ერთა ლიგის „ბ” დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები შინ ალბანეთს დაუხვდა. სატურნირო ცხრილიდან გამოდინარე, ვილი სანიოლის გუნდს მოგება სჭირდებოდა. თუმცა, სამი ქულა მეტოქეს გავატანეთ… ფრანგმა სპეციალისტმა ხუთმცველიან ტაქტიკას „უღალატა” და მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. თავიდან მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით და ათიოდ წუთში სამი მომენტი შევქმენით: ბუდუ ზივზივაძემ ვარდნაში ბურთი კარს გადააცილა; ზურიკო დავითაშვილს მეკარემ აუღო;...
Author: მიხეილ ჟორჟოლიანი (მიხეილ ჟორჟოლიანი)
საქართველო პარიზში – საუკეთესო ისტორიაში
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. პარიზში გამართული თამაშები ისტორიული გამოდგა ქართული დელეგაციისთვის: ჩვენებმა 3-3 ოქროსა და ვერცხლის, ასევე 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველო 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია ისტორიაში. აქამდე თავს 28-ე ადგილით ვიწონებდით – ეს შედეგი 2008 წელს პეკინში ვაჩვენეთ. მართალია, მედლების რაოდენობით (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1...
მაჭარაშვილი ვერცხლს დასჯერდა
პარიზის ოლიმპიური თამაშები საქართველოს დელეგაციამ ვერცხლის მედლით დახურა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალში (97 კგ) გივი მაჭარაშვილმა ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ახმედ ტაჟუდინოვთან წააგო. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ჩვენებურის ილეთს მეტოქე კარგად დაუხვდა, ქართველი ფალავანი შებოჭვაზე დაიჭირა და ბრძოლის დაწყებიდან ერთ წუთში გაიმარჯვა. 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მონაგარი შვიდი მედალია: ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90...
რა თქმა უნდა, ლაშა !
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძისგან ყველა ოქროს მედალს ელოდა. ამაში გასაკვირი არაფერია – 2016 წლიდან მოყოლებული ჩვენებური ყველაფერს იგებს, სადაც კი მონაწილეობს. ასე მოხდა ამჯერადაც. ცოტა კი გვანერვიულა, თუმც მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, ხოლო საბჭოთა კავშირის ჩათვლით, სოხუმელი ვიქტორ სანეევის მიღწევა გაიმეორა. საჩემპიონო ბედი სამეულში რომ უნდა გადაწყვეტილიყო, თავიდანვე...
გენო ოქროსფერი
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მაგარი დღეები დაგვიდგა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს უკვე ერთი ოქრო და ერთიც გარანტირებული მედალი აქვთ. გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო გივი მაჭარაშვილი ოქროს ხვალ შეუტევს. პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში 10:9 დაამარცხა. არადა, ყველაფერი ისე დაიწყო, თითქოს პრობლემები არ უნდა ჰქონოდა. მეტიც, პეტრიაშვილი პირველ სეტში 12:1 დაწინაურდა,...
პეტრიაშვილი ოქროსთვის იჭიდავებს
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მედალი გარანტირებული აქვს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ფინალშია და ოლიმპიადების ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორი მესამე ცდაზე ოქროს მოპოვებას შეეცდება. პეტრიაშვილმა (125კგ) შეჯიბრება ბრწყინვალედ დაიწყო და უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკის 11:0 მოუგო. პირველ პერიოდში ქართველი ფალავანი მეტოქის პასიურობის გამო 1:0 დაწინაურდა. აი, მეორე პერიოდი კი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და 9:0 წაიყვანა,...
გურული ბრინჯაოს დასჯერდა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი შეემატა. რიგით მეოთხე მედალი მოკრივე ლაშა გურულმა ირგუნა და ბრინჯაოს დასჯერდა. გურულს (63.5 კგ) ბრინჯაო დაბევებული ჰქონდა, რადგან ნახევარფინალში იყო გასული. იქ კი მისი მეტოქე კუბელი ერისლანდ ალვარეს ბორხესი იყო და თუ ჩვენებური გაიმარჯვებდა, მედლის ხარისხს გაიუმჯობესებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სამივე რაუნდის განმავლობაში კუბელი მოკრივის უპირატესობა...
საქართველოს გუნდური მარცხი
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს გუნდური ჩემპიონატის დღე დადგა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები შეჯიბრებას დასაწყისშივე გამოეთიშა – ლაშა გუჯეჯიანის გუნდი იტალიასთან 3:4 დამარცხდა. პირველი გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანმა (75 კგ) მოიპოვა; შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერს ასკილაშვილმა (70 კგ) წააგეს; ანგარიში ლაშა ბექაურმა (90 კგ) გაათანაბრა; სოფიო სომხიშვილის (+70 კგ) მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვრჩით; მორიგი...
გურულმა მედალი დაიბევა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთი მედალი გარანტირებული აქვს – მოკრივე, ლაშა გურული (63.5 კგ) ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედალი დაიბევა, თუმცა, ოქროსთვის ბრძოლას აგრძელებს. 27 წლის ქართველი თავის წონით კატეგორიაში მეშვიდე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ უკვე ოთხეულშია. მეოთხედფინალურ ბრძოლაში ჩვენებურის მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუხამედსაბირი იყო. გურული ჩხუბის პირველ რაუნდში დამარცხდა – ხუთივე მსაჯის გადაწყვეტილებით...
დაკარგული ოქრო
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული დღეები გრძელდება. ტატო გრიგალაშვილისა და ლაშა ბექაურის დაწყებული საქმე ილია სულამანიძემ გააგრძელა. სამწუხაროდ, ფინალში ტყიბულელი ძიუდოისტი მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. სულამანიძე (100 კგ.) საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო. 23 წლის ფალავანმა იტალიელი ჯენარო პირელი 2 წუთსა და 8 წამში იპონით დაამარცხა. ჩვენებურმა მეორე გამარჯვება იაპონელ აარონ ვოლფთან მოიპოვა – თავიდანვე ვაზარით...









