ფილიპე კოუტინიუმ თქვა, პრემიერლიგაში არ დავბრუნდებიო. მართალია, ბრაზილიელი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ხვდება, მაგრამ მაინც „კამ ნოუზე“ უნდა დარჩენა. შეგახსენებთ: კოუტინიუ „ბარსაში“ „ლივერპულიდან“ გადავიდა. ეს 2018 წლის იანვარში მოხდა. ესპანეთის ჩემპიონმა მასში 144 მილიონი გირვანქა გადაიხადა. იმის გამო, რომ 26 წლის თავდამსხმელი „ბლაუგრანას“ თერთმეტ კაცში ვერ ხვდება, წლეულს იანვარში დაიყარა ხმა, რომ ის „მანჩესტერ...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
აზარის ბაზარი დასრულდა. რიგში პოგბაა!
„სანი” წერს, რომ „რეალმა” „ჩელსისთან” ედენ აზარის ტრანსფერი უკვე გაჩარხა და ახლა პოლ პოგბას გადასაბირებლად მთელი ძალით „მანჩესტერ იუნაიტედს” ეკვეთება. უმსხვილესი ინგლისური გამოცემა ირწმუნება, რომ ზინედინ ზიდანმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” ახალი სახეების მიყვანა ბელგიელით დაიწყო და საქმე ფაქტობრივად გაკვაჭულიც აქვს. ის, რომ 28 წლის ვარსკვლავში მადრიდელები 100 მილიონ გირვანქას გადაიხდიან, თურმე ერთ-ორ დღეში ოფიციალურადაც გამოცხადდება. „ჩელსის” ფიფამ სატრანსფერო...
კოშტა, მსაჯის დედა და წითელი ბარათი
„კამპ ნოუზე”, „ბარსელონასა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში მადრიდელები 28-ე წუთზევე უმცირესობაში დარჩნენ. მიზეზი: დიეგო კოშტა მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ეს იყო პირდაპირი წითელი ბარათი. თამაშის წინ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი „ატლეტიკოს” 8 ქულით უსწრებდა. შეხვედრა „ბარსელონას” გამარჯვებით, 2:0 დამთავრდა და ახლა გუნდებს შორის 11 ქულაა. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია. კოშტამ თავისი საქციელით „ატლეტიკო” ცუდ დღეში ჩააგდო. „კამპ ნოუზე”...
რაულ მადრიდი ემზადება
„რეალის” ლეგენდა რაული მწვრთნელის კარიერისთვის ემზადება და მადრიდელთა ასაკობრივ ჯგუფებთან უკვე წარმატებებსაც აღწევს. შარშან, 2001 წლის „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მეორე ადგილის მფლობელმა (პირველზე მაიკლ ოუენი გავიდა) იმ სამწვრთნელო კურსებზე იარა, რომელზეც ამბობდნენ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ვარსკვლავური იყოო. უეფას A და B ლიცენზიების მისაღებად ამ კურსებზე რაულის გარდა სწავლობდნენ ვიქტორ ვალდესი, ჩაბი ალონსო, ჩავი, ხოან კაპდევილია,...
რეგულარული დამთავრდა
თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს რეგულარული ჩემპიონატი ხელბურთში. გაირკვა ფინალური ოთხეული. ცხრილი საბოლოოდ დალაგდა. ბოლო ტურის მთავარ შეხვედრაში „პეგასმა” დაძაბულ შეხვედრაში მოუგო „ქუთაისს” 28:26. თბილისელებს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდათ, ქუთაისელებს კი მარცხენა გარემარბი უჩა გამზარდია აკლდათ. ამ შეხვედრაში გუნდებს შორის მაქსიმალური სხვაობა სამქულიანი იყო და პირველად ის დასაწყისშივე დაფიქსირდა, როდესაც „ქუთაისი” 3:0 დაწინაურდა. შემდეგ, 22-ე წუთამდე...
რონალდუს ჩემს გვერდით ვაყენებ
არგენტინულმა საიტმა mundoalbiceleste.com-მა გამოაქვეყნა ფრაგმენტები ინტერვიუდან, რომელიც ლეო მესიმ წინა კვირაში, ნაკრებში ყოფნის დროს 947 FM Radio-ს მისცა. „ბარსელონას” და „ალბისელესტეს” ლიდერის საუბარს ჩვენ ცოტა შემოკლებით გთავაზობთ. არგენტინის ნაკრების შესახებ „არგენტინელ ფეხბურთელთა ჩვენს თაობას უსამართლოდ მოექცნენ. ჩვენ არავის ვაბოლებთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და გამარჯვება გვინდა. მე თავად მინდა არგენტინის ნაკრებთან ერთად რაიმე ტიტული მოვიგო. ვაპირებ ეროვნული გუნდის...
იღბალი, რომელიც ნებისყოფაა
იურგენ კლოპმა აღიარა, რომ მისმა „ლივერპულმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” იღბლის წყალობით მოუგო — ტობი ალდერვეირელდმა ბოლოწამს შემთხვევით თავის კარში შეაგდო. მეორე მხრივ, გერმანელი მწვრთნელი ამბობს, რომ თუკი საბოლოოდ ჩემპიონი მაინც მისი გუნდი გახდება, ეს ყისმათის კი არა, უტეხი სულისა და ბრძოლისუნარიანობის გამო მოხდება. კლოპმა აღნიშნა, რომ მის ფეხბურთელებს ბედთან შეგუება არ ჩვევიათ და ალბათ სწორედ ამან...
მესი კასილასზე მეტია
მას მერე, რაც ლეო მესი პირველად გამოჩნდა „ბარსელონას” შემადგენლობაში, ყველაფერი შეიცვალა, — წერს მადრიდული გაზეთი „მარკა”, — მისი გავლენა კლუბში, მოედანსა თუ გასახდელში უზარმაზარია. მესიმ „ბარსელონაში” მენტალიტეტი შეცვალა და თავისი გუნდი „რეალზე” მაღლა დააყენა. არგენტინელმა „ბარსას” შემადგენლობაში პირველად 2004 წელს ითამაშა და შაბათს, „ესპანიოლთან” შეხვედრაში ესპანეთის რეკორდი დაამყარა — ლა ლიგაში 334-ე გამარჯვება იზეიმა. აქამდე...
ოლე ხალხს აბამს
ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავლისთვის მარკუს რეშფორდისა და პოლ პოგბას შენარჩუნება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სულშერი მანჩესტერელთა დროებითი მწვრთნელი აღარ არის, „ნაღდ” მწვრთნელად დანიშნეს და გუნდის ძველ მწვერვალებზე დაბრუნება აქვს მიზნად დასახული. რეშფორდი „იუნაიტედთან” ახალ კონტრაქტს ამზადებს და ხელმოწერასთან ახლოსაა, თუმცა როგორც ის, ასევე პოგბა „რეალის” ინტერესის საგანს წარმოადგენენ. სულშერმა თქვა: „ამ ორ ფეხბურთელს...
გვარდიოლამ შავგვრემანი გოგო ვერ შეაბა
„სანმა” პეპ გვარდიოლას წიგნის „ჩემი ხალხი, ჩემი ფეხბურთის” იშვიათი ეკზემპლარი იხელთა. ამ წიგნში „მანჩესტერ სიტის” კატალონიელი მწვრთნელი თავის წარსულს აღწერს, ამბობს, რომ თუ რამ იცის ბობი რობსონისა და ლუი ვან გაალის დამსახურებაა, თუმცა, რასაკვირველია, მისი პირველი მენტორი დიდი იოჰან კრუიფი გახლდათ. კრუიფისა და გვარდიოლას თანამშრომლობა 1989 წელს დაიწყო, როდესაც ჯერაც დამწყებმა ფეხბურთელმა ამხანაგურ შეხვედრაში პირველად...









