შაბათს, 17 საათზე თბილისის სარაგბო სტადიონ „ავჭალაზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზ „შავი ლომის“ არსებობის ისტორიაში ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩი დაიწყება – ბორჯღალოსნების საბაზო გუნდი დაუპირისპირდება იტალიის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ დონორს – პარმულ ფრენჩაიზ „ძებრეს“. თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს: თუკი „შავი ლომი“ მეტოქეს დაამარხცებს და თან 4 ან მეტ ლელოს გაიტანს, ქართული გუნდი პირველად გავა...
კატეგორია: დავთარი
მსოფლიოს ახალგაზრდული – თბილისსა და ქუთაისში
„მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, მორაგბე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ამიერიდან მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სახელით იარსებებს და მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, 2017 წელს საქართველომ ისტორიაში პირველად უმასპინძლა ხსენებულ ტურნირს და საყოველთაო აღიარებით, ეს იყო სანიმუშოდ ორგანიზებული სპორტული ღონისძიება. მაშინ ჩემპიონი ახალი ზელანდია გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისი 64:17 დაამარცხა. მას მერე საქართველომ არაერთხელ გამოთქვა ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი...
შეუჩერებელნი
მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო თასების ჯგუფური ეტაპი განახლდა და ჩელენჯ თასზე ჩვენი „შავი ლომის“ ისტორიული ბონუსიანი გამარჯვებითაც გავიხარეთ. ჩემპიონთა თასი ევროპის მთავარი ევროთასის მესამე ტურში სამიოდე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ძმანაშვილი თავისი „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა „ვულკანები“ საშინაო მატჩში „გლაზგო უორიორზთან“ 21:33 დამარცხდნენ და შოტლანდიელებს პლეი-ოფის მონაწილეობა გაუნაღდეს, თავად კი წინსვლის ყოველგვარი შანსი...
შავი ლომი წელიწადს საფრანგეთში იწყებს
„შავი ლომი“ 2026 წელს მის მე-10 დღეს გახსნის. სწორედ 10 იანვარს, შაბათს, საფრანგეთის პატარა ქალაქ მონტობანის სტადიონ „საპიაკზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი ტოპ 14-ის აუტსაიდერს შეერკინება. ახლანდელი „მონტობანი“ იმ გაკოტრებული და გაუქმებული კლუბის სამართალმემკვიდრეა, რომელშიც უამრავ სახელოვან ბორჯღალოსანს უთამაშია. 1903 წელს დაარსებული სარაგბო კლუბის გუნდმა 1967 წელს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ესაა „მონტობანის“...
პსჟ: 2025 წლის ათი საუკეთესო გოლი
პარიზელთა ყურადღების ცენტრში ახალი წლის ღამეს „პარი სენ ჟერმენი’’ მოექცა. ტრიუმფალურ თაღს 2025 წლის დაუვიწყარი გამოსახულებები მიანათეს ― კლუბის დიდების დარბაზს ამ წელიწადს ექვსი ჯილდო შეემატა. საახალწლოდ კი გულშემატკივარმა საჩუქრად 2025 წელს გატანილი 178-ივე გოლის ჩანაწერი მიიღო. ჩანაწერი 35 წუთიანია, მაგრამ ჩნდება კითხვა, რომელია ამ გოლებს შორის საუკეთესო ან ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი? „პარიზიენმა’’ შეარჩია მისი...
მელიქიძის ფენომენი
ტოპ 14 „სტად ფრანსეს“ ქართველმა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 ლელო გაიტანა! ბურჯისთვის ეს თავისთავად უნიკალური შედეგია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერჯერობით პირველობის ეკვატორიც არ გადალახულა… ლელოცაა და ლელოც: „ასპინძა“ „რასინგ-92“-თან მატჩში 49-ე წუთზე მარქაფიდან ჩაერთო და უკვე დიდი ხნის, 3-ზე მეტი წუთის გაწითლებულ დროში ლელო გაიტანა, რომელმაც „სტად ფრანსეს“ დედაქალაქური დერბის...
ირლანდიური კოშმარი – 0:52
დიახ, ასეა. სხვა ეპითეტს ძნელად თუ მოუძებნი იმას, რაც „შავ ლომს“ ირლანდიის ქალაქ გალუეის „დექსკომ სთედიუმზე“ შეემთხვა. ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ირლანდიის მწვანე კუნძულს სტუმრობდა და ეს სტუმრობა მართლაც კატასტროფული შედეგით დასრულდა – იქაურმა „კონახტმა“ საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდს 8 უპასუხო ლელო გაუტანა, მათ შორის 3 –...
მეორე ტური – კონახტთან
შაბათისა და კვირის მიჯნაზე, 0:00-ზე, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ დაიწყებს ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩს. რიჩარდ კოკერილის გუნდის მეტოქე ირლანდიური ფრენჩაიზი „კონახტია“. ეს სარაგბო გუნდი საკმაოდ ავტორიტეტულია, ოდესღაც „კელტთა ლიგის“ გამარჯვებულიც ყოფილა, თუმცა დღეს რთულ პერიოდს გადის. შარშანდელი „რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი“ ხომ ჩააგდო და წლევანდელ გათამაშებაშიც მე-9 ადგილზეა. თუმცა, ასეა თუ ისე, ირლანდიურ გუნდთან მათსავე...
ყველაზე ძვირი მსოფლიო
გაირკვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასები. ისინი სულ სამი კატეგორიისა იქნა და მათი ფასი იქნება: მესამე კატეგორია – 4 185 დოლარი მეორე კატეგორია – 5 560 დოლარი პირველი კატეგორია – 8 860 დოლარი არც ერთი კატეგორიის ბილეთებზე შეღავათები გათვალისინებული არ არის. საინტერესოა რომ წინა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის ბილეთი დაახლოებით შვიდჯერ იაფი, 600 დოლარამდე ღირდა....
დებიუტანტები და ლელო ევროპაში
გასულ უქმეებზე რაგბის ქომაგთა ყურადღება ევროთასებზე იყო გამახვილებული – ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ეგიდით მოქმედი ჩემპიონთა თასი კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირია და მისი ამჟამინდელი ჩემპიონი ფრანგული „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ტიტულის დაცვა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო – პრეტორიის გრანდიოზულ „ლოფტუს ფერსფელდზე“ ადგილობრივი „ბულზი“ 46:33 დაამარცხა. რაც შეეხება ქართულ...









