Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
ოპტიმისტური რეპლიკა
ჩანაწერი

ოპტიმისტური რეპლიკა

მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: როდესაც ქართველ ფეხბურთელს წილად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშის პატივი გერგება, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს, რომ კარი ის არის ცაბაძის ქუჩისკენ რომ დგას და თუ გოლის გატანა გინდა ბურთი წერეთლის პროსპექტისკენ არ უნდა გადააგდო. წერეთელზე მაგ ადგილას ბაზრობაა. მანდეთ შეტევას აზრი არ აქვს… მეორე კარი კი ბატონო, სლავა მეტრეველის ქუჩისკენ არის და უელსთან...

სად გაყიდა ინტერმა რონალდო, რონალდო და რონალდო?
ჩანაწერი

სად გაყიდა ინტერმა რონალდო, რონალდო და რონალდო?

მადრიდის „რეალმა“ ბოლოს და ბოლოს შეძლო კრისტიან ვიერის ყიდვა, ოღონდ ძვირი დაუჯდა: 30 მილიონ დოლარს პლუს რობერტო კარლოსი, მიჩელ სალგადო და რაული. გარიგების თანახმად პირველი „იუვენტუსში“ გადავიდა, მეორე „მანჩესტერ იუნაიტედში“, ხოლო მესამე „ბარსელონაში“. 30 მილიონი „პარი სენ ჟერმენის“ ანგარიშზე ჩაირიცხა. სანაცვლოდ, „ინტერმა“ „მიდლსბროში“ გაყიდა რონალდო, „არსენალშიც“ გაყიდა რონალდო და „პარმაშიც“ გაყიდა რონალდო, რასაც „ლაციოს“ ანგარიშზე...

ჩანაწერი

ერიკსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს

გარეგნულად ის ნამდვილად არ ჰგავს მამაკაცს, რომლის სექს-თავგადასავლებზეც ლეგენდები უნდა იქმნებოდეს, ხოლო ყვითელ რეპორტიორებს რედაქტორები მის ლოგინში ჩახედვისთვის დიდ ჰონორარებს ჰპირდებოდნენ. არადა, ფაქტია: ინგლისში, სადაც ტაბლოიდებს ფრთები უსასრულოდ აქვთ გაშლილი და თუ რამეს წერენ, მართალია (სხვა ამბავია, რაც შეიძლება უხერხული იყოს) სვენ გორან ერიკსონზე ისეთებს წაიკითხავთ, ნებისმიერ მექალთანეს შეშურდება. ინგლისელმა ჟურნალისტებმა მათი ნაკრების შვედი მწვრთნელის...

კაცი 1950 წლიდან
ჩანაწერი

კაცი 1950 წლიდან

ხუან ალბერტო სკიაფინო ურუგვაიში გადახვეწილი იტალიელების შვილი გახლდათ. „პენიაროლში“, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაიწყო მას „პატარა მაესტროს“ ეძახდნენ, რითაც სამ მომენტს უსვამდნენ ხაზს: მის გაბარიტებს, ოსტატობას და… ასე ასხვავებდნენ მოთამაშისგან, რომელსაც „დიდი მაესტრო“ ერქვა. „დიდი მაესტროს“ ნამდვილი სახელი და გვარი ხოსე პენდიბენე გახლდათ, თუმცა ამას ჩვენი თხრობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეგვიძლია აქვე ვთქვათ, რომ...

ჩანაწერი

სველი მიმოხილვა

იტალიური სააგენტოებისა და გაზეთების ცნობით, „რომამ“, „მილანმა“, „ლაციომ“, „იუვენტუსმა“, „ინტერმა“, „პარმამ“ და „ფიორენტინამ“ ბრაზილიელი თავდამსხმელის სველიო ზარბაზინიო დე სოუზას ყიდვა მოინდომეს. სერია A-ს გუნდები ფეხბურთელში თავიანთ და იტალიის ბიუჯეტს იხდიან, მაგრამ მოლაპარაკება ჯერჯერობით ჩიხშია შესული, რადგან სველიო ზარბაზინიოს გუნდი „ვასკუ, გამა და დუ ბრაზილ“ ადრე ნათქვამ თანხას ცენტსაც არ აკლებს. რა თქვა ადრე ბრაზილიურმა კლუბმა,...

ვინ არის ცოცხალი კედელი?
ჩანაწერი

ვინ არის ცოცხალი კედელი?

ცოტა ხნის წინ დამთავრებულმა ევროპის ჩემპიონატმა საქართველოში ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ ყველამ ტელევიზორი ააციმციმა და ათასნაირი ახალი სახელი და გვარი დაიმახსოვრა. შავიერიო, მპენზაო, დელვეკიოო… ამ ადამიანებს შორის ბევრს  ფეხბურთთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია, ბევრი მივიწყებულს იხსენებდა და ბევრმაც კოლუმბივით ახალი კონტინენტი აღმოაჩინა. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მივიჩნევთ განვმარტოთ რამდენიმე ტერმინი, რომელიც ზოგმა შეიძლება ვერ გაიხსენა და ზოგსაც...