კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
მარიო ჯიუფრედი: პირველად ინტერმა დამირეკა
ჩანაწერი

მარიო ჯიუფრედი: პირველად ინტერმა დამირეკა

„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ დაპირებულ პრეს-კონფერენციაზე თავისი კლიენტისა და კლუბის ურთიერთობაზე ილაპარაკა. შესავალში მან თქვა, რომ დი ლორენცო „ნაპოლიში” რჩება. შემდეგ აგენტმა აღწერა ტრიუმფალური სეზონის შემდგომი პერიოდის სირთულეები, რომელსაც „აძურიში” მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ცვლილება დაემთხვა. ამ მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა ცუდი შედეგები. ჯამში ჩამოყალიბდა არასასურველი გარემო, რამაც მთლიანად გუნდზე და პირადად დი...

კვარა და მინიმუმ მეორე ადგილი
ჩანაწერი

კვარა და მინიმუმ მეორე ადგილი

„იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს პირობებში „ნაპოლის“ პერსპექტივებზე ისაუბრა. „სრულიად ვეთანხმები, რომ კონტე „ნაპოლის“ სერია A-ში მინიმუმ მეორე ადგილზე გაიყვანს. გასულ სეზონში მომხდარი ყველა სირთულის შემდეგ, „ნაპოლიმ“ საუკეთესო არჩევანი გააკეთა. მათ მიიყვანეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც იძლევა სწორ საფეხბურთო ცოდნას. ასე იყო ჩვენთანაც „იუვენტუსში“. „ნაპოლის“ ჰყავს ძლიერი და მაღალი...

კანტონა: ფრანგული ფეხბურთი ემიგრანტებმა გადაარჩინეს
ჩანაწერი

კანტონა: ფრანგული ფეხბურთი ემიგრანტებმა გადაარჩინეს

საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა ერიკ კანტონამ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. კანტონამ საზოგადოებას ახალი Ford Capri წარუდგინა, საუბარი კი თანამედროვე ფეხბურთს შეეხო. „მე ქვეყნიერებაზე დაკვირვება მიყვარს. ეს ჩემი ცხოვრების დევიზია. ვაკვირდები ადამიანებს და მერე საკუთარ სამყაროს ვქმნი”, — თქვა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა. კანტონას ცხოვრება საკუთარი თავის დაუსრულებელი ძიებაა. ის არის ადამიანი, რომელიც მუდამ თავისუფლებისკენ...

რას ფიქრობს კონტე ნაპოლის შეტევაზე?
ჩანაწერი

რას ფიქრობს კონტე ნაპოლის შეტევაზე?

ახალი „ნაპოლი” 3-4-2-1 სქემის მიხედვით შენდება. ეს ანტონიო კონტეს მიერ მოტანილი ტაქტიკური სიახლეა, რომელიც დიმაროს შეკრებაზე პირველი თერთმეტი დღის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა. ასეთი განლაგება მოითხოვს ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელის მოყვანას (სავარაუდოდ ეს იქნება რომელუ ლუკაკუ), რომლის უკან ორი ეგრეთწოდებული მეორე თავდამსხმელი ან შემტევი ფლანგელი ითამაშებს. კერძოდ ვინ? calciomercato წერს, რომ კონტე...

მამარდა პირველია და მეხუთეა
ჩანაწერი

მამარდა პირველია და მეხუთეა

ვალენსიური საიტი superdeporte თავის მორიგ სტატიას გიორგი მამარდაშვილის შესახებ ცნობილი ამბით იწყებს: ქართველი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. გასულ სეზონში „ვალენსიასა” და ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში მისი შესანიშნავი თამაში გახდა წინაპირობა იმისა, რომ Transfermarkt-ის დათვლით გიორგის ფასი 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა. superdeporte დასძენს, რომ მას მერე რაც ესპანურ კლუბს სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი ფლობს, მამარდაშვილი...

ჟორჟი 69 ნომერი იქნება?
ჩანაწერი

ჟორჟი 69 ნომერი იქნება?

ჭორი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდა, დადასტურდა — ჟორჟ მიქაუტაძე მომავალი სეზონიდან „ლიონში” ითამაშებს. ფრანგული გამოცემა So Foot დასძენს: „უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ის კვლავ „ლიონის” ფეხბურთელი გახდება. მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და „გონესში” (ადგილობრივ დიალექტზე ბავშვებს, ბიჭებს ნიშნავს) თამაშობდა”. არადა, „მეცთან” შეთანხმებულ „მონაკოს” ტრანსფერის სადავეები ხელთ ეპყრა. საგრაფოს კლუბს ბაზარზე თითქოს კონკურენტი აღარ...

ნდობამ დაარწმუნა
ჩანაწერი

ნდობამ დაარწმუნა

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, ალვარო მორატამ, მადრიდის „ატლეტიკოდან“ „მილანში“ გადასვლაზე ისაუბრა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მილანი“ მზადაა გადაიხადოს მორატას კონტრაქტში არსებული კომპენსაცია, რომელიც 13 მილიონ ევროს შეადგენს. „მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას. ახლა შვებულებაში მივდივარ, რადგან ოჯახთან ერთად უნდა ვიყო, რომელიც ძალიან დამეხმარა, თორემ უკვე ხვალიდან დავიწყებდი ვარჯიშს. რატომ დავთანხმდი „მილანში“ გადასვლას? ზლატან იბრაჰიმოვიჩის, გუნდისა და...

ოპერაცია არ გვინდა
ჩანაწერი

ოპერაცია არ გვინდა

მადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტამბა გადაწყვიტა, რომ გუნდის ახალწვეულს კილიან მბაპეს ცხვირის ოპერაცია არ სჭირდება. ფორვარდმა ცხვირის ტრავმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის პირველ ტურში ავსტრიის ნაკრებთან მატჩში (1:0) მიიღო. სამშაბათს, 16 ივლისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კილიან მბაპეს, როგორც „რეალის“ ახალი ფეხბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. თავდამსხმელი სამეფო კლუბში ცხრა ნომრით ითამაშებს. კილიან მბაპეს წინა კლუბი ფრანგული „პარი...

მას მერე, რაც კონტემ კვარაზე თქვა, ყველაფერი გასაგები გახდა
ჩანაწერი

მას მერე, რაც კონტემ კვარაზე თქვა, ყველაფერი გასაგები გახდა

„ნაპოლი” დიმაროში ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. მართალია ანტონიო კონტეს განკარგულებაში ჯერ ყველა ფეხბურთელი არ არის, მაგრამ მუშაობა დაიწყო. „აძურის” ახალი თავკაცი უპირველეს ყოვლისა ფიზიკურ მომზადებაზე ამახვილებს ყურადღებას. ჟურნალისტები წერენ, რომ ეგრეთწოდებული პრე-სეზონის მეორე ნახევარი კასტელ დი სანგროში ჩატარდება, სადაც კონტეს სამუშაოების ფართე სპექტრი აქვს დაგეგმილი. საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ „ნაპოლის” ორი-სამი ახალი ფეხბურთელი სჭირდება....

ოთხი ფინალის ოთხი გოლი
ჩანაწერი

ოთხი ფინალის ოთხი გოლი

ესპანეთის ნაკრებისა და „სოსიედადის“ თავდამსხმელი, მიკელ ოიარსაბალი, რომელმაც ევრო 2024-ის ფინალში ინგლისთან გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1), უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. ოიარსაბალმა კარიერის განმავლობაში ოთხ ფინალში მიიღო მონაწილეობა – ოლიმპიური თამაშების, ესპანეთის თასის, ერთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის. მან თითოეულ ფინალში გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს...