Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
solo catenaccio  ანუ რა მოუვიდა იტალიის ნაკრებს?
ჩანაწერი

solo catenaccio ანუ რა მოუვიდა იტალიის ნაკრებს?

2000 წლის 29 ივნისს ჰოლანდიაში გახლდით, „ამსტერდამ არენაზე“, დღეს იოჰან კრუიფის სახელს რომ ატარებს. მაშინ, სულ ოთხი წლის აშენებული იყო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს მასპინძლობდა: ჰოლანდია იტალიას ხვდებოდა. მახსოვს, ნაგებობამ შთაბეჭდილება მოახდინა — ტრიბუნები ადგილობრივი არქიტექტურის კანონთა შესაბამისად, ლამის ვერტიკალურად ადიოდა მოედნის კიდიდან ზედა რიგებისკენ. ბილეთს დავხედე, მერე მაღლა ავიხედე და ვიფიქრე, ჩემს ადგილზე ასვლას...

საკი: იტალიურ ფეხბურთს კულტურული პრობლემა აქვს
ჩანაწერი

საკი: იტალიურ ფეხბურთს კულტურული პრობლემა აქვს

“იტალიის ნაკრების ჩაფლავება ჰაერიდან არ მოსულა, მას წინ ორი კატასტროფული მსოფლიოს ჩემპიონატი უძღოდა” — განაცხადა “პრემიუმთან” ინტერვიუში “სკუადრა აძურას” ყოფილმა თავკაცმა, “მილანის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ. მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში, ორი შეხვედრის ჯამში შვედეთთან დამარცხდა, 1:0 და 1958 წლის შემდეგ პირველად დარჩა მუნდიალის მიღმა. “ჩვენთან, საფეხბურთო განათლება კარგ დონეზე არ დგას, — განაგრძო...

ბუენოს აირესში, ობელისკთან
ჩანაწერი

ბუენოს აირესში, ობელისკთან

ლუის სესარ მენოტი დაიბადა 1938 წლის 5 ნოემბერს როსარიოში (არგენტინა). თამაშობდა: „როსარიო სენტრალში“, „რასინგში“, „ბოკა ხუნიორსში“, „ნიუ იორკ ჯენერალიზში“ (აშშ), „სანტოსში“ (ბრაზილია), „იუვენტუსში“ (ბრაზილია). წვრთნიდა: „ურაკანს“, „ბარსელონას“ (ესპანეთი), „ბოკა ხუნიორსს“, „ატლეტიკო მადრიდს“ (ესპანეთი), „რივერ პლეიტს“, „პენიაროლს“ (ურუგვაი), „ინდეპენდიენტეს“, „სამპდორიას“ (იტალია), „როსარიო სენტრალს“. ნაკრებთაგან არგენტინისა და მექსიკის ეროვნულ გუნდებს. 1978 წელს არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა....

გ. ფინაგენტოვის ცახცახი
ჩანაწერი

გ. ფინაგენტოვის ცახცახი

გუშინ, „სარბიელის“ კოსმოპოლიტური ბიუროს კადრების და ყველაფერზე ხელის მოწერის განყოფილების მისაღების მოსაცდელში აღელვებული მოქალაქე შევარდა. მოქალაქის დოსიე: დაბადების ადგილი — ხაშური, სათქმელი — საშური. სიმაღლე 178სმ. სიდაბლე იგივე. წონა 69 კგ. ეწევა. არ ჭამს. დარდისგან სვამს. მოქალაქე შეპყრობილი გახლდათ ახირებული იდეით, თითქოს ერთ-ერთ მარშრუტკაში მძღოლის გვერდით დაენახოს საყელოში ცხვირსახოცჩაფენილი ოდესღაც გარდაცვლილი სახელოვანი ქართველი მწვრთნელი ენგელბერტ...

ენგო დაკითხვაზე
ჩანაწერი

ენგო დაკითხვაზე

განა პრესის ფურცლებზე ყოველთვის ოპერატიულად ხვდება მნიშვნელოვანი ამბები? არა, ცხადია. დაფარული ხშირად გვიან ცხადდება. მაგალითად, იცოდით, რომ… ივლისის პაპანაქებაში, ჩახუთულ ოთახში იჯდა გაბრაზებული ლეიტენანტი ჯემალ ნაზია და ფიქრობდა: „ვითომ სკვაზნიაკს რომ არ ვაწყობ, ეჭვმიტანილს ვაწამებ? მოვკვდი კაცი. სამი დღეა დაკითხვას ვაწარმოებ და დავიკელი თორმეტი კილო, ამას კი არაფერი ეტყობა“. ნაზიამ ისე ამოიოხრა, გული ამოაყოლა. —...

მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!
ჩანაწერი

მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!

ჩემს ბავშვობაში, თბილისში, ყველა მეწაღეს და ყველა ტაქსისტს პელეს სურათი ჰქონდა გამოკრული. სად შოულობდნენ არ ვიცი, მაგრამ რომ ჰქონდათ, ფაქტია. პელე ყველას უყვარდა. ყველას უყვარდა ბრაზილია — დიდი, ვავა, ნილტონ და ჯალმა სანტოსები, რასაკვირველია გარინჩა. ჩვენი ხალხი ბრაზილიელებთან რაღაცნაირ კულტურულ, მენტალურ ნათესაობას გრძნობდა: აქაც და იქაც ბიჭები უბრალო ხალხის უბნებიდან; „მეჟდუნოგი“ რომელიც გოლზე ხოშიანია;  ბურთის...

და გაზა წოლილა სამ მის მსოფლიოსთან?
ჩანაწერი

და გაზა წოლილა სამ მის მსოფლიოსთან?

ჩრდილოირლანდიელი ვარსკვლავი, 1968 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი, ფინტის, ლოთობის და მექალთანეობის ლეგენდა ჯორჯ ბესტი (1946-2005) გამონათქვამებთაც გამოირჩეოდა. გთავაზობთ „მეხუთე ბიტლის“ რამდენიმე მოსწრებულ ფრაზას.   *** ასარჩევად რომ მქონოდა „ენფილდზე“ ხუთი კაცის მოტყუება და 35 მეტრიდან გოლის გატანა ან მის მსოფლიოსთან წოლა, ძალიან გამიჭირდებოდა. საბედნიეროდ, ორივე გამიკეთებია. *** სმაში, ქალებში და სწრაფ მანქანებში...

ძნელი საქმეა ინგლისელობა
ჩანაწერი

ძნელი საქმეა ინგლისელობა

ოდესღაც, როდ სტიუარტმა და „როლინგების“ რონ ვუდმა ერთად დაწერეს სიმღერა: Every Picture Tells a Story. და მართლა ასეა, ყველა ფოტო რაღაც ამბავს გვიყვება. იყო და არა იყო რა… ინგლისური „დეილი მეილის“ ავტორმა, მაიკლ უოქერმა კი როკმენების სიტყვებს ლამაზად დასძინა, ფოტო კი არა, ნებისმიერი სურათის პატარა ფრაგმენტიც რაღაცას გვეუბნება, უფრო დიდი ამბის მოყოლას ცდილობს; ისეთის, რომელიც...

ენგო მოკვდა, გაუმარჯოს ენგოს!
ჩანაწერი

ენგო მოკვდა, გაუმარჯოს ენგოს!

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფეხბურთში საერთაშორისო ამბები ხდება, ეროვნულში კი ანტიეროვნული. ამიტომაც გადავწყვიტეთ მკითხველს მოკლედ შევახსენოთ ბოლოხანს მომხდარი უმნიშვნელოვანესი და უმნიშვნელო ამბები, რითაც სპორტის ამ სახეობის ბუნდოვან პერსპექტივაზე მკაფიო შთაბეჭდილებას შევიქმნით. მაშ ასე: ამბავი პირველი: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცნობილმა სერმა, ალექს ფერგიუსონმა თვალი დაადგა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ალექსეი სმერტინს და მის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე...

დღეს ბარსელონაში ეფეხბურთებათ?
ჩანაწერი

დღეს ბარსელონაში ეფეხბურთებათ?

კატალონიის რეფერენდუმით გამოწვეული პოლიტიკური ვნებათაღელვის გამო დღეს ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა “ბარსელონასა” და “მალაგას” შორის შეიძლება ვერც კი ჩატარდეს. წესით, თამაში ადგილობრივი დროით 20 საათსა და 45 წუთზე (საქართველოს დროით 22:45) უნდა დაიწყოს, მაგრამ რა მოხდება ამას “ბლაუგრანას” კლუბის წევრთა ასამბლეის სხდომა გადაწყვეტს. საქმე ის არის, რომ დღეს მადრიდში, ესპანეთის ცენტრალურმა ხელსუფლებამ  კატალონიის თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება...