Author: სარბიელელები

Home სარბიელელები
ყველა სახლში წასულიყო…
ჩანაწერი

ყველა სახლში წასულიყო…

ორი ათეული წლის განმავლობაში, როცა „სარბიელი“ ბეჭდური ფორმით გამოდიოდა, ერთადერთხელ მოხდა, რომ დილას მკითხველს გაზეთი დახლზე არ დახვდა… არადა, ბევრჯერ ვიდექით ნომრის ჩავარდნის ზღვარზე შუქის თუ გაზეთის დასაბეჭდი ქაღალდის არქონის გამო. გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუმცა გამოსავალს ყოველთვის რაღაცნაირად ვპოულობდით და ახლა, ამაზე სიტყვის გაგრძელება არ ღირს. იმ დროზე გიყვებით,...

ხმას გაუფრთხილდით, ბატონო შალვა!
ჩანაწერი

ხმას გაუფრთხილდით, ბატონო შალვა!

ბატონმა შალვა ნათელაშვილმა სამიზნედ სპორტსმენები აირჩია. დღევანდელ საქართველოში, როცა ამომრჩეველთა ხმებისთვის გაცეცხლებული ბრძოლა მიდის და მოწინავე პარტიებსაც კი თავი ქუდში ვერა აქვთ, ლეიბორისტთა ლიდერმა თავის გამოსვლით ერთგულ ამომრჩეველთა ისედაც მწირი გუნდი გაინახევრა, რადგან: საქართველოში, ეროვნულ დონეზე თუ ვინმე უყვართ – სპორტსმენები საქართველოში თუ ვინმემ იცის შრომის, ტკივილს მორევის, ქვეყნისთვის თავის დადების ფასი – სპორტსმენებმა საქართველოს...

ქართულმა ოლიმპიზმმა მემატიანე დაკარგა
ჩანაწერი

ქართულმა ოლიმპიზმმა მემატიანე დაკარგა

“ლელოს” და “სარბიელის” ჟურნალისტი, ქართული ოლიმპიური მოძრაობის უდიდესი მემატიანე, კავკასიისა და ჰიმალაის მწვერვალებთან მებრძოლი და ბოლოს, უშესანიშნავესი ადამიანი – ავთანდილ გურასაშვილი ჩვენთან აღარ არის. ბატონ ავთოს თვალსაწიერი, ქართული სპორტის სიყვარული, შრომისმოყვარეობა სამაგალითო იყო თითოეული “სარბიელელისთვის”. მისი მრავალრიცხოვანი წიგნები ქართულ ოლიმპიზმსა თუ მთამსვლელობაზე უნიკალურობას არასდროს დაკარგავს, ხოლო ავთანდილ გურასაშვილის ფოტოკამერის ობიექტივში მოხვედრილი გამოსახულებებს ვერცერთი ფოტორეპორტიორი ვერ...

კახა!
ჩანაწერი

კახა!

კახა შალამბერიძე გარდაიცვალა… ბოღმის ცრემლები გვახრჩობს და სიტყვა ვერ ამოგვითქვამს – კახა აღარ გვყავს, 39 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სპორტულ ჟურნალისტიკასა და ზოგადად ქართულ სპორტულ სივრცეში უამრავი მოასწრო და კიდევ მეტი უნდა მოესწრო. ის „სარბიელში“ საუკუნეთა გასაყარზე, სრულიად ახალგაზრდა მოვიდა და რედაქციის ვიწრო, გრძელი დერეფანი ერთხელ ბოლომდე გაიარა თუ არა, მაშინვე მივხვდით: ამ ბიჭს წლები...

მედლები თვლით ანუ გილოცავთ ახალ წელს!
ჩანაწერი

მედლები თვლით ანუ გილოცავთ ახალ წელს!

ცხოვრებას უცნაურობები ახასიათებს და ერთ უცნაურობაზე აქ ვთქვათ: 2019 წელი –  ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და რყევებით სავსე – საოცრად წარმატებული გამოდგა ჩვენი სპორტისთვის. თითქოს ქვეყანა სხვა გზით მიდიოდა და სპორტი – თავისით. მედლები თვლითაა და მოდი, დავითვალოთ. 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი შეემატა ოლიმპიურ სახეობებში და ეს სარეკორდო მაჩვენებელია ქართული სპორტის ისტორიაში! წელს მსოფლიო...

შედეგები დათვლილია, ქალღმერთი ახალ პატრონს ელის
ჩანაწერი

შედეგები დათვლილია, ქალღმერთი ახალ პატრონს ელის

10 ივლისს, რესტორან „ბეარ თაიმში“ საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გამოცხადდება. „სარბიელმა“ სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული, მე-18 გამოკითხვის შედეგები უკვე დათვალა და შეაჯამა. წლეულს გამიკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან 79 ჟურნალისტმა მიიღო. საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის პრინციპი ძველებურად მარტივი გახლდათ (იხ. შარშანდელი შედეგები). რიგითობით დასახელებული სამი ფეხბურთელიდან პირველს სამი, მეორედ დასახელებულს ორი და მესამეადგილოსანს შესაბამისად ერთი...

როგორ დაიპყრეს ქართველებმა მსოფლიო
ჩანაწერი

როგორ დაიპყრეს ქართველებმა მსოფლიო

1961 წელს მიწისძვრა მოხდა: 21 წლის ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი, რუსი ელისაბედ ბიკოვა ერთი ხელის მოსმით ჩამოაგდო ტახტიდან და ახალი მოდის დამკვიდრება დაიწყო: იმ დღიდან ქალთა სვლებს 64 უჯრაზე მამაკაცებმაც მომეტებული პატივისცემით ჭვრეტა დაუწყეს და მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან პაექრობისას გონების წესიერად დაძაბვა იკადრეს. ჩვენმა საჭადრაკო მანქანამ 30 წელიწადი უზადოდ იმუშავა. ამ ხნის მანძილზე...

ჩანაწერი

ხელბურთის პელე გარდაიცვალა

ქართული და მსოფლიო ხელბურთის მაესტრო, ჯემალ ცერცვაძე დღეს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯემალ ცერცვაძის ღვაწლი თაბახებს მოიცავს. თბილისის „ბურევესტნიკის“ შემადგენლობაში იგი ორგზის იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სამგზის მეორე, ერთგზის მესამე პრიზიორი და ათჯერ ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 13 წლის განმავლობაში უცვლელად გამოდიოდა და მერე როგორ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში. სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან ორში ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ...

ჩანაწერი

სადღეგრძელო იყოს შენი…

„სარბიელის“ მკითხველნო, ქართული სპორტის ქომაგნო, სპორტსმენებო და სპორტზე მწერალნო, სრულიად საქართველოვ – დამდეგ 2019 წელს გილოცავთ! წლები მიდის, ქვეყანა წინ მძიმედ იძვრის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერ იქნა და ვერ დავსვით იმპორტზე მეტი ექსპორტის, სამშობლოდან ქართველთა გასვლაზე მეტი მობრუნების, სიკვდილიანობაზე მკვეთრად ამაღლებული შობადობის, უხასიათობაზე მეტი კარგი განწყობის მაჩვენებლები, მაგრამ ქართული სპორტი კი ჩვენია და საახალწლო სუფრაზე...

სათავესთან დაბრუნებული ორაგული
ჩანაწერი

სათავესთან დაბრუნებული ორაგული

რომ არ ველოდით, იმდენად თბილი და გულღია ადამიანი აღმოჩნდა ბათუმური „ჩემო ძამია“-თი, ჩინებული იუმორის გრძნობით და უამრავი მოგონებით, რომლის თითოეული პერსონაჟი ფეხბურთის ლეგენდაა. ანზორ კავაზაშვილზე მოგახსენებთ, სსრკ-ის ორგზის საუკეთესო მეკარეზე, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორზე, ნაკრების კარში ლევ იაშინი რომ ჩაანაცვლა. ვრცელი ინტერვიუ კი არა, გულითადი საუბარი გამოგვივიდა. რატომ წავიდა დინამოდან? რატომ დაუკიდა გივი...