Author: სარბიელელები

Home სარბიელელები
ბადრის დაფასება!
ჩანაწერი

ბადრის დაფასება!

„დინამო“ თბილისმა ბადრი კეთილაძის სახელობის ყოველწლიური პრემია დააწესა. ბადრი კეთილაძე – ადამიანი, რომელიც უპირველესად დააკლდა ოჯახს, უსაყვარლეს მეუღლესა და ქალიშვილს, მერე კი ყველას, ვინც იცნობდა. მით უმეტეს მათ, ვისთვისაც სპორტი და კონკრეტულად ლამაზი ფოტო სულერთი არაა. სამწუხაროდ, მძიმე სენმა მთელ ქვეყანას წაართვა ეს კაცი. ბადრი დიდხანს მუშაობდა „სარბიელში“, გაზეთის ერთ-ერთი ნათელი სახე იყო. ბადრისგან მხოლოდ...

სტუმარ-მასპინძელი ყაველაშვილის ენაზე…
ჩანაწერი

სტუმარ-მასპინძელი ყაველაშვილის ენაზე…

„ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, არ გამოიხატება სტუმრის შეურაცხყოფაში, ამ შემთხვევაში, გუნდი, რომელიც ჩამოდის ის პირველ რიგში, სტუმარია. „სტუმარ-მასპინძელზე” ვართ გაზრდილები და სწორედ ამ ღირსებითაა ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება“, – ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი საქართველო – რუსეთის სარაგბო მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით მისვლის ინიციატივას. რა არის შეურაცხყოფა: საკუთარი სახელმწიფო დროშის ფრიალი? გასაჭირში...

ლეგენდა გარდაიცვალა
ჩანაწერი

ლეგენდა გარდაიცვალა

ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა. 84 წლის ასაკში… ბოლო წლებში შეუძლოდ გახლდათ. 1964 წლის 18 ნოემბერი. ტაშკენტი, საბჭოეთის ჩემპიონატის ოქროს მატჩი, 72-ე წუთი. თბილისის „დინამო“ მოსკოვის „ტორპედოსთან“ მინიმალური სხვაობით აგებს და რა რჩება? 18 წუთი. „დინამომ“ მანამდე იმდენჯერ წააგო ან წააგებინეს გადამწყვეტი თამაში, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი გუნებაში ურიგდებოდა კიდეც მორიგ მარცხს. კუთხური… და დღეს რომ ასე გვიკვირს...

სინდისი სინდისია…
ჩანაწერი

სინდისი სინდისია…

➡ ამბის დასაწყისი წაიკითხეთ აქ რა გინდა რომ თქვა.. რა უნდა უთხრა ადამიანს, რომელიც თავისივე არათუ ნათქვამს, დაწერილს უარყოფს. როცა გიმტკიცებს, რომ რაც დაწერა, არ დაუწერია. თან ამას ისე ამბობს, თითქოს შენ იყო წერა-კითხვის უცოდინარი. ასეთ ხალხთან კამათი სისულელეა. რა უნდა უმტკიცო?! მკითხველისთვის ვწერთ. იმ მკითხველისთვის, წერა-კითხვაც რომ იცის, წაკითხულიდან აზრის გამოტანაც შეუძლია და მთავარი –...

მშვიდობით, ზაალ!
ჩანაწერი

მშვიდობით, ზაალ!

„სარბიელის“ დიდ ოჯახს კიდევ ერთი გამორჩეული წევრი გამოაკლდა – 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ზაალ გიგინეიშვილი. ზაალი ძირძველი სარბიელელი იყო, ჩვენი გაზეთის სტაჟიან მკითხველს უთუოდ ემახსოვრება მის მიერ შექმნილი რუბრიკა „უცხო ხილი“ და გამოგონილი პერსონაჟი ყაფლან ჯანდიერი. თავად ყოფილი მორაგბე, სპორტის ამ სახეობის უდიდესი მოამაგე და პოპულარიზატორი გახლდათ. უიშვიათესი ერუდიტი და პოლიგლოტი არაერთი წიგნის ავტორი იყო...

გარდაიცვალა ბადრი კეთილაძე
ჩანაწერი

გარდაიცვალა ბადრი კეთილაძე

ძმაო, ბადრი! შენ წახვედი, დაგვტოვე და წარმოდგენა არ გაქვს რა დავკარგეთ იმ ხალხმა ვინც ახლა უაზროდ შევჩერებივართ ერთმანეთს. წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავდა თითოეული ჩვენგანისთვის შენთან ურთიერთობა. ჩვენო ბადრი, შენ ვერც კი ხვდებოდი რამდენად კარგი ადამიანი იყავი და როგორ ამართლებდი საოცარ გვარს – კეთილაძე. დიდებული ფოტოხელოვანი რომ იყავი ალბათ გრძნობდი, მაგრამ ქუჩაში საოცარი მოკრძალებით დადიოდი....

გარდაიცვალა ჯანო ბაგრატიონი
ჩანაწერი

გარდაიცვალა ჯანო ბაგრატიონი

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანო ბაგრატიონი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, უფრო ადრე კი სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე. მან მთელი ცხოვრება ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას მიუძღვნა, ჯერ როგორც წარმატებულმა სპორტსმენმა, (ის გახლდათ პირველი თაობის ხელბურთელთა ერთ-ერთი ლიდერი), მერე კი – როგორც მწვრთნელმა და ჩინოსანმა. 1996-2004 წლებში სწორედ ჯანო ბაგრატიონის პრეზიდენტობისას მოიპოვეს ქართველმა სპორტსმენებმა დამოუკიდებელი...

ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა
ჩანაწერი

ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა… საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი… დიდი სპორტსმენი, დიდი რეკორდსმენი. ის ბოლო დროს ავტრალიაში ცხოვრობდა და სამშობლოში ჩამოსვლას იშვიათად თუ ახერხებდა. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი გახლდათ სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი და ძალიან შორს რომ აღარ წავიდეთ, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ათლეტი… ვიქტორ სანეევი...

სარბიელი 31 წლის არის
ჩანაწერი

სარბიელი 31 წლის არის

28 დეკემბერი „სარბიელის“ დაბადების დღეა. 31 წლის გახდა. თუმცა ალბათ სჯობს, ასე ვთქვათ: 31 წლის გავხდით. ბევრია ეს თუ ცოტა? არ არის იოლი კითხვა, მით უფრო, ჩვენს სრულიად არასტაბილურ დროში. დაბადების დღე საჩუქარსაც მოითხოვს. აი, ისიც: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/358165?fbclid=IwAR3FK6iMJLEZscFB1UyfM6Ftso8oSQcvZA_J6XScxUyi4gLJov39Tz9-pRc XXI საუკუნის 20-იან წლებში, როცა გაზეთი კი არა, ცხოვრებაც ციფრულ სამყაროში გვაქვს გადატანილი, გვსურს გაგაცნოთ და შემოგთავაზოთ, „სარბიელის“...

ჩვენი მახო
ჩანაწერი

ჩვენი მახო

მალხაზ ბეუქლიშვილი გარდაიცვალა… საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ძალიან კარგი ადამიანი. მხიარული, ენაკვიმატი. ზოგი მახოს ეძახდა, ზოგი ბეუქლას. ახალგაზრდა კაცს გულმა უმტყუნა. თავად მინახავს, როგორ სჯიდა ხოლმე თამაშებს. მე თქვენ გეტყვით, ანშლაგი იყო ხოლმე სტადიონებზე და ვერ გაიგებდი?! ზოგჯერ ურჩ ფეხბურთელებს ისე სასაცილოდ ეტყოდა ხოლმე რაღაცას. „ადე, ადე, ნუ გორაობ, კამეჩი ვერ წაგაქცევს“… „აჰა, ეს ყვითელი....