„შავმა ლომმა“ საკუთარ მოედანზე, თბილისურ „ავჭალაზე“ „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მიმდინარე გათამაშებაზე პირველად ითამაშა და ესპანურ „იბერიანსს“ 47:21 მოუგო. ქართველებმა 7 ლელო გაიტანეს ესპანელთა სამის წილ და მორიგი 5 ქულა ჩაიწერეს. დღეს ქართულ სარაგბო ფრენჩაიზს უკვე 15 ქულა აქვს და ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოპოვებისგან ფაქტობრივად აღარაფერი აშორებს. ერთადერთ კონკურენტს, პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ ამ ტურნიტზე ქართული ჰეგემონიის დასამხობად...
Author: სლავა გასპაროვი
ოთხი ქართული ლელოს ამბავი
გასული უქმეები საფრანგეთის სარაგბო ლიგებში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ტოპ 14-ში გიორგი ახალაძემ წყვილი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ში თავი მამუკა მსტოიანმა და თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინეს. მათ გარდა კი დაჩი პაპუნაშვილმაც გაისროლა ერთი ზუსტი საჯარიმო… ტოპ 14 საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯი გიორგი ახალაძე თავის ახალ კლუბ „კლერმონში“ მესამე მატჩს ატარებდა – „ვულკანები“ ბასკურ...
ორი განსხვავებული შავი ლომი
„შავმა ლომმა“ ესპანელებს პორტუგალიელებიც მიაყოლა – „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მორიგ ტურში ლისაბონში იქაური „ლუზიტანუში“ 38:14 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ქართული და პორტუგალიური სარაგბო ფრენჩაიზების აწ უკვე სამივე მატჩი ლისაბონში გაიმართა და თითოეული რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. 2022-ში ფინალი იყო და „შავმა ლომმა“ დიდი გაჭირვებით მოიგო – 17:14. შარშან ეს მეტოქეები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს და...
რეკორდები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი თანდათან ხურდება და ქართველ ლეგიონერთა პროდუქტიულობაც შესაბამისად მატულობს. ტოპ 14-ის მეორე ტურში, უნაყოფო სტარტისგან განსხვავებით, ერთბაშად ორი ქართული ლელო გავიდა, ხოლო პრო დ2-ის მესამე ტური – 3 ლელო და თედო აბჟანდაძის საოცარი წარმოდგენა. ტოპ 14 „ლიონმა“ მეორე ტურშიც იმარჯვა – ვიცე-ჩემპიონი „ბორდო“ მძიმე ბრძოლაში 28:26 დაამარცხა. ბექა საღინაძემ 63-ე წუთამდე ითამაშა, მეორე...
შავმა ლომმა ბურგოსი წალეკა – 54:3!
ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა „რაგბი ევროპის“ სუპერთასის 2024 წლის გათამაშება ხმაურიანი და ამასთანავე, ლამაზი გამარჯვებით გახსნა. „შავი ლომის“ საჭესთან რიჩარდ კოკერილის პირველმა გამოჩენამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო – ჩვენმა გუნდმა ესპანეთის ქალაქ ბურგოსში სეზონის სტარტისთვის მოულოდნელად მაღალი დონის რაგბი ითამაშა და ადგილობრივი „იბერიანსი“ ძალიან დიდი სხვაობით დაამარცხა – 54:3! ამ გუნდების ყველა წინა შეხვედრა თბილისის „ავჭალაზე“ შედგა...
შავი ლომი იბერიელებით იწყებს
პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ მორიგ სეზონს შაბათს, 15 სექტემბერს დაიწყებს. ამიერიდან ამ გუნდს სათავეში ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი ეყოლება და გარდა ამისა, სიახლეები გუნდის შემადგენლობაშიცაა. ფრენჩაიზთან კონტრაქტი ბევრმა ახალგაზრდა მორაგბემ გააფორმა, არიან საფრანგეთიდან დაბრუნებულებიც. მოკლედ, „შავი ლომი“ ახალ სეზონს ახალი ძალებით იწყებს. „რაგბი ევროპის“ სუპერთასის 2024 წლის გათამაშებას ქართული ფრენჩაიზი ესპანურ...
სერგო, ვანო, თედო
საფრანგეთში ტოპ 14 დაიწყო – ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი. პრო დ2-ში კი მეორე ტური შედგა. მთავარ ლიგაში ვანო კარკაძემ და სერგო აბრამიშვილმა სეზონი ლელოებით გახსნეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმების შესრულება ამ ტურშიც გააგრძელა. ტოპ 14 გასულ უქმეებზე ორ ბორჯღალოსანს დებიუტი როგორც ახალ კლუბში ჰქონდა, ისე ზოგადად ტოპ 14-ში. ბურჯი გიორგი ახალაძე თავის „კლერმონს“ „პოს“...
42 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში
ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი, საფრანგეთის ტოპ 14 7 სექტემბერს აიღებს სტარტს. ქართველებისთვის 2024-2025 წლების რეგულარული სეზონი კი იმითაა გამორჩეული, რომ მის მონაწილე 14 კლუბში ჩვენი თანამემამულეების უპრეცედენტო რაოდენობა ირიცხება. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, ქართველები ლიგის 14 კლუბიდან 12-ში არიან თავმოყრილნი – ჩემპიონი „ტულუზი“ და ტოპ 14-ის ახალბედა „ვანი“ ბოლო წლებში ფონს ქართველების გარეშე გადიან. უპრეცედენტო...
სარბიელის სინი რუსთავში
საქართველოს შიდა სარაგბო სეზონი 6 სექტემბერს დიდ 10-ში დაბრუნებული დედაქალაქური „არმიასა“ და ქვეყნის ჩემპიონ „აიას“ ჯახით გაიხსნება. 2024/2025 წლების რეგულარულ სეზონში დიდ 10-ში შემდეგი გუნდები იასპარეზებენ: სამი თბილისური – „ლელო-სარასენსი“, „ხვამლი“ და „არმია“; ორი ქუთაისური – „აია“ და „არესი“; და კიდევ 5 – ბათუმის „ბათუმი“, რუსთავის „ხარები“, ბოლნისის „ყოჩები“, სტეფანწმინდის „ყაზბეგი“ და ლიგის დებიუტანტი, სამცხე-ჯავახეთის „ტაო“....
აბჟანდაძის 14-ქულიანი სტარტი
საფრანგეთში რანგით მეორე სარაგბო ლიგის მორიგი გათამაშება დაიწყო. პრო დ2-ის სასტარტო ტურში მონაწილეობა ჩვიდიმეტმა ქართველმა მიიღო. ბევრ მათგანს ახალ კლუბში პირველი მატჩი ჰქონდა, ერთს – სულაც პროფესიული დებიუტი. კოტე მიქაუტაძემ „ბრივში” პირველი მატჩი ჩაატარა — „ოიონაქსთან” 18:9 მოგებაში 35-წუთიანი წვლილი შეიტანა. დამარცხებულებში 58-ე წუთამდე ვასილ ლობჟანიძემ ითამაშა, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიველი მეგობრების გარემოცვაში აღმოჩნდა....









