ერთა ლიგის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, თუმც C დივიზიონში უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი და ყაზახეთი დაწინაურდნენ და გაისად უკვე B დივიზიონში ითამაშებენ. ახლა გასარკვევია, ამ ოთხეულიდან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვინ მოიპოვებს. დებულების თანახმად, ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთში ჯერ ნახევარფინალებს, შემდეგ კი, ფინალს ითამაშებენ. გუნდები დაგროვილი ქულების მიხედვით ერთმანეთს ჯვარედინი სისტემით შეხვდებიან: ოთხეულში...
კატეგორია: დავთარი
გმადლობთ, მაესტრო !
როჯერ ფედერერმა კარიერა მარცხით დაასრულა, მაგრამ ჩოგბურთიდან გამარჯვებული წავიდა. 41 წლის შვეიცარიელმა თქვა და შეასრულა – ფედერერმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ „ლეივერის თასის“ დასრულების შემდეგ კარიერას დაამთავრდებდა. ჰოდა, დაამთავრა. ლონდონის საგამოფენო ტურნირზე ფედერერმა ბოლო მატჩი წყვილებში ესპანელ რაფა ნადალთან ერთად ჩაატარა, მაგრამ საჩოგბურთო ლეგენდების წყვილმა ვერაფერი გააწყო ამერიკელებთან – ფრენსის ტიაფოსთან და ჯეკი სოკთან...
საქართველოს ნაკრების ციფრული სურათი
გთავაზობთ ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც სტატისტიკურ-ანალიტიკურმა ვებ გვერდმა sofascore.com-მა გამოაქვეყნა. გიორგი მამარდაშვილი 8.6 ითამაშა 90 წთ; მოიგერია 6 დარტყმა; საჯარიმოს გარედან დარტყმა მოიგერია 2-ჯერ; ბურთთან შეხება – 40; ზუსტი პასი/სულ პასი – 18/26 (69%); გრძელი...
შარშანწინდელიც კი გვახსოვს…
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას უმასპინძლებს. ჩვენებმა 0:4 თუ არ წააგეს, ჯგუფში ლიდერად დარჩებიან. პირველობას კი მაიშინ გაინაღდებენ თუ ბოლო ტურში, გიბრალტარში თავს არ შეირცხვენენ. თუმც გიბრალტარზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ჯერ ჩრდ. მაკედონიასთან არის საქმე გასარკვევი – ჩრდ. მაკედონია კი რა გუნდია და რა ანგარიშები აქვს 23 სექტემბრის მეტოქესთან საქართველოს ნაკრებს, ვფიქრობთ,...
გიგაშვილმა ვულკანები დაალელოვა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა გიგაშვილმა სეზონში პირველი ლელო მიითვალა. „ტულონის მარჯვენა ბურჯმა „კლერმონთან“ საშინაო მატჩის 35-ე წუთზე „ვულკანების“ ჩათვლის მოედანი დალაშქრა და თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ „ტულონმა“ 30:29 მოიგო და კლერმონელებს პრემიალური ქულა გაატანა. გიგაშვილმა პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ზედიზედ მეორე მატჩში 20 წლის გიორგი ძმანაშვილი გამოჩნდა, რომელმაც გასინბინებული პირველხაზელი...
მამარდა !!!
1993-94 წლების სეზონის შემდეგ, მეორედ საქართველოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე გახდა. გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვით, 2021-22 წლების სეზონის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელსაც პრიზი ილია ბაბუნაშვილმა გადასცა. დაჯილდოება „სტამბაში“ შედგა. დამსწრეთა შორის იყვნენ – ჩვენი პარტნიორი თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტარები, გულშემატკივრები, ბიზნესმენები და ცხადია, ჟურნალისტები… „სარბიელმა“ 75 სპორტული...
სეზონის კაცი
წლეულს, ისევე როგორც შარშან, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად საუკეთესო დებიუტანტიც გამოვავლინეთ და ექსკლუზიურად დამზადებული პრიზიც გადავეცით (ხვედელიძის ფიგურა ბაადურ წულაძის ცნობილი ფილმიდან „ფეოლა“). წლეულს, ჩვენი პარტნიორი თბილისის მერია გახლდათ, რისთვისაც მადლობაც ალალი იყოს. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვას 1992-1993 წლების სეზონიდან ვატარებთ, 2008 წლის შემდეგ კი „ლიდერბეთთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვადგინეთ. წლევანდელ გამოკითხვაში 75 სპორტული ჟურნალისტი...
ორი ლელო ორიაკისგან
საფრანგეთის სარაგბო ლიგა პრო დ2-ში ტური არ გავა ისე, რომ ქართველებმა ლელო არ გაიტანონ. პირველ ტურში თავი „ორიაკის“ ბორჯღალოსანმა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ გამოიჩინა, ერთი კვირის წინ იგივე კლუბის უკანახაზელმა გიორგი გოგოლაძემ დადო ლელო, ხოლო გასულ ტურში კვლავ „ორიაკის“ შემადგენლობაში ერთბაშად ორმა ბორჯღალოსანმა დაამიწა ბურთი მეტოქე „მასის“ ჩათვლის მოედანზე. „ორიაკმა“ 36:29 მოიგო და შეხვედრის 49-ე წუთზე...
ვარაუდი კომენტარებში…
ორშაბათს, 19 სექტემბერს, „სარბიელი“2021-22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს დააჯილდოებს. გამოკითხვაში, რომელიც მაისში ჩატარდა, მონაწილეობა სამოცდათხუთმეტმა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო. ყველამ ჩამოწერა სამი საუკეთესოს მისეული ვერსია. ტრადიციისამებრ, პირველი ადგილისთვის დაირიცხა 3 ქულა, მეორე ადგილისთვის —2 და მესამე ადგილისთვის — 1. გამარჯვებული ხმების უბრალო დათვლით გამოვლინდა. შეგახსენებთ, რომ „სარბიელის“ გამოკითხვა 1992-93 წლების სეზონიდან იღებს სათავეს და მას არასდროს...
ვინ, თუ არა ნინიაშვილი?!
დავით ნინიაშვილი ქართული და მსოფლიო რაბის ამომავალი ვარსკვლავი გახლავთ და მისი თამაშის ზეაქტიური სტილიდან გამომდინარე, 20 წლის უკანახაზელისგან ყოველ მატჩში ლელოებს თუ არა, ერთ ლელოს მაინც ელიან ხოლმე. ჰოდა, თუ პირველ ტურში მას ხელი მოეცარა, რადგან კარიერაში პირველად იდგა თავისთვის უჩვეულო, 14 ნომრის პოზიციაზე, მეორე ტურში ამ ამპლუაში თავს უკვე როგორც თევზი წყალში გრძნობდა. ლიონში...









