Author: სლავა გასპაროვი

Home სლავა გასპაროვი
პრო D2: ახალი სეზონი 47 ქართველით
ჩანაწერი

პრო D2: ახალი სეზონი 47 ქართველით

2024/2025 წლების რეგულარული სეზონი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ პრო D2-ში ხუთშაბათს, 29 აგვისტოს დაიწყება. ეს ლიგა ჩვენთვის იმიტომაა აქტუალური, რომ იმს კლუბებში თითქმის ნახევარი ასეული, 47 ქართველი ირიცხება და უფრო მეტიც, მათი საკმაო ნაწილი ან ბორჯღალოსანია, ან ქვეყნის მთავარი გუნდის უახლოეს რეზერვს შეადგენს. აქ უხვად არიან U20-ის და U18-ის ნაკრებთა წევრებიც. ყველაზე „ქართული“ კი, ტრადიციულად,...

ირლანდიასთანაც იგივე
ჩანაწერი

ირლანდიასთანაც იგივე

18-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა, რომელსაც ზურაბ ამონაშვილი წვრთნის, სამხრეთ აფრიკაში გამართული ტესტების სერია მარცხით დაასრულა. ფაქტია, რომ პატარა ბორჯღალოსნებმა სამივე მატჩი წააგეს, მეტოქეებიც ბობოლათა რიცხვიდან იყვნენ – სამხრეთ აფრიკა, ინგლისი და ირლანდია, მაგრამ მაინც დასანანია, რომ ჩვენმა ჭაბუკებმა თუნდაც ერთი თამაშის მოგებაც ვერ შეძლეს. თან სამივე მატჩი ფაქტობრივად იდენტური სცენარით წარიმართა… ჯერ იყო მასპინძელი 18-წლამდელი ქურციკები,...

მეორე ტაიმის სინდრომი
ჩანაწერი

მეორე ტაიმის სინდრომი

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული სერიის მეორე მატჩიც წააგო. ამჯერად ზურაბ ამონაშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი ინგლისელ მორაგბე თანატოლებთან დამარცხდა – 20:27. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში პატარა ბორჯღალოსნები გაცილებით დამაჯერებლები იყვნენ და პირველი ტაიმი ინგლისელებს სულაც მოუგეს, მეორე ტაიმში კვლავ ვერაფერი დაუპირისპირეს მეტოქეს. შეხსენებისთვის, პირველი მატჩში ქართველებმა სამხრეთ აფრიკის U18-თან სულ რაღაც 3:6 დათმეს, მაგრამ შესვენების...

U18-ის სტარტი – 3:20 აფრიკასთან
ჩანაწერი

U18-ის სტარტი – 3:20 აფრიკასთან

საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი წააგო. მასპინძელთა 18-წლამდელთა A ნაკრებმა ზურაბ ამონაშვილის მიერ გაწვრთნილ პატარა ბორჯღალოსნებს 20:3 მოუგო, არადა ანგარიში ქართველებმა გახსნეს და მასპინძელმა ჭაბუკებმა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს შეძლეს ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი წინ გასვლა. ცხადია, ტაიმის სამივე შედეგიანი მოქმედება ზუსტი საჯარიმო დარტყმა იყო და ჩვენი მხრიდან...

მე-4 სუპერთასისთვის
ჩანაწერი

მე-4 სუპერთასისთვის

„რაგბი ევროპის“ სუპერთასის გათამაშებას „შავი ლომი“ ტურნირის სამგზის და ერთადერთი ჩემპიონის რანგში ხვდება. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ახალ გათამაშებას ტურნირის ზედა ეშელონში – „ს“ პულში შეუდგება ტიტულის დაცვას, ოღონდ განსხვავება ის იქნება, რომ ამ ჯერზე შეჯიბრში მონაწილეობას ისრაელის „თელ ავივ ჰითი“, როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ საიტე წერია, „სხვადასხვა ლოგისტიკური პრობლემების“, სინამდვილეში კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სრულმასშტაბიანი...

37 ქართველი გასულ სეზონში
ჩანაწერი

37 ქართველი გასულ სეზონში

2023/2024 წლების სეზონი ქართველი მორაგბეებისთვის საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა: ტოპ 14-ში „ვანი“ აღზევდა, რომლის შემადგენლობაში ქართველს უკვე მრავალი წელია არ უთამაშია. აღზევების შანსი ქართველებით სავსე „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ჯერ „ვანთან“ წააგეს ლიგის ფინალი, შემდეგ კი ტოპ 14-ის ბოლოსწინაადგილოსან „მონპელიესთან“ დათმეს გადასასვლელი პლეი-ოფი. ამასთან, ნასიონალ 1-ში სოსო ბეკოშვილისა და ლუკა აზარიაშვილის „რუანი“ დაქვეითდა და მის...

ვოლაბებს ვეღარ მოვერიეთ
ჩანაწერი

ვოლაბებს ვეღარ მოვერიეთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტები მარცხით კი დაასრულა, მაგრამ ბორჯღალოსნებისთვის აუგის სათქმელად ენა ვერავის მოუბრუნდება. 29:40 სიდნეიში ავსტრალიასთან ის ანგარიშია, რომელიც დიდად არ ჩამოუვარდება ორ წინა უიქ-ენდზე უელსის ნაკრების მიერ განცდილ ორ მარცხს იგივე ავსტრალიელებთან დაპირისპირებებში – შესაბამისად 16:25 და 28:36, თან „დრაკონებზე“ მეტი ქულის გაკეთებაც ხომ შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა?! არადა თამაში ისე დაიწყო, რომ...

ინგლისმა ფრანგული ჰეგემონია დაამხო
ჩანაწერი

ინგლისმა ფრანგული ჰეგემონია დაამხო

სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. „ვარდებმა“ გადამწყვეტ მატჩში ბოლო სამი ჩემპიონატის ტრიუმფატორ საფრანგეთს 21:13 მოუგეს, არადა სულ რაღაც ერთი თვის წინ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მომავალი მსოფლიო ჩემპიონი ტესტ-მატჩში სასტიკად დაამარცხეს – 45:17. მესამე ადგილზე ახალი ზელანდიის U20 გავიდა, რომელმაც ირლანდიას 38:24 აჯობა. მე-5 ადგილისთვის მატჩი არგენტინამ ავსტრალიას...

მსოფლიოს 20-წლამდელთა მე-9 ერი – საქართველო
ჩანაწერი

მსოფლიოს 20-წლამდელთა მე-9 ერი – საქართველო

სხვა რა უნდა თქვან ქართველმა მორაგბეებმა იტალიელებზე, თუ არა ქალაქურად „ჩვენი ბულკები არიანო“? ბორჯღალოსნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აგერ 20-წლამდელებმაც კი ზედიზედ მესამედ დაამარცხეს შესაბამისი იტალიური ნაკრები. საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა – მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის ფინალში ლადო კილასონიას შესანიშნავმა გუნდმა იტალიის 20-წლამდელები 24:13 დაამარცხა! გემახსოვრებათ, ათიოდე...

საკურების მერე იქნებ ვოლაბებიც?
ჩანაწერი

საკურების მერე იქნებ ვოლაბებიც?

შაბათს დილაადრიან ბორჯღალოსნები ზაფხულის ტესტების დასკვნით მატჩს დაიწყებენ – სიდნეის „ფუტბოლ სთედიუმზე“, იგივე „ალიანც სთედიუმზე“, ავსტრალიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა შედგება. დასაწყისი – 9:45-ზე. მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი ავსტრალია ისტორიაში მესამედ დაუპირისპირდება კლასიფიკაციაში მე-12 საფეხურზე მდგომ საქართველოს. „ვოლაბებისა“ და ბორჯღალოსნების პირველი შეხვედრა 2019-ში, იაპონიის მსოფლიო თასზე შედგა და სამხრეთელებმა დასკვნით 20 წუთშიღა გაარღვიეს ჩვენი...