6 თებერვალს, 15 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში, „მიხეილ მესხზე“ პორტუგალიას უმასპინძლებს, 12-ში კი, ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა. ეს იქნება ბორჯღალოსანთა სასტარტო მატჩები „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატისა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის მეორე ნაწილიცაა. ჰოდა, ლევან მაისაშვილმაც გადაწყვიტა, გუნდის გაფართოებული რაზმი სწორედ ამ ორ მატჩზე გათვლით შეედგინა. გუნდში 5 დებიუტანტია, მათ შორის...
Author: სლავა გასპაროვი
მორაგბე ლეგიონის ევროპა
გასული უქმეები ქართველი მორაგბეებისთვის წარმატებული უფრო გუნდური თვალსაზრისით იყო, ვიდრე მათი ინდივიდუალური მიღწევების მხრივ. ევროპის ჩემპიონთა თასზე მხოლოდ ორმა ჩვენებურმა ითამაშა. ჯერ იყო და, გურამ პაპიძის „ლა როშელმა“ შოტლანდიაში მრისხანე „გლაზგო უორიორზს“ 38:30 ერთობ სენსაციურად მოუგო და ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი ქართველმა ბურჯმაც შეიტანა. პაპიძე შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა და თავის გუნდს დიდი უპირატესობის შენარჩუნებაში...
გაგიჟდნენ!
უკეთესად ვერც დაახასიათებ მორაგბე ქართველ ლეგიონერთა ბოლოდროინდელ თამაშს. ჯერ იყო და, კოტე მიქაუტაძემ საფრანგეთის პრო დ2-ში ლელო გაიტანა და თავის „ბაიონს“ ბონუსით მოაგებინა, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ კაპის (რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ევროტურნირი) ჯერი დადგა და აი, იქ კი მოხდა რაც მოხდა! ისე გამოვიდა, რომ „ბრივმა“ ჩელენჯ კაპის (გამოწვევის თასის) მესამე ტურში...
მიქაუტაძის ბონუსი
კოტე მიქაუტაძემ 5-წლიანი პაუზა შეწყვიტა და საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში ლელო გაიტანა. მართალია, 30 წლის მეორეხაზელს ყველა წინა ლელო რანგით უფრო მაღალ ლიგაში – ტოპ 14-ში ჰქონდა დადებული, ამჟამად კი მან თავი პირველად გამოიჩინა „ბაიონში“, რომელმაც „ორიაკს“ ბონუსით, 37:6 აჯობა და ბონუსის მომტანი, მესამე ლელო სწორედ მიქაუტაძის ავტორობით გავიდა. შეხვედრის 49-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ბასკებმა მრავალსვლიანი...
ბონუსი
ქართველმა ვუნდერკინდმა დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში თავის მე-8 მატჩში ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო საფრანგეთის უძლიერეს სარაგბო ლიგაში. „პოსთან“ საშინაო მატჩის 44-ე წუთზე „ლიონმა“ მეტოქის 5-მეტრა ხაზთან თავისი შერკინება მოიგო, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და 19 წლის ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა ბურთიანად ისეთი სიჩქარე განავითარა, მეურვეთა გამოკიდებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვაღა დარჩა. ეს იყო ლიონელთა მე-4 ლელო, რომელმაც...
ზურას და ზაურის აურზაური
პრო დ2-ის რეგულარულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო და მისი სტარტი საკმაოდ ხვავრიელი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. საფრანგეთის სარაგბო პირველობის მეორე ეშელონის მე-16 ტურში 14-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ორმა მათგანმა სეზონში პირველი ლელოც მიითვალა. ერთ-ერთი მათგანისთვის კი ეს იყო სულაც სადებიუტო ლელო პროფესიული კარიერის განმავლობაში. 22 წლის ზაურ თევდორაშვილი პრო დ2-ში მესამე სეზონს ატარებს და თავი...
ლობჟანიძე, ჯალაღონია, გორგაძე…
ქართველმა მორაგბეებმა 2022 წელი ძალიან ენერგიულად და წარმატებულად დაიწყეს. საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარი ლიგა არ ისვენებს და აქ მორიგი ტურები ყოველ უქმეებზე სტაბილურად ტარდება. ჰოდა, თუკი გასული წელი ქართული ლეგიონისთვის მაჟორულად დაიხურა, როცა კასტრელმა ლევან ჩილაჩავამ ლელო დადო და თავის გუნდს მოაგებინა, ახალი წელი საფრანგეთში მოთამაშე ბორჯღალოსნებმა ორმაგად მაჟორულად გახსნეს. ვასილ ლობჟანიძემ ტოპ 14-ში 48-ე მატჩი...
ჩილაჩავამ დახურა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში რეგულარული სეზონის ნახევარი გაილია. ტოპ 14-ში იქაური შობის შემდეგ ეგრევე გაიმართა პირველი წრის ბოლო, მე-13 ტური, მაგრამ თუკი მანამდე ყველა ტური სრულად ჩატარდა, კორონავირუსის პანდემიამ ამჯერად მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ევროპის უძლიერეს ეროვნულ ჩემპიონატში. ტურის 7 მატჩიდან მხოლოდ 3 ჩატარდა, ყველა დანარჩენი ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა სიმრავლის გამო გადაიდო, მაგრამ ამ 3...
შავი ლომი ნახევარფინალშია!
შაბათს პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ისრაელში ადგილობრივი „თელ-ავივ ჰითი“ ბონუსით, 52:28 დაამარცხა და „ევროპის რაგბის“ სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილს სათავეში 20 ქულით ჩაუდგა. ისრაელის გუნდი მესამე ადგილზე და ნახევარფინალს მიღმა დარჩა. „შავმა ლომმა“ კი ამ გუნდის ძლევით მომდევნო ეტაპზე ავტომატურად გაიყოლა კრასნოიარსკის „ენისეი-სტმ“, რომელიც ქართული გუნდის კვალად ცხრილში გარანტირებულად დარჩა მეორე ადგილზე. გაისად გაზაფხულზე...
შავი ლომი ისრაელში
18 დეკემბერს, 22 საათზე პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავილომი“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე თავის მეხუთე მატჩს გამართავს. დღესდღეობით სიტუაცია შემდეგია: პირველ ადგილზე რუსული „ენისეი-სტმ“ არის, რომელმაც 15 დეკემბერს თბილისის „ავჭალაზე“ „თელ-ავივ ჰითს“ დრამატულ ბრძოლაში 34:31 მოუგო და 16 ქულა დააგროვა, რაც ერთი ქულით მეტია, ვიდრე ქართულმა გუნდმა 4 მატჩში დააგროვა. ებრაულმა ფრენჩაიზმა კი ბონუსი მიიღო...









