მეორე წელიწადი შესრულდა, რაც ამ სვეტს ვწერ და უნდა ვთქვა, რომ ორი წელიწადი გვარიანი დროა. როგორც ის სულგანათლებული იტყოდა, იცით, ეს ორი წელიწადი, რა წელიწადია? ბევრი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში ფეხბურთის მხრივ. საქართველოს ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ რამეები მაინც შესრულდა და აღსრულდა. მარტო ის რად ღირს, რომ სუნამონაპკურები იტალიის ნაკრები მოსკოვურ ტალახსა და ძანძახში...
კატეგორია: გიო ახვლედიანის სვეტი
თანხა
როგორია ქართული ფეხბურთი? იტყვიან, რომ დღეს ცუდია, გუშინ კი კარგი იყო. მაგრამ ამას სულაც არ ვგულისხმობ და ალბათ, კითხვაც ბუნდოვანი გამომივიდა. უკეთესი იქნებოდა მეკითხა, ვინ არის ქართველი ფეხბურთელი დღეს? რა სტატუსის კაცია? რას აძლევს მას ფეხბურთი და რას გაიღებს იგი ამ თამაშისათვის? სტატუსით ქართველი ფეხბურთელი პროფესიონალი არ არის, მაგრამ არც მოყვარულია. დღეს ჩვენს ფეხბურთს შუალედური...
არ გაფუჭდება
აგერ, ბიჭები ლაპარაკობდნენ და დიდი კამათი ატყდა მაიკლ ოუენის გამო. ჩვენებური გულშემატკივარი ალბათ იმითაც გამოირჩევა სხვა ქვეყნების ქომაგთაგან, რომ მომავალის განჭვრეტა უყვარს ხოლმე. ანუ, როცა სტადიონზე მიდის, იმდღევანდელი მატჩი თითქოს მოთავებულიც კი აქვს და უკვე იმას ფიქრობს, ხუთი თვის შემდეგ როგორ მოუგებს ნორვეგიას. ჩვენი ფეხბურთის ბედი ისეთია, რომ კაცმა სულ მომავალზე უნდა ილაპარაკოს, ვინაიდან დღევანდელობის...
ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი
ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე – ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ? ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია. ჩვენ ძველი დროების ღამისმთევლებს ვგავართ, უცნაურ გუშაგებს – ქალაქის გალავნის კოშკურებზე რომ ფხიზლობდნენ. აბა, ძმობილო, გაიხსენე...
ის
ყველა აქ შეკრებილა და ვინღა გვაკლია? გასაგებია ვინც. ის. ააა, უკვე აღარ გახსოვთ? გაგახსენებდათ თავს, აქ რომ იყოს. მსუბუქი პანიკა გადაურბენდა ყველას. ვერც მარიო ზაგალო იქნებოდა ასე თამამი. ვერც ბერტი ფოგთსი და გლენ ჰოდლი გაიბღინძებოდნენ აგრერიგად. ეჰ, ახლა რომ აქ იყოს, მინდორზე, მაგრამ მისი ამბავი დამთავრებულია. უკვე კარგახანია. თითქოს იბრძოდა, არ უნდოდა, უფრო სწორად კი...
დაანებეთ ჩემს ქვისლს თავი
მოგეხსენებათ, საქართველომ ალბანეთს მოუგო, ლატვიელებმა კი იმ თავის ფიორდებზევე მიამარცხეს ნორვეგიის განთქმული გუნდი. ამ გამარჯვებამ გაახარა არა მხოლოდ ჩვენი ნაკრების უფროსობა, არამედ გულშემატკვირებიც. როგორც იტყვიან, ლატვიის ნაკრებმა კარგი საქმე „გაუკეთა“ საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით საბერძნეთ – სლოვენიის ფრეს ფონზე. საქართველო იმედოვნებს, რომ ლატვია საქართველოს ძმაა. საქართველო, ასევე, იმედონებს, რომ ლატვიას დაამარცხებს. ლატვიელთა მიერ ნორვეგიელთა ძლევა იმითაც...
ცივი და ცხელი გონებით
რაც არის არის, როგორც პარლამენტში იტყვიან, ცივი გონებით ვილაპარაკოთ. ჯერ ეს ერთი, რომ ცხელი გონებით არაერთხელ გამოგვითქვამს ტკბილი სიტყვები და ამას არანაირი სარგებელი არა ჰქონია და მეორეც – ასეთ შემთხვვაში ცივი გონება სჯობს. სულ დანომრილად მოგახსენებთ ყველაფერს: რა მომეწონა ძალიან მომეწონა ის ამბავი, რომ ალექსანდრე იაშვილი ალბათ მალე წავა საზღვარგარეთ და ამ ჭაობს მოწყდება. ძალიან...
შარშან ვიალი იყო, კლუივერტიც
ვერ გავიგე, რას ველოდებოდი მთელი წელიწადი. ალბათ სულელი ვარ, მაგრამ მართლა ვერ გავიგე. ჩემპიონთა ლიგის ფინალს მშვიდად ვუყურებ, რადგან არცერთ იქ გასულ გუნდს არ ვგულშემატკივრობდი. მიუნხენში მაღალი კლასი იყო, მაგრამ მე მაინც ვერაფერი გავიგე. ალბათ იმიტომ, რომ კლასი იყო მაღალი. აი, 26 მაისს თბილისის სტადიონზე კი ყველაფერი გავიგე. რაც ფეხბურთს ვუყურებ, „იუვესთვის“ ერთადერთხელ მიქომაგია, „დორტმუნდის“...
ფეხბურთის ყურების დროს
ამ სვეტს რომ ვწერ თქვენთვის, ძვირფასო ტელემაყურებლებო, „საფრანგეთის ტურნირის“ ბოლო მატჩი მიმდინარეობს. მეზობელთა შორის თამაშს საომარი პირი უჩანს, ხომ არ შეიძლება, რომ გამუდმებით ფრეები ჩაიწერო აქტივში და იძახო, მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს, კმაყოფილი ვარო? ბოლოს და ბოლოს, თამაშს ხალხი ესწრება და თვით საქართველოშიც, სადაც ძალიან კარგად და აზრიანად თამაშობენ ფეხბურთს, არაერთი მწვრთნელი ღამეს სტეხს, ახალი...
გაცდენილი ფინალი
საქართველოს თასის ფინალი არასოდეს გამიცდენია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფინალი წმინდა საქმეა. რაც არ უნდა უვარგისი იყოს, ფინალია და მორჩა. დღეც საუცხოო აქვს შერჩეული და ყველაფერი. მერე რა, რომ თამაში მაინცდამაინც არ გამოდის ხოლმე. ფინალი ფინალია და საყურებელი რამეა. საქართველოს თასის ფინალი არ გამიცდენია-მეთქი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ წლევანდლამდე არ გამიცდენია. წელს კი...









