ტურიდან, რომელიც კალენდრის მიხედვით 23 დეკემბერს უწევს, მეორე დღისთვის ერთი თამაშიც არ გადააქვთ. არადა, ტელევიზიისთვის რა მსუყე ლუკმა იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?! ვინ იფიქრებდა, რომ „ლივერპულის“ სტუმრობას ლონდონში, „არსენალთან“, ოცდაოთხში არ გადასვამდნენ, მაგრამ, დაუჯერებელი რამ მოხდა — ეს მატჩი ერთი დღით ადრე, 22 დეკემბერს შედგება. ამრიგად, 24 დეკემბერს პრემიერლიგაში სიმშვიდეა. გულშემატკივარი მეტ-ნაკლებად ელოდა კიდეც სიმშვიდეს, მაგრამ...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
გვარდიოლა და სეპარატისტები
“მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის წუხანდელ შეხვედრაში მისი გუნდის გამარჯვება “ნაპოლისთან” (2:1), ესპანეთის ხელისუფლების მიერ დაკავებულ კატალონიელ სეპარატისტთა ორ ლიდერს მიუძღვნა. “ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნი, – თქვა გვარდიოლამ “ეტიჰედ სტედიუმზე” გამართულ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ესპანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, – ჩვენ, კატალონიაში ვაჩვენეთ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებისმიერ სხვა იდეაზე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ დაკავებულებს მალე...
ფუტბოლი ჯინსებში
ესპანური „ლოს რიკოს ტამბიელ ლორანის“ (ქართულად ითარგმნება, როგორც „მდიდრებიც ტირიან“; მექსიკური სერიალი იყო 90-იან წლებში) კორესპონდენტმა როხელიო სალვატიერომ ინტერვიუ სთხოვა იტალიური სერია B–სა და ესპანური მეორე დივიზიონის ცნობილი გუნდების წვრთნით სახელგანთქმულ იუგოსლავიენ სპეციალისტს, ზლობომირ აგრესოვიჩს, რომლისგანაც აგრესიული თანხმობის მიღების შემდეგ საუბრის ადგილიდან მიიმალა. დაუყოვნებლივ გამოცხადდა ძებნა, რომელშიც ევროკავშირის სამძებროს სპეცაგენტების გარდა უამრავი მოხალისეც მონაწილეობდა. ჟურნალისტ...
ასე ლიდერობენ ბარსელონები
ვერ გეტყვით რა კავშირშია კატალონიის რეფერენდუმთან და საერთოდ აქვს თუ არა პოლიტიკასთან რაიმე საერთო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისათვის “ბარსელონა” სპორტის შვიდ სახეობაში ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს. ფეხბურთელთა გუნდი “ლა ლიგის” ცხრილის სათავეშია, შესაძლო 24-დან მხოლოდ ორი ქულა აქვს დაკარგული. ხუთი ტურიდან ხუთივეში გაიმარჯვა ფუტსალის გუნდმა. დანარჩენ სახეობებში კი “ბლაუგრანა” ასე შთამბეჭდავად ვერ ლიდერობს, მაგრამ ბურთების სოლიდური...
ისტორიული გოლი „ვანდაზე“
„ბარსელონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ ისტორიაში შევიდა. ის გახდა მეტოქე გუნდის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალაშენებულ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ლა ლიგას“ შეხვედრაში მასპინძლებს გოლი შეუგდო. მადრიდელთა და ბარსელონელთა შეხვედრა 1:1 დამთავრდა. „ატლეტიკო“ საულის გოლით 21-ე წუთიდან იგებდა, მაგრამ ურუგვაელმა 82-ე წუთზე გაათანაბრა. „მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით და ფრეზე მეტს ვიმსახურედით, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს შესანიშნავად...
დღეს ვინ მოიგებს, სიმეონ!
მსოფლიო ფეხბურთის „ხაზეინებმა“ ბოლო ოც-ოცდახუთ წელიწადში იმდენი ქნეს, რომ უმაღლეს დონეზე სულ ხუთი-ექვსი გუნდიღა თამაშობს და მათგანაც პირველმა ორმა, ძალიან რომ მოინდომოს, მეხუთეს და მეექვსეს ალბათ შეკვეთილი ანგარიშით მოუგებს. დანარჩენ დედამიწელებს კი ისღა დაგვრჩენია, ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნების კლუბებს შევხაროდეთ. მადრიდის „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ სწორედ ხსენებულ ხუთეულ-ექვსეულში შედიან და დღეს, საქართველოს დროით 22 საათსა და...
გაისად ვაისი?
დამთავრდა შესარჩევი შეჯიბრება. ახლა ის დროა ვიკითხოთ: ვაისი გამოგვადგა? რა ჯობს, დარჩეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თუ წავიდეს? ამ კითხვაზე ჩემი მოკრძალებული პასუხი მარტივია: თუკი ვაისს რომ გავეყრებით მერე ვუისს შევეყრებით, მაშინ დარჩეს. რამდენი ხანია ჩვენში ერთსა და იმავეს ბჭობენ. ზოგი უცხოელ მწვრთნელს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ქართველს. ერთი რომ ამბობს უცხოელებმა ფეხბურთი ქართველებზე უკეთ იციანო, მეორე...
ვან გაალის ტრანსპორტირი და აგრესოვიჩის აგრესია
გერმანიის ქალაქ მაინის შვარცენკირხენნოელშლოსენში უეფას მწვრთნელთა სემინარი გაიმართა. 222 მსმენელის წინაშე ლექციებით წარსდგნენ მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტები, ლუის ვან გაალი, ფაბიო კაპელო, ალექს ფერგიუსონი, ოტმარ ჰიცფელდი და ზლობომირ აგრესოვიჩი. მათ თანამედროვე ტაქტიკის კვაზიპერპენდიკულარულ განვითარებაზე ისაუბრეს. ვან გაალის ლექციის თემა გახლდათ „ლეკალოს და ტრანსპორტირის როლი 4-4-2 განლაგების დამუშავებაში“, კაპელოსი — „1:0-ის უპირატესობა სხვა ანგარიშებთან შედარებით და...
ორიოდ სიტყვა ჩე გევარაზე
ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ “მარკას” გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას “ესტადიო ნემესიო კამაჩოზე” შეკრებილმა 50 ათასმა მაყურებელმა თვალი ადევნა მათი საყვარელი “მილიონარიოსის” ამხანაგურ შეხვედრას მადრიდის “რეალთან”. “მილიონარიოსში” მაშინ...
ჩემი კარში შევყარე
ეს რა სახალისო ამბავი მომხდარა რუსეთში: თამაში 11:9 დამთავრებულა და ოცივე გოლი თავის კარში გაუტანიათ. სპორტის სახეობა: ბურთიანი ჰოკეი. ანუ ის ჰოკეი კი არა, დარბაზში რომ ტარდება და ყველამ რომ იცის — შაიბიანი, არამედ სხვა, რომელსაც ღია სტადიონებზე თამაშობენ, „რუსულ ჰოკეისაც“ უწოდებენ და რომლის დედაქალაქად რუსები არხანგელსკს მიიჩნევენ. მოკლედ, ისეთი სახეობაა, მარტო ხსენებაზეც კი გაიყინები...









