ძვირფასო დინამო თბილისო, აიაქსის დიდი ოჯახის სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა თქვენი საკლუბო ისტორიის გამორჩეულ თარიღთან – დინამო თბილისის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი არა მხოლოდ კლუბის სპორტულ მიღწევებს აღნიშნავს, არამედ ასახავს მის კულტურულ გავლენას და უდიდეს მნიშვნელობას. დინამო თბილისის მდიდარი ისტორია, ერთგული გულშემატკივრები და სრულყოფილებისკენ დაუღალავი სწრაფვა, კლუბს წარმოაჩენს როგორც...
ჭდე: აიაქსი
ჰენდერსონი აიაქსს მიუახლოვდა
საუდის არაბეთის „ალ-იტიფაკის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლასთან ახლოსაა. 33 წლის ნახევარმცველი საუდურ კლუბთან წასვლაზე შეთანხმდა. ჰენდერსონი მალე დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება, სადაც „აიაქსში“ გადასვლის საკითხს დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ნიდერლანდური კლუბი ერთ ნაბიჯშია 33 წლის ჰენდერსონთან პერსონალური კონტრაქტის პირობების შეთანხმებამდეო. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ყველა ტურნირზე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ხუთი საგოლე...
საუდეთი უკვე მობეზრდათ…
„აიაქსის“ მწვრთნელმა ჯონ ვანტ სხიპმა განაცხადა, რომ ამსტერდამული კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს საუდური „ალ-იტიფაკისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის ჯორდან ჰენდერსონის ტრანსფერის თაობაზე. „სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჰენდერსონთან. მას ჯერ კიდევ სჭირდება საუდის არაბეთში გარკვეული საქმეების მოგვარება. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო ამ ტიპის მოთამაშეების გამოყენება. ამით პარტნიორებიც ისარგებლებდნენ, – თქვა ვანტ სხიპმა. შეგახსენებთ, რომ ჰენდერსონი...
გიორგი უკან წავიდა
„აიაქსი“ და „მეცი“ შეთანხმდნენ – გიორგი მიქაუტაძე ექვსთვიანი იჯარით, ფრანგულ კლუბში დაბრუნდება, – ინფორმაციას ამსტერდამელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს. შეთანხმების თანახმად, სეზონის ბოლოს „მეცს“ შეეძლება მიქაუტაძის ტრანსფერი გამოისყოდოს. 23 წლის თავდამსხმელს „აიაქსთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ზაფხულში „მეციდან“ „აიაქსში“ დაახლოებით 19 მილიონ ევროდ გადავიდა, მისი დებიუტი ამსტერდამში 2023 წლის 3 სექტემბერს...
მეცში გავუმკლავდი, აიაქსშიც შევძლებ…
„დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გამოცხადდა. „აიაქსის“ ფორვარდმა სანაკრებო მატჩებზე და საკლუბო ამბებზე ისაუბრა. „მომავალ თამაშებისთის მზად ვართ და არც მოტივაცია გვაკლია. ამ შეხვედრებს პლეი ოფისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. „აიაქსში“ ვარჯიშებზე და თამაშებზე ბოლომდე ვიხარჯები, დამატებითაც ვვარჯიშობ. ჩემი ოჯახიც ჩემთან ერთადაა და ეს მაძლიერებს....
მეკარის შემაძრწუნებელი ტრავმა
გიორგი მიქაუტაძის „აიაქსისა” და „ვაალვიკის” შეხვედრა შეწყდა, რადგან მასპინძელთა ანუ „ვაალვიკის” მეკარემ ეტიენ ვაესენმა 84-ე წუთზე („აიაქსი” 3:2-ს იგებდა) შემაძრწუნებელი ტრავმა მიიღო. ვაესენი ამსტერდამელ ბრაიან ბრობეისთან შეჯახების შემდეგ გონებადაკარგული დაეზღერთა მიწაზე. შეშფოთებულმა ფეხბურთელებმა დაუყოვნებლივ უხმეს ექიმებს. 28 წლის მეკარე გაუნძრევლად იწვა. სამედიცინო ჩარევა სასწრაფოდ რომ იყო საჭირო ვაესენის თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ჰენკ ფრეიზერის შეშლილი სახეებითაც...
აბა, წარმატებები, ჟორჟ…
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ შემტევი კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს. როგორც ცნობილი გახდა, ნიდერლანდელები ჩვენიანი თავდამსხმელის სანაცვლოდ მეცს 18 მილიონ ევროზე და 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდნენ… ტრანსფერის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმც ამბავი იახლოეს საათებში უნდა გაოფიციალურდეს… შეგახსენებთ, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და კლუბებმა ტრანსფერიც იქამდე უნდა დახურონ…გიორგი ხვალ ამსტერდამში სამედიცინო შემოწმებას გაივლის…...
ბაიერნი – მამარდაშვილი: კონტრაქტი მალე იქნებაო
გაუთვალისწინებელი თუ არაფერი მოხდა, გიორგი მამარდაშვილი მალე მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება. მისი „ბაიერნში“ გადასვლის ამბავი ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. საქმე მარტივადაა: მიუნხენელები, დღესდღეობით ნომერ პირველ მეკარე იან ზომერს 99 პროცენტიანი ალბათობით მილანის „ინტერს“ დაუთმობენ, კონტრაქტს გიორგის გაუფორმებენ. ამ ინფორმაციით უკვე აჭრებულია ევროპული პრესა. ამჟამად, სწორედ მამარდაშვილის აგენტთან მიმდინარეობს მუშაობა და თითქმის ყველა საკითხი მოგვარებულია. საუბარია „ბაიერნი“ –...
მამარდაშვილი იყიდებაო…
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „ვალენსია“ დატოვოს. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა, 22 წლის მეკარის გაყიდვით მინიმუმ 25 მილიონი ევროს მოგებას გეგმავს. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მეკარით: „იუვენტუსი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“ დაინტერესდნენ. გიორგის მოქმედი კონტრაქტი „ვალენსიასთან“ 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ღამურების” შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა,...
ნეაპოლელი ხულიგნები დასაჯეს
DASPO არის იტალიური მართლმსაჯულების ზომა, რომელიც სპორტში, კერძოდ კი ფეხბურთში ხულიგნობის თავიდან აცილების მიზნით, კანონის დარღვევაში შემჩნეული ადამიანების საჯარო თავშეყრის ადგილებიდან მოკვეთას ნიშნავს. იტალიასა და მთელს ევროპაში ამას 1985 წლის 29 მაისის შემდეგ მიმართეს, როდესაც ბრიუსელში, „ეიზელის” სტადიონზე, ჩემპიონთა თასის ფინალში, „ლივერპულისა” და „იუვენტუსის” შეხვედრის წინ ინგლისელმა ფანებმა იტალიელებზე იერიში მიიტანეს, ტრიბუნა ჩაინგრა და 32...









