Author: მიხეილ ჟორჟოლიანი (მიხეილ ჟორჟოლიანი)

Home მიხეილ ჟორჟოლიანი
საქართველო ყინულზე არ აგებს
ჩანაწერი

საქართველო ყინულზე არ აგებს

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ამ დროისთვის პირველ ადგილზე იმყოფება. ჩვენმა გუნდმა ისლანდიასთან მოგების შემდეგ ისრაელის ნაკრებს მოუგo – 7:3. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთში მხოლოდ ერთხელ ეთამაშათ – 2019 წელს და მაშინ ისრაელის ნაკრებმა სწორედ ასეთივე ანგარიშით მოიგო. არადა, საქართველოს ნაკრები ჯერ 0:2 ჩამორჩა,...

საქართველომ ქულა დაიტოვა
ჩანაწერი

საქართველომ ქულა დაიტოვა

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან აღებული ქულით დაიწყო. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა და უშუალო კონკურენტს 3 ქულა არ გაატანა – 1:1. სანიოლის გუნდმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა. უფანტაზიო გუნდს ვერც ხვიჩა კვარაცხელიამ უშველა, რომელსაც ბურთი იშვიათად მისდიოდა. ნორვეგიელებმა კი, ბურთზე კონტროლი თავიდანვე დაამყარეს და 15 წუთში მარტივი გოლიც გაგვიტანეს....

ნოლემ წელი შეაჯამა
ჩანაწერი

ნოლემ წელი შეაჯამა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. 35 წლის სერბმა ATP-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი მეექვსედ მოიგო და ამ მაჩვენებლით, შვეიცარიელი ლეგენდის, როჯერ ფედერერის შედეგი გაიმეორა. ჯოკოვიჩს წლის შემაჯამებელი ტურნირი ბოლოს 7 წლის წინ ჰქონდა მოგებული. ტურინში ნოლემ მთელი ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარა: ჯგუფურ ეტაპზე ბერძენ სტეფანოს ციციპასს (6:4, 7:6), რუსებს – ადრეი რუბლიოვსა...

ნიკასთვის რუანი დამთავრდა
ჩანაწერი

ნიკასთვის რუანი დამთავრდა

საფრანგეთის ქალაქ რუანში მიმდინარე ჩელენჯერის სერიის ტურნირს ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხედფინალში დაემშვიდობა. ჩვენებური მასპინძელ უგო გასტონს დაუპირისპირდა და 7:6(2), 2:6, 1:6 დამარცხდა. ბრძოლა პირველ სეტში შედგა, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა ტაი ბრეიკზე მოიგო. შემდეგ კი უპირატესობას ფრანგი სპორტსმენები ფლობდა და მარტივად მოიგო. შეგახსენებთ, რომ გასტონამდე ბასილაშვილმა ორი ფრანგი – ანტუან ჰოანგი და მატიას ბურჟე დაამარცხა.

მოგებული წავაგეთ
ჩანაწერი

მოგებული წავაგეთ

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამომ” საკუთარ აჭარაბეთ არენაზე ბრატისლავას “სლოვანთან” მოგებული მატჩი წააგო და კონფერენციის ლიგაზე გადაინაცვლა. გუნდებმა ოთხი ტაიმი ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს და მთავარი მოვლენები დამატებით დროში დატრიალდა. 104-ე წუთზე დავითაშვილი რამდენიმე სლოვაკ ფეხბურთელს გასცდა და მეკარეს ახლო კუთხეში მძლავრად დაურტყა – 1:0. სათამაშო 15 წუთი იყო. ბათუმელთა ორი შეცდომა და...