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცის აზრით დე იონგის ასაკში გუნდის გამოცვლა ცოტა ნაადრევი იყო. „ვფიქრობ, მას „ბარსელონაში” გაუჭირდება, — უთხრა ვან გაალმა...
აიაქსის 19 წლის კაპიტანი
2017 წლის მარტში ჰოლანდიის ნაკრებიდან მწვრთნელი დანი ბლინდი დაითხოვეს. მას ბულგარელებთან მარცხი არ აპატიეს. ბლინდმა იმ შეხვედრაში დაცვის ცენტრი 17 წლის მატეის დე ლიხტს ანდო, ბიჭუნამ კი უხეში შეცდომები დაუშვა, რასაც ჰოლანდიელთა კარში ორი გოლი მოჰყვა… პირველმა ფიასკომ ვერ გატეხა მატეისი. 19 წლისა „აიაქსის“ კაპიტანია და ეს მაშინ, როცა გუნდში ისევ თამაშობს კლას იან ჰუნტელაარი....
მწვრთნელი, რომელიც ტირის
დასანანი იყო „აიაქსი“… რომ არა დამატებული დროისთვის დამატებული წუთი, ამსტერდამელები ფინალში იყვნენ და ვერავის დასცდებოდა, რომ დაუმსახურებლად. მერე უკვე „ტოტენჰემს“ შევიცოდებდით. ფინალში ლონდონელები გავიდნენ იმაზე არანაკლებ გიჟური ფეხბურთის ხარჯზე, ვიდრე ერთი დღით ადრე ვიხილეთ. კიდევ ერთი მსგავსება ორ განმეორებით ნახევარფინალს შორის: ერთმა მწვრთნელმა აშკარად დაჩაგრა მეორე. არავითარი ლუკას მოურა. მატჩის გმირი მაურიციო პოჩეტინოა. მოკლედ ვთქვათ,...







