კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
საკურას ყვავილობა…
ჩანაწერი

საკურას ყვავილობა…

რაგბის უმთავრესი ტურნირი, მსოფლიოს IX თასი გადამწყვეტ ფაზაში გადადის. 4 ჯგუფის გამარჯვებულ-მეორეადგილოსნები პლეი-ოფში გავიდნენ, სადაც 4 წყვილი შეადგინეს. და ვიდრე მომავალ რკენებზე ვისაუბრებდეთ, ჯგუფურ ეტაპს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი. A ჯგუფში მოხდა ის, რასაც ყოველი მსოფლიო თასის წინ ველით და რაც საბოლოოდ არ ხდება ხოლმე. სპორტის ამ სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში ძალიან იშვიათია სენსაციები და...

ლაკრიმოსა
ჩანაწერი

ლაკრიმოსა

ყურადღება! ამ ტექსტის კითხვის პროცესში, აუცილებლად მოისმინეთ მოცარტის ლაკრიმოსა მუსიკის ძალა რაშია? – ვხვდებით ისეთ ნოტებს, რომლებიც ბუნებრივად სამყაროში არ მოიძიება, ის უნდა შექმნა. ძალიან კარგი, მაგრამ რა შეგვიძლია ვუწოდოთ იმ ფენომენს, რომელიც არც კი გვეგონა რომ დაიბადებოდა და მაინც გაჩნდა? – ასეთ შემთხვევებს განსაკუთრებული აღიარება სჭირდებათ. ფენტეზის ჟანრის ფილმებში გვხვდება მონუმენტური სკულპტურები, ქალაქის შესასვლელთან...

ხრისტოს ცრემლები
ჩანაწერი

ხრისტოს ცრემლები

რასიზმი არა მხოლოდ ფეხბურთის, ზოგადად, 21-ე საუკუნის სენია, თუმცა თუ ამ პრობლემას მხოლოდ სპორტულ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ ამ მდაბიო გამოხდომებს ადგილი ყველაზე ხშირად სწორედ სტადიონის ტრიბუნებზე აქვს. ამა თუ იმ ქვეყნის ან კლუბის გულშემატკივრები მეტოქე გუნდის ფერადკანიან ფეხბურთელებს შეურაცხყოფას რასისტული შეძახილებით აყენებენ. ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული სკანდალი კი სოფიაში ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩზე მომხდარ უკავშირდება,...

ღია წერილი ზაზა ფაჩულიას
ჩანაწერი

ღია წერილი ზაზა ფაჩულიას

ძვირფასო ზაზა! ქართული კალათბურთის ლეგენდავ! დიდო სპორტსმენო და კეთილო ადამიანო! ემოციები გვძლევს და აღარც კი ვიცით, როგორ მოგმართოთ… ემოციები გვძლევს, რადგან არ შეიძლება შენზე უემოციოდ საუბარი… მხოლოდ იმიტომ არა, რომ ქართველი ხარ და ქართველები გწერთ! მხოლოდ იმიტომ არა, რომ მსოფლიოს საკალათბურთო სარბიელზე სახელი გაუთქვი შენს პატარა სამშობლოს! მხოლოდ იმიტომ არა, რომ NBA-ს ორგზის ჩემპიონი ხარ...

თავსლაფამდე 5 წუთი…
ჩანაწერი

თავსლაფამდე 5 წუთი…

„გიბრალტარს არ გაუმართლა. ჩვენმა ფეხბურთელებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ,“ – დაწერა ამ ჯუჯა ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა Gibraltar Chronicle-მა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა რის ვაი-ვაგლახით  მოახერხა და შეძლო თავს ლაფი აეცილებინა. ისე, ეს  კიდევ საკითხავია, მიუხედავად გამარჯვებისა ქართველი ფეხბურთელები სირცხვილს თუ გადაურჩნენ, რადგან გიბრალტარის ნაკრებთან თუნდაც სტუმრად 3:2 მოგება, თანაც მატჩის ბოლოს...

რატომ ვერ მივაწექით?
ჩანაწერი

რატომ ვერ მივაწექით?

შეჯამების დროც დადგა. ემოცია დაცხრა, გული დამშვიდდა და ცივ გონებაზე ნანახის შეფასების საშუალებაც გაჩნდა. დავიწყოთ შედეგით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს IX თასზე D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გლობალურად ესაა მე-14 ადგილი იაპონიაში ჩასულ 20 ნაკრებ გუნდს შორის და დღევანდელი რეიტინგიც შესაბამისია – „მსოფლიო რაგბის“ მიმდინარე კლასიფიკაციაში ბორჯღალოსანთა გუნდი მე-14...

არ მინდა წითელი
ჩანაწერი

არ მინდა წითელი

განთქმული ბალერონი ვახტანგ ჭაბუკიანი რომ ცოცხალი იყოს, ქართველებს სხვა გზა არ გვექნებოდა – უნდა მივსულყავთ მხცოვან მაესტროსთან და მისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობა გვეთხოვა. რას ვიზამთ? ფეხბურთი ასეთი გზით მიდის – მალე ჩვენი სტადიონის ნაცვლად ქართველ ფანოაბს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მოგვიწევს სიარული, რადგან საფეხბურთო მატჩები სწორედ იქ გაიმართება. ვთქვათ...

იგივე, ოღონდ ნულებით…
ჩანაწერი

იგივე, ოღონდ ნულებით…

ირლანდიას ისევ ვერ მოვუგეთ. როგორც იტყვიან, ნავსი ვერ გავტეხეთ. მაგრამ არც დავმარცხდით. ეს ირლადიის ნაკრებთან „ჯვაროსნების“ მე-11 შეხვედრა გახლდათ, აქედან 9 წავაგეთ, ეს კი მეორე ფრე იყო. პრესტიჟის მატჩი გახლდათ. ჩვენებს ცუდად არ უთამაშიათ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში მოუმატეს. მოინდომეს, იბრძოლეს, ბურთის ფლობაშიც აჯობეს მეტოქეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები არ შეუქმნიათ. ქართველებმა კარისკენ 14-ჯერ დაარტყეს, მაგრამ...

მომავალ შეხვედრამდე…
ჩანაწერი

მომავალ შეხვედრამდე…

3 ოქტომბერს, ფიჯის ნაკრებთან საკვანძო მატჩის წაგების შემდეგ ბორჯღალოსნებს კრიტიკის სოლიდური ტალღა დაატყდათ თავს. იმსახურებდნენ კიდეც, მაგრამ ავსტრალიელებთან დასკვნით დაპირისპირებამდე დარჩენილ 8 დღეში ქართველებმა თავის ახალზელანდიელ მწვრთნელთან ერთად ამ მარცხიდან დასკვნების გამოტანა მოახერხეს და „ვოლაბებთან“ სულ სხვა გუნდი ვიხილეთ. …შიზუოკაში წვიმდა და ამ ფაქტორმა ავსტრალიელებს სწრაფი თამაშის აწყობაში ხელი შეუშალა. შეხვედრის პირველი მეოთხედი ბორჯღალოსნებმა დაცვაში...

ღირსებისთვის
ჩანაწერი

ღირსებისთვის

ერთი მატჩიც და დასრულდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრების იაპონური თავგადასავალი. ფიჯის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შედეგად ბორჯღალოსნებს სატურნირო მიზნები აღარც დარჩათ. თუმცა, თეორიული ვარიანტები ჯერაც არსებობს. თუ ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, შიზუოკას „ეკოპაზე“ ავსტრალიელებს დაამარცხებს, 2023 წელს, საფრანგეთის მსოფლიო თასსზე საკვალიფიკაციო ციკლის გვერდის ავლით მოხვდება. მაგრამ ბორჯღალოსნების მიერ „ვოლაბების“ ძლევის ალბათობა იმდენად მიზერულია და ისე უტოპიურად გამოიყურება,...