Author: სლავა გასპაროვი

Home სლავა გასპაროვი
… მგონი ამ ბიჭს მოსწონხარ, პასებს სულ შენ გაძლევსო
ჩანაწერი

… მგონი ამ ბიჭს მოსწონხარ, პასებს სულ შენ გაძლევსო

როგორი ფეხბურთელი იყო ვიტალის თამაში ვისაც გვინახავს, ერთხმად ვაღიარებთ, რომ ის მომავლის ფეხბურთელი იყო. ტანმორჩილი, მაგრამ ფიზიკურად უმძლავრესი. ხისტ ორთაბრძოლებში ბადალი არ ჰყავდა. იყო ცაცია და საოცარ შორეულ დარტმას ფლობდა, მაგრამ მარჯვენათიც არაერთი მაგარი გოლი გაუტანია. ალბათ ყველას ახსოვს, 13 მაისის მატჩის პირველ ნახევარში მარჯვენა ფლანგზე რეიდის შემდეგ მოედნის პირითი ხაზიდან მარჯვენა, არასამუშაო ფეხით როგორი...

საკრალური რიცხვი 13
ჩანაწერი

საკრალური რიცხვი 13

ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 39 წელი გავიდა. გთავაზობთ ნაწყვეტს სლავა გასპაროვის წერილიდან, რომელიც 2021 წლის 13 მაისის გაზეთ „სარბიელში“ გამოქვეყნდა.  წერილს სრულად sarbieli.com-ზე 14 დეკემბრის საღამოდან იხილავთ… ვიტალი დარასელიას რიცხვი „13“ უყვარდა – ჩემთვის ბედნიერება მოაქვსო. 13 მაისი ხომ ცალკე თემაა და ყველა ნაკრებში – ახალგაზრდულ თუ ეროვნულში ცდილობდა, 13-ნომრიანი მაისურა დაესაკუთრებინა. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზეც,...

ფერსტაპენის ფორმულა
ჩანაწერი

ფერსტაპენის ფორმულა

გასაკვირია, რომ მოვლენებით ესოდენ აღსავსე, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სეზონის ბედი ერთ დღეს გადაწყდა. უფრო ზუსტად – ორსაათიან რბოლაში მოსაღამოებულ აბუ დაბიში. მაქს ფერსტაპენი და ლუის ჰამილტონი ფინალურ ეტაპზე თანაბარი ქულებით გავიდნენ – 369,5-369,5. მანამდე ბრიტანელმა ზედიზედ სამი რბოლა მოიგო და ჰოლანდიელს 19 ქულა ამოუქაჩა. საოცარი სეზონი დასასრულს უახლოვდებოდა. ტიტულის ორმა პრეტენდენტმა რბოლა წინა...

ევროლელო
ჩანაწერი

ევროლელო

ევროპულ რაგბში სათასო ტურნირების დრო მოვიდა და ორივე მათგანში რამდენიმე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონთა თასის 2021-22 წლების სეზონი ინგლისური „ნორთჰემპტონისა“ და ფრანგული „რასინგ-92“-ის მატჩით გაიხსნა, რომელიც პარიზელთა დიდი გამარჯვებით დასრულდა – 45:14. „რასინგის“ სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი იყო, რომელმაც 55-ე წუთამდე დამაჯერებლად ითამაშა. აი, ტოპ 14-ის ლიდერმა „ბორდომ“ კი მომძლავრებულ „ლესტერ თაიგერსთან“ შინ...

რაგბი ბეწვის ხიდზე
ჩანაწერი

რაგბი ბეწვის ხიდზე

„შავმა ლომმა“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა „ავჭალაზე“ რუსეთის ჩემპიონ „ენისეის“ უმასპინძლა და 27:20 დამარცხა, თავად 4 ქულა მიიღო, მაგრამ მთავარ კონკურენტსაც გაატანა ერთი სანუგეშო ბონუსი. არადა პირველი ტაიმი „შავმა ლომმა“ 18:6 მოიგო და შესვენებაზე რიცხობრივ მეტობაში გავიდა, რადგანაც ციმბირელთა მეორეხაზელი ქართული მოლის...

მოდი ვნახოთ ენისეი
ჩანაწერი

მოდი ვნახოთ ენისეი

„ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ტურის დრო დადგა, მაგრამ ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ მეექვსე ტურში თავის მხოლოდ მეოთხე მატჩს ატარებს. თუმცა, ქართველი მორაგბეების შაბათის მეტოქე კრასნოიარსკის „ენისეი“ ზუსტად იგივე მდგომარეობაშია – მასაც ორი მატჩი აქვს გადადებული და თბილისში მხოლოდ მეოთხე თამაშს ჩაატარებს. ამავდროულად, საქართველო უკვე მერამდენედ მოევლინა ევროპულ რაგბს ზამთრის ერთგვარ თავშესაფრად – თუკი...

ქება ბექათა !
ჩანაწერი

ქება ბექათა !

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელებმა ბექა გორგაძემ და ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურში თავი გამოიჩინეს და პირადი ანგარიში თითო გატანილ ლელოთი გაზარდეს. გორგაძემ თავის ახალ კლუბ „პოში“ სულაც სადებიუტო ლელო დადო. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი „ტულონთან“ საშინაო მატჩში 50-ე წუთზე ჩაერთო და ბასკთა ბოლო შეტევაში ანგარიში გაათანაბრა – 16:16. შერკინებიდან ბურთი თავად წაიღო, კინაღამ ლელო დადო,...

ცივი შხაპი პენზიდან
ჩანაწერი

ცივი შხაპი პენზიდან

ამას ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ არც თავად ამ სენსაციის მომხდენი ხალხიც კი. მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით – „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე პირველი მარცხი იწვნია, თანაც ვისგან? რუსეთის ვიცე-ჩემპიონ „ლოკომოტივ-პენზასგან“, რომელსაც ქართულმა ფრენჩაიზმა პირველ წრეში პენზაშივე  ბონუსით, 27:11 მოუგო. უფრო მეტიც, რუს „რკინიგზელებს“ აღმოსავლეთ კონფერენციის ოთხივე გამართული მატჩი წაგებული ჰქონდათ და უცებ… თბილისში პოტენციურ ლიდერად ჩამოყალიბებულ და...

მხოლოდ 12 ქართველი…
ჩანაწერი

მხოლოდ 12 ქართველი…

საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში მე-13 ტური გაიმართა, რომელიც თავისი დაძაბულობით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. რვიდან ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ბონუსის მონადირება მხოლოდ ლიდერმა „მონ-დე-მარსანმა“ მოახერხა, რომელმაც „პროვანსს“ 32:15 აჯობა. ამ ლიგისადმი ჩვენი ინტერესი კი მასში მოასპარეზე ქართველების სიმრავლით აიხსნება, თუმცა, გასულ ტურში ქართული ლეგიონი ერთობ მოკრძალებული იყო – ხუთშაბათსა და პარასკევს მხოლოდ...

შავი ლომი ექვსი დებიუტანტით
ჩანაწერი

შავი ლომი ექვსი დებიუტანტით

როგორც იქნა, დაბრუნდა ის დრო, როცა საქართველოში საერთაშორისო სარაგბო მატჩს სტადიონის ტრიბუნებიდან თვალ-ყურს გულშემატკივრები ადევნებენ. მერე რა, რომ ისედაც არცთუ ტევადი „ავჭალა“ მხოლოდ 30%-ით შეივსება. მთავარია, რომ უამრავი ადამიანი კვლავ შეიგრძნობს რაგბის სულისკვეთებას არა ტელეეკრანთან მჯდომი, არამედ მოქმედების უშუალო სიახლოვეს, უმთავრესი კი ისაა, რომ ქართველ მორაგბეებს დაემატებათ მე-16 მოთამაშე, რომელიც ესოდენ აკლდა აგერ უკვე თითქმის...