Author: სარბიელელები

Home სარბიელელები
გიორგი ნოზაძე გარდაიცვალა
ჩანაწერი

გიორგი ნოზაძე გარდაიცვალა

გიორგი ნოზაძე გარდაიცვალა. ალალი, წესიერი ქართველი კაცი, ძირძველი სარბიელელი და ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი. ბოლო დროს თავად ჯანმრთელობა შერყეულს, მთავარ საზრუნავად სხვათა მოვლა-გაფრთხილება ჰქონდა. გამორჩეულად კარგი ადამიანური თვისებების და ხარისხიანი იუმორის წყალობით, ყოველთვის ახერხებდა თავის გარშემო პოზიტიური, იმედიანი განწყობის შექმნას. გიორგი,ძალიან შრომისმოყვარე, თავის საქმის პროფესიონალი და ამ საქმეში უღალატო იყო. სარბიელელები ვუსამძიმრებთ გიორგი ნოზაძის...

სარბიელი ციფრულად  და ყველასთვის!
ჩანაწერი

სარბიელი ციფრულად და ყველასთვის!

უმნიშვნელოვანესი ამბავი „სარბიელისთვის“ და ვფიქრობთ, შესანიშნავი საჩუქარი ჩვენი მკითხველისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკა „სარბიელის“ გაციფრულებას იწყებს! ეს უზარმაზარი მოცულობის სამუშაოა – ჩვენი გაზეთის პირველი ნომერი ხომ 1990 წლის 28 დეკემბერს გამოვიდა. გაციფრულდება თითოეული ნომერი, თითოეული გვერდი. გარდა ამისა, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ „სარბიელის“ უმდიდრესი ფოტოარქივის გაციფრულების ვალდებულებაც აიღო. ამ ყველაფერზე კი ნებისმიერ ადამიანს სრულიად თავისუფალი წვდომა ექნება! სარბიელელებს გვსურს...

ძალოსნობამ ვანო დაკარგა
ჩანაწერი

ძალოსნობამ ვანო დაკარგა

ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონების – კახი კახიაშვილისა და გიორგი ასანიძეს აღმზრდელი, საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ივანე (ვანო) გრიქუროვი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. გრიქუროვი 2000 წელს საქართველოს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. სარბიელელები ვწუხვართ ვანო გრიქუროვის გარდაცვალების გამო

ილია კოკაია გარდაიცვალა
ჩანაწერი

ილია კოკაია გარდაიცვალა

ილია კოკაია გარდაიცვალა… კაცი, რომელმაც საფეხბურთო საქართველოში 90-იანი წლების მიწურულს გამოჩნდა და ბარე 20 წელიწადს დარჩა. ილია კოკაია, რომელმაც ერთერთმა პირველმა გაჭრა ქართველი ფეხბურთელებისთვის ფანჯარა ევროპაში და კაცი, რომელმაც საქართველოს საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ აჩუქა, გუნდი რომელმაც ჩვენს ფეხბურთს ელფერი შეჰმატა და წლების განვალობაში მოწინავე გახლდათ… ილია კოკაია მთის მოყვარული გახლდათ. ამას წინათ მან კილიმანჯარო დალაშქრა,...

მადლობა და მშვიდობით, ლეგენდავ!
ჩანაწერი

მადლობა და მშვიდობით, ლეგენდავ!

„ძალიან დაგვწყვიტე გული. მადლობა, ლეგენდავ! შენ მუდამ იყავი და ისევ დარჩები ჩვენთან” – ეს სიტყვები ოლიმპიურ ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს ეკუთვნის. დღეს 74 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა. ლადო ხინჩეგაშვილი ერთადერთი არაა, ვინც ბატონმა ნუგზარმა დააფრთიანა – ის ხომ სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელიც იყო. ნუგზარ სხირელზე ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა...

დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა
ჩანაწერი

დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამოუკიდებელი საქართველოს მედროშე იყო – 1992 წელს, ბარსელონაში. მთავარი: რიონის პირას გაზრდილი ძიუდოისტი პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა და...

ჩანაწერი

… წინ კი მთელი ცხოვრებაა!

ახალი წელი ის დღესასწაულია, ყველას ბავშვობაში – ოცნებების და ჩაფიქრებული სურვილების სამყაროში რომ გვაბრუნებს… თუმცა, კაცმა არ იცის, 2020 წლის ბოლოს ახალს უფრო ველოდებით თუ ძველისგან თავის დახსნას. ასეთი მასშტაბური კატასტროფის წინაშე კაცობრიობა დიდი ხანია, ან საერთოდ არ მდგარა. იმედის ჭრაქი ბჟუტავს, მაგრამ სანამდე იქნება აქტუალური „ლოკდაუნი“, „დეზობარიერი“ და ასეთები, ვერავინ გვეუბნება. საყოველთაო ჭირმა დაღი...

თქვენი გაზეთი!
ჩანაწერი

თქვენი გაზეთი!

აი, ამოთქმა რომ გინდა და მთლად ისე ვერ გამოდის, ეგ მომენტია… არადა, 30 წელი ხუმრობა საქმეა?! „სარბიელი“ უბრალოდ გაზეთი არასოდეს ყოფილა, უბრალოდ სამსახურიც არასოდეს ყოფილა, ცოტა უფრო მეტი იყო… ცოტა კი არა, ბევრად მეტი იყო – ოჯახი, რომელმაც თუ მიგიღო, აგიტანს და გაგიტანს კიდეც, ეგებ შენიშვნაც მოგცეს, მაგრამ საჭირო დროს რომ გადაგეფარება. კიდევ ერთი გამოარჩევდა...

ფეხბურთის ფედერაცია უნდა დაიშალოს!
ჩანაწერი

ფეხბურთის ფედერაცია უნდა დაიშალოს!

ფეხბურთის ქომაგს ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან ხელი მოხვდა. იმ ქომაგს, წუხელ სასტუმროდან სტადიონამდე რომ მიაცილა საყვარელი გუნდი და მერე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ერთზე კი არაა საუბარი – ბევრ ქომაგზეა. ხელი კი ვისგან მოხვდათ, იცით? იმ ფედერაციის ჩინოსნებისგან, ვინც რამდენიმეწლიანი მუშაობის მანძილზე ყაზახეთთან მოგებისა და სომხეთთან ფრეს გარდა, შედეგად ვერაფერი დადო. ბოდიშის მაგიერი...

ღია წერილი გამგებს, რომელიც გაიგებს
ჩანაწერი

ღია წერილი გამგებს, რომელიც გაიგებს

ეძღვნება თბილისის დინამოს დავიკარგე, ხომ იცი? აღარავის აღარ ვაქვარ… არა, რა ვაქვარ…  ვაქ. თუ ვყავარ? არა, არც ვყავარ. მოკლედ, აღარსად აღარ ვარ. სანთლით უნდა მეძებო. არადა, რამხელა ვიყავი! ხომ გახსოვს ერევანში ჭომამ მსაჯს ტაში რომ დაუკრა, იმან კიდევ ეგ როგორ მაკადრეო და წითელი ბარათი რომ ამოუღო? აი, მაშინ იმხელა ვიყავი, რომ ათი კაცით დარჩენილმა ბიჭებმა...