Author: სარბიელელები

Home სარბიელელები
ბაჩოს თასი ლისის ტბაზე
ჩანაწერი

ბაჩოს თასი ლისის ტბაზე

ქართული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია ზედაზენის“ ხელშეწყობით სარბიელელი ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირი ამჯერად ლისის ტბაზე ჩატარდა. სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2018“ მონაწილე სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა ერთმანეთს 3×3 კალათბურთსა და ქუჩის მინი-ფეხბურთში გაეჯიბრნენ. წლეულს „ბაჩოს თასის“ მხარდამჭერები „ზედაზენთან“ ერთად კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციები და...

საბა პირველი
ჩანაწერი

საბა პირველი

ნებისმიერ ქვეყანაში დიდი აღიარებაა ფეხბურთელისთვის, როცა სპორტულ ჟურნალისტთა რჩეული ხდება.გამონაკლისი არც საქართველოა. გუშინ რესტორან Beer time-ში სპორტულ ჟურნალისტთა ამქარმა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად საბა კვერკველია დაასახელა. დაჯილდოვების ცერემონიალზე მისული სტუმრები გამარჯვებულთან ერთად სარბიელელებსაც ულოცავდნენ და ეს ბუნებრივიც იყო. დღეს გამარჯვებული „სარბიელიც“ იყო. სწორედ გაზეთმა „სარბიელმა“ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენას 1992 წელს და 2008 წლის...

საბაობა
ჩანაწერი

საბაობა

„სარბიელთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ „სარბიელის“ გამოკითხვაც აღვდგინეთ. გამოკითხვა, რომელშიც მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე მომუშავე სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ. წლეულს ამ საქმეში ჩვენი პარტნიორი „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია  ინტერნეტსივრცეში. ჟურნალისტები თავიანთ რჩეულს მაისში, ანუ სეზონის ბოლოს პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ასახელებენ. ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ...

ახალი ჯილდო ახალ რჩეულს
ჩანაწერი

ახალი ჯილდო ახალ რჩეულს

გიყვარდეს, კარგია „რეალი“… შარფს შემოიხვევ, ბარში ლუდს ჩაუჯდები, რონალდუს გოლზე ვიღაცას თითქმის გულწრფელად გადაეხვევი და ცოტას გაიხარებ კიდეც, ხოლო სამეფო კლუბის წაგებამ ნახევარი წუთით ვინძლო ხასიათიც გაგიფუჭოს. მაინც სხვისია ეს ყველაფერი. შენია, მარტვილში, „მერანის“ მოედნის დაქცეულ ტრიბუნაზე, წვიმაში რომ ზიხარ და გული მართლა გეთუთქება, როცა შენი გუნდი, მინდორზე შენივე ორიოდე ბავშვობის მეგობრით, ამდენ ასპროცენტიან საგოლე...

13.05.1981
ჩანაწერი

13.05.1981

13 მაისი ახლოვდება, ვისთვის თარსი რიცხვი და ქართველებისთვის კი ყველა ჭრილობის სალბუნი. 1981 წლის 13 მაისის გახსენება ბოლო ათწლეულების ომებით, ტერაქტებით, სეკვესტრებით, ბანკის ვალებით, სპორტული უიღბლობით და ათასი სხვა მიზეზით შეკრულ ქართველის შუბლზე ნაოჭებს ასწორებს. ათი წლის იყავი მაშინ, ოცის თუ ორმოცდაათის, თერთმეტსართულიანის ბოლო სართულზე უჭიჭინებდი ტელევიზორს, თუ ბაბუაშენის ნაშენებ ოდა-სახლში, გიყვარდა ფეხბურთი თუ ისე...

OK
ჩანაწერი

OK

ეგებ ახლა არც ფიქრობთ სპორტზე, არამედ გოჭზე, საცივსა და ღვინოზე. შამპანურიც მომარაგებული გექნებათ და ამ დღეებში ალბათ ჭიქების, ბოკალების, კათხების და ყანწ-ფიალების აწევ-დაწევაში უფრო ვარჯიშობთ, ვიდრე სხვა რამეში. ეს იქნება ჩვენი სპორტი  ამ კვირაში… წელიწადი კი მიილია და რა იყო იმ წელიწადში ყველაზე, ყველაზე, ყველაზე დასამახსოვრებელი? რა თქმა უნდა, შავიც ბევრი იყო და თეთრიც. აბა...

გილოცავთ ახალ წელს!
ჩანაწერი

გილოცავთ ახალ წელს!

„სარბიელის“ მკითხველო, ახალ, 2018 წელს გილოცავთ! ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ცხოვრების გზაზე წარმატებას გისურვებთ! გასულმა წელმა კვლავ გაგვაერთიანა, მოსული – ვერ დაგვაშორებს. 2018 წელს ჩვენ ისევ თქვენს სამსახურში ვიქნებით. ყოველ საათს და ყოველდღე „სარბიელის“ ვებ-პორტალი ნაირნაირ ამბავთა გუდებით დატვირთული გეახლებათ. სიხარულის გუდიდან ჩვენს ფეხბურთელთა, მორაგბეთა, კალათბურთელთა, მოჭადრაკეთა და სხვა მრავალთა აღზევების ამბებს გამოვამზეურებთ, თუმც სატკივართა გუდასაც...

სარბიელი არის ეს!
ჩანაწერი

სარბიელი არის ეს!

ჰოლივუდური კლასიკაა: მთავარი გმირი უეცრად აღმოაჩენს, რომ აღარ არის ის, ვინც არის და მისი პიროვნება – ყველაფერი რაც მისია – სხვას ეკუთვნის. ჟანრის კანონების შესაბამისად, მთავარი გმირი ძიებას იწყებს და საიდუმლოსთვის ფარდის ახდას ცდილობს, ის კი – ვისაც სახელი და იერი აქვს მითვისებული, ფართოდ დახუჭული თვალებით ლამობს თავის მოჩვენებას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ფინალი კი, როგორც...