კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ლელოები და სიმბოლური
ჩანაწერი

ლელოები და სიმბოლური

ევროპული ქვეყნების სარაგბო ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ბოლოსკენ ამ ტურნირების რეგულარული პირველობები მიდიან, თორემ მერე პლეი-ოფისა და მთავარი ამბების დრო დადგება. ჰოდა, გასულ უქმეებზე საფრანგეთის ორ ელიტურ ლიგაში, ასევე ინგლისისა და იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპში ერთბაშად 29 ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და ორმა მათგანმა ლელო მიითვალა. ტოპ 14 „პომ“ საკუთარ მოედანზე „კლერმონი“ 23:18 დაამარცხა...

შავმა ლომმა ჩილელებიც დაამარცხა
ჩანაწერი

შავმა ლომმა ჩილელებიც დაამარცხა

„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში ჩილეს „სილკნემს“ 33:30 მოუგო და უკვე ანგარიშიდანაც შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ეს მატჩი სულ სხვა ხასიათის იყო, ვიდრე ერთი კვირის წინ არგენტინულ ფრენჩაიზთან. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩილეურ ფრენჩაიზში 17 მოთამაშე იყო იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ამ ქვეყნის ნაკრებს აშშ-ის ეროვნული გუნდი დაამარცხებინა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. ეს გარემოება...

ღუდუშაურის 100 და თანაბარი ლიდერები
ჩანაწერი

ღუდუშაურის 100 და თანაბარი ლიდერები

„დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ფეხშეწყობილად ლიდერობენ და მათი თანაბრობა უშუალო მატჩმაც დაადასტურა. ფრე – 2:2. მასპინძელი ბათუმელები 24-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა. ეს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მე-100 გოლი გახლდათ. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა კი მეორე შეაგდო – ძალიან ლამაზი გამოუვიდა. შეხვედრის საკვანძო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის გაძევება...

3 ლელო და პრო 2დ
ჩანაწერი

3 ლელო და პრო 2დ

საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო დივიზიონ პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატი ფინიშის სწორზე გავიდა – მის დასრულებამდე 3 ტურიღა დარჩა და სეზონის ამ მონაკვეთზე ქართველთა აქტიურობამაც მოიმატა. 27-ე ტურში 20-მა ჩვენებურმა იასპარეზა, რაც ბოლო პერიოდის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგრამ 3 ქართული ლელო ერთ ტურში ბოლოს როდის დაიდო, ამის გახსენება უფრო რთულია. „ორიაკმა“ ლიგაში დარჩენა პრაქტიკულად გაინაღდა, ვეღარც პლეი-ოფისკენ...

აბულაძემ და გიგაშვილმა ნახევარფინალი დადეს
ჩანაწერი

აბულაძემ და გიგაშვილმა ნახევარფინალი დადეს

… გასულ უქმეებზე ევროპული სარაგბო საკლუბო თასების მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და შესაბამისად, თითოეული თასის მაძიებელთა რაოდენობა 4 გუნდამდე დავიდა. სასიამოვნოა, რომ ჩემპიონთა თასზეც და ჩელენჯ კაპზეც ე.წ. ქართული გუნდები შემორჩნენ. ჩემპიონთა თასი ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ ინგლისურ „ლესტერ ტაიგერსს“ დიდი ანგარიშით სძლია – 55:24. აბდალაძეს ირლანდიელთა რიგებში არ უთამაშია. ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელმა“ თასის შენარჩუნებისკენ კიდევ...

 გაწითლებული ოქრი
ჩანაწერი

 გაწითლებული ოქრი

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ლიდერი შეიცვალა. „დინამომ“ და „ბათუმმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს და ისევ თანაბარი ქულები (19-19) მოუგროვდათ, თუმც ზღისპირელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ ადგილზე დადგნენ. გია გეგუჩაძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. ბათუმელები თელავს ესტუმრნენ და უპრობლემოდ დაამარცხეს. კახელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა. იგებდნენ კიდეც ელდარ პარკინაშვილის გოლით, მაგრამ მალევე...

ლეო ოსტიგორი: მერე რა, რომ ვარჯიშია. კვარა და ოსიმენი ამას ყოველ დღე იმეორებენ
ჩანაწერი

ლეო ოსტიგორი: მერე რა, რომ ვარჯიშია. კვარა და ოსიმენი ამას ყოველ დღე იმეორებენ

„ნაპოლის” მცველმა ლეო ოსტიგორმა იტალიურ Radio Kiss Kiss-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. საუბარი „მილანთან” 0:4 დამარცხებით დაიწყო. „ჩვენ გვინდა, რომ არასდროს დავმარცხდეთ, მაგრამ რაც მოხდა მოხდა და ახლა უკვე მომდევნო მატჩისთვის ვემზადებით. ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვების გზებს დავუბრუნდეთ და „ლეჩეს” მოვუგოთ. ჩემპიონთა ლიგაში „მილანთან” მოახლოებული დაპირისპირებისთვის საუკეთესო მომზადებაც ეს იქნება. მილანელებთან საბრძოლველად მზად ვართ, მაგრამ, მოდი ჯერ...

შავ-თეთრი ამბები ტურინიდან
ჩანაწერი

შავ-თეთრი ამბები ტურინიდან

ტურინში კარგ ამბავზე ვიყავი. წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემია იხსნება და საბოლოო მოლაპარაკების გასაშუქებლად გამიშვეს მივლინებით. ხუთნი ვიყავით: მამუკა ხაზარაძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, მისი მოადგილე თამარ ბელქანია, ჩემი ოპერატორი და მე. მიხარია, რომ მეც ვიყავი „იუვენტუსის“ სათაო ოფისის შეხვედრათა დარბაზში, სადაც საბოლოო შეთანხმება გაფორმდა. თუმცა ეს ცალკე ამბავია და როგორი იქნება „იუვენტუსის“ წალენჯიხური აკადემია, სჯობს, დაწვრილებით...

კაიკაციშვილის -100 და აფციაურის მე-2
ჩანაწერი

კაიკაციშვილის -100 და აფციაურის მე-2

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2-ში 26-ე ტური გაიმართა, ანუ რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდებს 4-4 მატჩის ჩატარებაღა დარჩათ და უკვე დღეს ოფიციალურად ცნობილია, რომ „ოიონაქსმა“ ეს პირველობა მოიგო. ამ გუნდმა 96 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „გრენობლისთვის“ თეორიულადაც მიუწვდომელი გახდა – „ალპელებს“ ხომ „მხოლოდ“ 75 ქულა აქვთ. არადა, გრენობლელებმა გასულ ტურშიც ბონუსით იმარჯვეს – ლიგიდან...

7 ქართველი ევროთასებზე
ჩანაწერი

7 ქართველი ევროთასებზე

გასულ უქმეებზე რაგბი დუღდა: ევროპულის საკლუბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო. ჩემპიონთა თასი აქ ქართველებს არ უთამაშიათ, არადა მთავარი ევროთასის მერვედფინალში ქართველთა ხუთმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა, სანდრო ქუნთელიას „ლა როშელმა“ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა გიორგი კვესელაძის „გლოსტერი“ – 29:26. ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ მეორე ირლანდიურ ფრენჩაიზ „ალსტერს“ დამაჯერებლად აჯობა – 30:15. აი, ნიკა აბულაძის ახალ...