Author: მიხეილ ჟორჟოლიანი (მიხეილ ჟორჟოლიანი)

Home მიხეილ ჟორჟოლიანი
ოქროსბიჭუნა – ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
ჩანაწერი

ოქროსბიჭუნა – ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

არის პირველი ოქრო!!! ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი მოუტანა, თან უმაღლესი ხარისხის. ბექაური (90 კგ.) ოქროსკენ მიმავალ გზას მერვედფინალიდან შეუყვა და ბულგარელი ივაილო ივანოვი იოლად დაამარცხა; მეოთხედფინალში ჩვენებურმა კორეელ ჯიეოპ ჰანს ვაზარი თავიდანვე აართვა და მისი შენარჩუნება არ გასჭირვებია. ნახევარფინალში „ქართული დუელი“ შედგა – ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი...

მედალი არის, მაგრამ…
ჩანაწერი

მედალი არის, მაგრამ…

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი კი მოიპოვა, მაგრამ იმ ხარისხის არა, რომელსაც ველოდით – ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლს დასჯერდა. გრიგალაშვილმა (81კგ.) ასპარეზობა მოლდოველ მიჰაილ ლატისევის ძლევით დაიწყო, შემდეგ  ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს სძლია, ხოლო მეოთხედფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი ორივე ვაზარით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ იონჰვან ლის დაუპირისპირდა და უმძიმესი ბრძოლაში, რომელიც...

უმედლობა გრძელდება
ჩანაწერი

უმედლობა გრძელდება

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული უმედლობა გრძელდება. უკვე მესამე დღე მიილია და ჩვენი დელეგაციის მონაგარში ისევ ნულები წერია. ერთადერთი, ვინც ჯერ გაგვახარა მოკრივე ლაშა გურულია (63,5 კგ.), ვინაც მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი უშანსოდ დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 5:0. გურული მეოთხედფინალში გავიდა და მეტოქეს ელოდება, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა. მეოთხედფინალში გამარჯვებით, ლაშა ოლიმპიურ მედალს გაინაღდებს....

ცუდი დასაწყისი პარიზში
ჩანაწერი

ცუდი დასაწყისი პარიზში

ქართველების სტარტის დღეც დადგა. თუმცა, ოთხი ჩვენებური სპორტსმენიდან მედალს ვერც ერთი შეწვდა… არადა, ამის იმედი ნამდვილად გვქონდა. მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიადას ისევ სკანდალურად ემშვიდობება. თითქმის ანალოგიური სიტუაცია განმეორდა, რაც წინა, ტოკიოს თამაშებზე. ერთია, თუ მაშინ ქართველს ნახევარფინალში წააგებინეს, ამჯერად იგივე მერვედფინალში მოხდა. ბაზაძემ ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 წააგო და მედლის გარეშე დარჩა. გადამწყვეტ მომენტში, როდესაც...

ხვალ იხსნება, ზეგ ვიწყებთ
ჩანაწერი

ხვალ იხსნება, ზეგ ვიწყებთ

26 ივლისს, პარიზში XXXIII-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. ცხადია, მსოფლიოს უმაღლესი სპორტული ფორუმი ქართველების გარეშე არ ჩაივლის და ჩვენგან საფრანგეთის დედაქალაქში 28 სპორტსმენი ჩავიდა. პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს და დღემდე 41 ოქროს, 35 ვერცხლის და 57 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რეკორდსმენი სამმხტომელი ვიქტორ სანეევია – 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი....

ცინცაძემ და საქართველომ ისტორია დაწერეს
ჩანაწერი

ცინცაძემ და საქართველომ ისტორია დაწერეს

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ტიტე კალანდაძის გუნდმა ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინა 22:19 დაამარცხა. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე პირველად თამაშობდა. ბოსნიელებთან მატჩამდე ორი მატჩი წააგო – ნიდერლანდებთან (19:34) და შვედეთთან (26:42). თუმცა, ეს გასაკვირი არც იყო. ჩვენ ახალგაზრდული, მზარდი ნაკრები გვყავს და მომავალსაც იმედიანად ვუყურებთ. მით უფრო, რომ ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო...

ისტორიული ევროს მოლოდინში
ჩანაწერი

ისტორიული ევროს მოლოდინში

10 იანვარს ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული იქნება. ტიტე კალანდაძის გუნდი კონტინენტის უმთავრეს ფორუმზე პირველად ითამაშებს… გუნდმა რამდენიმე შეკრება უკვე გაიარა და გეზი გერმანიისკენ აიღო. გუნდმა რუმინეთი და სლოვენია მოიარა, სადაც ოთხი მატჩი გამართა და სამი მოიგო. ჩვენებმა რუმინეთში, „კარპატის თასზე“ ნახევარფინალში სლოვაკეთი დაამარცხეს და ფინალში მასპინძლებთან წააგეს, შემდეგ კი სლოვენიაში საუდის...

ვალიადოლიდი – გულისხმიერი ხალხის ქალაქი
ჩანაწერი

ვალიადოლიდი – გულისხმიერი ხალხის ქალაქი

ვალიადოლიდი – ესპანეთის ამ ისტორიულ ქალაქში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობით მოვხვდით და ესპანეთი-საქართველოს მატჩს დავესწარით. ქალაქი მე-11 საუკუნიდან იხსენიება და 1561 წლამდე ესპანეთის დედაქალაქიც იყო. პირველი უნივერსიტეტიც იქ გაიხსნა. თუმცა, წარსულით თავს არ შეგაწყენთ და უფრო უახლესზე გეტყვით. ვალიადოლიდი ესპანეთისთვის პატარა ქალაქია, საქართველოში კი, სიდიდით მეორე იქნებოდა. ქუჩაში რომ დადიხარ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ...

სანიოლის გაზაფხულის შემოდგომა…
ჩანაწერი

სანიოლის გაზაფხულის შემოდგომა…

19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად ეთამაშება და ეს იქნება ბოლო რეპეტიცია ერთა თასის ნახევარფინალამდე. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით ვალიადოლიდში მოვხვდით და ამ მატჩზე დასწრების საშუალება გვაქვს. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი და ლუკა ლოჩოშვილი გამოცხადნენ. „ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და ხვალისთვის სათამაშოდ ემზადება. მეორე მატჩი პირველთან შედარებით ყოველთვის რთულია, მაგრამ ვეცდებით რომ კარგი...

დინამო მესტიაში ავიდა
ჩანაწერი

დინამო მესტიაში ავიდა

თბილისის „დინამოს“ აკადემია რეგიონებში სკოლების გახსნას აგრძელებს და ამჯერად მესტიაში ავიდა. პროექტის მიზანი რეგიონებში ფეხბურთის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაციაა. „დინამოს“ აკადემია უკვე 21 რეგიონს მოიცავს, პერსპექტივაში კი, სკოლების ყველა მუნიციპალიტეტში გახსნაა. სვანეთში „დინამოს“ ასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 5-წლიან მემორანდუმს, რომლის მხარდამჭერი ონლაინ მაღაზია isurve.ge არის, ხელი „დინამოს“ აკადემიის ხელმძღვანელმა ლევან გვანცელაძემ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა,...