დავით ნინიაშვილმა სეზონში მე-3 ლელო გაიტანა, თანაც ეს თავის ყოფილ კლუბთან – „ლიონთან“ შეხვედრაში მოახერხა. პრო დ2-ში ერთადერთი ქართული ლელოს ავტორი კი გამოცდილი ბურჯი ომარ ოდიშვილი გახლდათ, რომელმაც პროფესიულ კარიერაში სულაც პირველი ლელო იზეიმა. და კიდევ თედო – აბჟანდაძემ კვლავ იჩუბინა, თავის „ორიაკს“ 13 ქულა შესძინა, თუმცა განადგურებისგან ვერ იხსნა. ტოპ 14 ნინიაშვილის ამჟამინდელი კლუბი...
კატეგორია: დავთარი
წუთში ორი გოლი
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა, უფრო ზუსტად „დილამ“ წინა ტურში დაკარგული პირველობა დაიბრუნა. გორელებმა ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს „გაგრას.“ თან ხუთივე მეორე ტაიმში. დუბლი მიითვალეს კონგოელმა დეო ბასინგამ და ისრაელელმა აბდალა ხლაიხალმა. ამ ტურში კიდევ ორი ორგოლა შესრულდა: გარეჯელმა ნიკოლოზ გალახვარიძემ „ბათუმთან“ იყოჩაღა, სამგურალელმა გიორგი ფანცულაიამ – „დინამოსთან.“ სხვათა შორის, ეს ფანცულაიას მეოთხე...
გორგაძე ტურის სიმბოლურში
პირველი შეხედვით, ანუ სტატისტიკური კუთხით, ტოპ 14-ის გასული ტური უშედეგო იყო ქართული ლეგიონისთვის, თუმცა ტურის მთავარ მატჩში ბექა გორგაძის თამაში ბევრ რამედ ღირდა. პრო დ2-ში კი, უკვე ტრადიციულად, ქართველთა გამორჩეულობა გასულ უქმეებზეც თვალშისაცემი გახლდათ. ტოპ 14 მე-7 ტურში გამორჩეული მატჩი, ცხადია, ლიდერების ჯახი იყო – „პო“ საფრანგეთის მოქმედ სარაგბო ჩემპიონ „ტულუზს“ მასპინძლობდა. ყველასთვის მოულოდნელად, ბასკებმა...
გარეჯმა ლიდერი შეცვალა
ეროვნულ ლიგაში მეოთხე წრე დაიწყო და ლიდერიც შეიცვალა. „დილა“ ოთხი ტურის განმავლობაში პირველობდა, მაგრამ ამჯერად მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „გარეჯთან“ დამარცხდა და ლიდერობა ისევ „იბერიას“ დაუთმო, რომელმაც სტუმრად „თელავი“ დაამარცხა. გორელები 2:0 უგებდნენ გარეჯელებს და თამაშის დამთავრებამდე 20 წუთი რჩებოდა, როცა კახელებმა იძალეს და სამი ბურთი გაუტანეს მეტოქეს. შთამბეჭდავი „დაბრუნება“ გამოვიდა, ეგრეთ წოდებული „ქამ ბექი.“ „გარეჯი“...
მსოფლიო ჩემპიონატი ოცნებად დარჩა…
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ფინალის ტოლფასი იყო. თუმცა, ვილი სანიოლის გუნდმა იზმითში კოშმარულად ითამაშა და თურქეთთან 1:4 წააგო. ვინჩენცო მონტელას გუნდის უპირატესობა დასაწყისშივე გამოიკვეთა და მასპინძლებს 35-ე წუთზე საქმე მოლეული ჰქონდათ. თურქებმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს: აბდულქერიმ ბარდაქჩის პასის შემდეგ, ქენან ილდიზი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თურქ შემტევსაც გოლის...
ნინიმ პარიზი გადარია
დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მე-6 ტურში ისეთი ლელო გაიტანა, მთელი საფრანგეთი რომ აალაპარაკა. მისი „ლა როშელისა“ და „სტად ფრანსეს“ შეხვედრაში თავი პარიზელთა ბურჯმა გიორგი მელიქიძემაც გამოიჩინა. ტოპ 14 პარიზში „სტად ფრანსემ“ „ლა როშელს“ უმასპინძლა. მთელი თამაშის განმავლობაში ხან ერთი გუნდი იგებდა, ხან – მეორე და პარიზელები პირველად ხსენებულმა მელიქიძემ დააწინაურა, რომელმაც 37-ე წუთზე სეზონში თავისი...
აშშ და მუნდიალი-2026
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ცდას არ აკლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ამთავითვე დიდებულ მოვლენად რომ არ წარმოაჩინოს. ის მართალია სამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეტწილად აშშ-ში გაიმართება და არა მექსიკაში ან კანადაში. „ჩვენ მსოფლიოს ამერიკაში ჩავიყვანთ. მსოფლიოს უყვარს შეერთებული შტატები’’, ― თქვა ამასწინათ ინფანტინომ, მაგრამ BBC წერს, რომ რაც უფრო ახლოვდება მუნდიალი, მით უფრო მატულობს...
ვულკანური ახალაძე
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში ბორჯღალოსანმა გიორგი ახალაძემ მორიგი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ის მე-6 ტურში ქართული ღირსშესანიშნაობების მთელი კასკადი დაფიქსირდა. სასიამოვნო ცნობა ინგლისიდანაც მოვიდა, სადაც ლუკა ივანიშვილს პრემიერშიპში დებიუტი ჰქონდა. ტოპ 14 „კლერმონმა“ ლიგაში დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „მონტობანს“ უმასპინძლა და ანომალიური ანგარიშით დაამარცხა – 84:31. „ვულკანების“ ლელოთა ორნიშნა რიცხვში თავისი წვლილი გიორგი ახალაძემაც...
დარჩა მეოთხე…
ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ყველა მატჩი ერთ დღეს ჩატარდა. 27-ე ტურში ლიდერებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. „დილამ“ კაცნაკლულ „დინამოსთან“ 0:2 წააგო. ეს გორელების პირველი მარცხი გახლდათ ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ. გორელების უახლოესმა მდევარმა „იბერიამ“ კი 3:1 მოუგო „გაგრას.“ ახლა გორელებს 59 ქულა მოუგროვდათ და გათამაშების ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად...
კვაჭთა უქმეები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-4 ტურში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობა იყო – 7 მატჩში 17-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პრო დ2-ში ქართველთა რიცხვი თითქმის რეკორდული იყო – 25! გარდა ამისა, ინგლისში სტარტი პრემიერშიპმა აიღო და ბაჩუკი ჭუმბაძის ინგლისური დებიუტიც შედგა. ტოპ 14 ქართველთაგან ამ ტურში ქულების დაგროვება მხოლოდ გელა აფრასიძემ მოახერხა: „პერპინიანის“ ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა...









