ჟოზე მოურინიუმ, რომელიც ბევრის აზრით უჟმური და ავყია კაცია, „რეალის” ძველ-ახალ მწვრთნელზე ზინედინ ზიდანზე პრინციპში დადებითად ილაპარაკა და ამასთან მადრიდელთა მიერ კილიან მბაპეს შესაძლო ყიდვაზე გამოთქვა აზრი. პორტუგალიელი დეკემბრის შემდეგ უმუშევარია — დეკემბერში ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაუშვეს. შემდეგ, როდესაც „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელის თანამდებობიდან სანტიაგო სოლარი მოხსნა, დაირხა ხმა, რომ ის უპირველეს ყოვლისა სწორედ მოურინიუს...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
კაცი!
სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის ეროვნული ჯანმრთელობის სამსახურს 405 000 გირვანქა შეუგროვა და გადასცა. ეროვნული ჯანმრთელობის სამსახური, რომელიც ინგლისის გარდა შოტლანდიაში, უელსში და ჩრდილო ირლანდიაშიც არსებობს, გახლავთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც უფასოდ ემსახურება ბრიტანეთის მოქალაქეებს. ის არ აფინანსებს მხოლოდ სტომატოლოგიური და კოსმეტიკური მედიცინის სფეროებს. ეს აქცია გახლდათ 77 წლის ფერგის მადლობა იმ ხალხისადმი,...
პოგბას ოცნება და ბედნიერება
პოლ პოგბამ თქვა ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალში” თამაში საოცნებო რამ არისო და ამით მანჩესტერში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მსოფლიოს 26 წლის ჩემპიონის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლაზე სეზონის პირველ ნახევარში აქტიურად ლაპარაკობდნენ, რადგან ნახევარმცველს მაშინდელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ „ოლდ ტრეფორდზე” ახალი შეფი ოლე გუნარ სულშერი მივიდა და ფრანგიც თითქოს დაწყნარდა. ის ამბობს კარგი იქნება თუკი...
კურტუას მანჩესტერში არ უნდა
ტიბო კურტუას „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა შესთავაზეს, შენ ნაცვლად კი „რეალში” დავიდ დე ხეა ითამაშებსო, მაგრამ ბელგიელმა უარი თქვა. ინგლისური პრესა წერს, რომ ასეთი მოლაპარაკებები „რეალსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის სულ ახლახან შედგა, მაგრამ 26 წლის გოლკიპერმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა ამჯობინა. და მაინც, თუ კურტუას მადრიდში დარჩენა განწირული იდეაა, მაშინ მას პრემიერლიგაში დაბრუნებას „პარი სენ ჟერმენში”...
სარიმ ვერ გაიგო რატომ წააგო
მაურიციო სარი „ჩელსის” „ევერტონთან” გუშინდელ დამარცხებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. დასავლეთ ლონდონელთა იტალიელი მწვრთნელი ამბობს, რომ წაგება მთლიანად ფეხბურთელების ბრალია. ვერ გავიგე შესვენების შემდეგ თამაში რატომ შეწყვიტესო. რაც 2019 წელი დადგა, სარის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ” 10 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო. „ნაპოლის” ყოფილი თავკაცის ხელში „ლურჯები” სტაბილურად ვერ თამაშობენ და დიდი შანსია, რომ მომავალ ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ მოხვდნენ....
ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, თელავი
ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულში გავიდნენ: ბათუმის BSB, „პეგასი”, „ქუთაისი” და თელავის „იმედი-სტუ”. ეს ჯერ კიდევ აღმოსავლეთის გუნდების თბილისური წრის ბოლოსწინა ტურში გაირკვა. იმ დღეს თელაველებმა 46:27 დაამარცხეს „სპორტის უნივერსიტეტი”, „პეგასმა” კი 46:29 მოუგო „გორს”. ბოლო ტურის მთავარი მოვლენა აღმოსავლელი ლიდერების, „პეგასისა” და „იმედი-სტუს” შეხვედრა გახლდათ. 2018 წლის თასის მფლობელმა „პეგასმა” 33:29 დაამარცხა 2017 წლის...
ვაჰ, ეს უჯიგრო იოზილი!
ევროლიგაზე „არსენალს” „რენთან” 1:3 ჰქონდა წაგებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში 3:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ამ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა „მეთოფეთა” მეორე გოლის დროს, როდესაც ეინსლი მეიტლანდ-ნაილსმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის ჩაწოდებული ბურთი ფრანგული გუნდის კარში შეაგდო. გაგიკვირდებათ და ეპიზოდის მთავარი გმირი გახდა ცნობილი მესუთ იოზილი. ასე მოხდა: ობამეიანგი მარცხენა ფრთიდან შევიდა „რენის” საჯარიმოში და ბურთი კარის გადასწვრივ...
რა ფული დაკარგა მადრიდმა
„მარკა” წერს, რომ მადრიდული გუნდების, „ატლეტიკოსა” და „რეალის” ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევი გავარდნა სპორტულის გარდა ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან ცუდი გამოდგა. ესპანეთის დედაქალაქის ორმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალში დატოვა, რითაც თითოეულმა დაახლოებით 45 მილიონ ევრომდე იზარალა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა „რეალმა” მოიგო და სალარო 85.5 მილიონი ევროთი შეივსო. კიდევ ერთი წლით ადრე „ლოს ბლანკოსის” ანგარიშს 86 მილიონი ევრო...
პრემიერლიგა uber alles
წინადადება, რომელიც სათაურში გამოვიტანეთ „სანის” სტატიიდან ავიღეთ. ინგლისური გამოცემა ასე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რვა გუნდიდან ოთხი პრემიერლიგიდანაა. გაზეთი იხსენებს, რომ ბოლო წლების გერმანულ პრესაში ხშირად მეორდებოდა ფრაზა: სულელური ინგლისური ფული. აქ ლაპარაკი იყო რუსულ, არაბულ თუ ამერიკულ ფულში ჩაქცეულ ინგლისურ კლუბებზე, რომლებიც ყიდულობდნენ და ყიდულობდნენ უცხოეთიდან, მათ შორის გერმანიიდან, მწვრთნელებსა და...
ბათუმი ზესტაფონშიც მაგარია!
ზესტაფონის სპორტის სასახლეში განახლდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატი. პირველ დღეს, ქვეყნის ჩემპიონმა და ლიდერმა ბათუმის BSB-მ 36:26 დაამარცხა „წყალტუბო”, რაც მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა, ისევე როგორც მეორე შეხვედრის შედეგი: „ქუთაისი” — „სამტრედია” 49:25. მესამე, ზესტაფონური წრის მთავარი შეხვედრა BSB-სა და „ქუთაისს” შორის გაიმართება ხვალ. ზეგიდან, 14 მარტიდან კი თბილისის სპორტის სასახლეში აღმოსავლეთის გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ესენია:...









