Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
მანჩესტერს 8 კილომეტრით გადაურბინეს
ჩანაწერი

მანჩესტერს 8 კილომეტრით გადაურბინეს

„ევერტონმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” 4:0 რომ გაანადგურა „ლივერპულს” ძალიან აწყობსო, წერენ ინგლისელი მიმომხილველები. მათი ლოგიკა გასაგებია: ოთხშაბათას „ოლდ ტრეფორდზე” მანჩესტერული დერბია. „იუნაიტედს” 75 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებს, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, სავარაუდოდ, თავად გუნდი არ დაუშვებს ზედიზედ მეორე სირცხვილს, მითუმეტეს დერბიში; ყველა ღონეს იხმარს რომ არ წააგოს. და თუ თავმოყვარეობის აღდგენის მიზნით ყალყზე შემდგარი „იუნაიტედი” „სიტის”...

როგორ გადაურჩა ვან დიიკი სიკვდილს
ჩანაწერი

როგორ გადაურჩა ვან დიიკი სიკვდილს

ცხოვრებაში, ვირჯილ ვან დიიკის უდიდესი მოწინააღმდეგე მუცლის სნეულება ყოფილა. ფეხბურთზე საერთოდ აღარ იყო ლაპარაკი, ექიმებს თურმე ეშინოდათ, რომ ახალგაზრდა ვერ გადარჩებოდა. არადა დღეს, 27 წლის ჰოლანდიელი „ლივერპულის” ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც პრემიერლიგის ტიტულისთვისაც იბრძვის და მალე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც უნდა ითამაშოს. მართლაც რა შორსაა ეს ყველაფერი იმ დღეებიდან, როდესაც ვან დიიკი „გრონინგენში” გამოდიოდა და...

ზოგი აღარც კი ინდომებს
ჩანაწერი

ზოგი აღარც კი ინდომებს

ოლე გუნარ სულშერმა ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ თავის ფეხბურთელებს შეუტია, მონდომება დააკლესო. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” შეჯიბრებას მეოთხედფინალში გამოეთიშა. შინ, „ოლდ ტრეფორდზე”, 0:1 წააგო, ხოლო სტუმრად, „კამპ ნოუზე” — 0:3. მეორე შეხვედრაში მანკუნიანელთა კარში ორი გოლი ლეო მესიმ შეაგდო, ერთი კი ფილიპე კოუტინიუმ. ეს გახლდათ ინგლისური გუნდის მეხუთე დამარცხება ბოლო შვიდ შეხვედრაში, რამაც სულშერი...

ბოლო ზარის დღე
ჩანაწერი

ბოლო ზარის დღე

ბედის ირონიაა, აბა რა: სამშაბათს ტურინში ბოლო ზარის დღე ყოფილა. და სწორედ ამ დღეს, ყმაწვილ აიაქსელთა გუნდმა რონალდუს და სხვა იუვენტუსელ პედაგოგებს გაკვეთილი ჩაუტარა. არადა, თითქოს ყველაფერი წესისა და რიგის შესაბამისად დაიწყო — ლექციის ჩატარება თავიდან კრიშტიანუმ და მისმა „დიდმა” თანაგუნდელებმა სცადეს. მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „აიაქსი” გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებას გამოეთიშა...

თბილისში აშშ-ც ჩამოვა
ჩანაწერი

თბილისში აშშ-ც ჩამოვა

აშშ და კუბა — ეს ორი ქვეყანა დაემატება 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში, კაც ხელბურთელთა IHF-ს ერთა ჩემპიონატის მონაწლე აქამდე ცნობილ ათ გუნდს. ამრიგად, ეროვნული ნაკრებების ამ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კოლუმბია, ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, ბულგარეთი, მალტა, აზებაიჯანი, კუბა და საქართველო. შეგახსენებთ, რომ ექვსი ევროპული გუნდისთვის „ერთა ჩემპიონატი” ევრო 2022-ის შესარჩევი...

აზარს შუაში რა უნდა?
ჩანაწერი

აზარს შუაში რა უნდა?

მაურიციო სარის ექსპერიმენტი ჩაფლავდა — „ჩელსის” ვეტერანის კრეიგ ბარლის აზრით, ედენ აზარის ცენტრალურ თავდამსხმელად გამოყვანა, ხოლო გონსალო იგუაინისა და ოლივიე ჟირუს სათადარიგოთა სკამზე დატოვება ცუდი იდეა გამოდგა. „ჩელსიმ” კვირას „ლივერპულთან” 0:2 წააგო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სახიფათო მომენტები მანაც შექმნა. აზარს ორი დიდებული შანსი ჰქონდა და თუ მეორე ეპიზოდში მერსისაიდელთა მეკარე ალისონმა იხსნა თავისი გუნდის...

კაფუ — საუკეთესო მარჯვენათა შორის!
ჩანაწერი

კაფუ — საუკეთესო მარჯვენათა შორის!

SPORTbible-ს გამოკითხვები უყვარს. ამჯერად საიტმა „ტვიტერზე” გაიკითხ-გამოიკითხა, ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველი. ბუნებრივია ასეთი რეფერენდუმი იდეალურობით ვერ დაიკვეხნის, რადგან იმ ხალხს, ვისაც „ტვიტერი” აქვს „ყველა დროის ყველა მარჯვენა მცველი” არ უნახავს, მაგრამ შედეგი მაინც ღირსეული გამოვიდა. მარკუს კაფუ! აი, ვინ დაასეხელეს გამოკითხულებმა. მან ხმათა 43% მოაგროვა. მეორეზე გავიდა ფილიპ ლამი — 28%,...

გაშვება შვეიცარიულად
ჩანაწერი

გაშვება შვეიცარიულად

ფრანგი ფლორან მალუდა გეხსომებათ: „ლიონთან” ერთად საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი, „ჩელსის” შემადგენლობაში პრემიერლიგის ჩემპიონი და თვით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2011-12), ხოლო საფრანგეთის ნაკრების მაისურით მსოფლიოს 2006 წლის ვიცე-ჩემპიონი. სწორედ მისი წაქცევისთვის დაინიშნა მუნდიალის ფინალში ის პენალტი, რომელიც შემდეგ ზინედინ ზიდანმა „პანენკას სტილით” იტალიის ნაკრების კარში შეაგდო. დღეს, მალუდა 38 წლისაა და ის შვეიცარიული „ციურიხის” მწვრთნელის ასისტენტის...

გოლი – ფილოსოფია!
ჩანაწერი

გოლი – ფილოსოფია!

„ბარსელონამ” „ოლდ ტრეფორდზე” კომფორტულად მოიგო. მართალია, მისი შესრულებით უკეთესი თამაშებიც გვინახავს, მაგრამ ფაქტია, გუნდმა ნახევარფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა და რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან დამახასიათებელი გოლი გაიტანა — ამ გოლში „ბლაუგრანას” მთელი ფილოსოფია ჩანს. კერძოდ, გოლში, რომელიც ბედის ირონიით მანჩესტერელთა მეკარის დავიდ დე ხეას კარში მისმა თანაგუნდელმა ლუკ შოუმ შეაგდო, „ბარსას” თერთმეტივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა....

კეინი თავისი კოჭის მტერი
ჩანაწერი

კეინი თავისი კოჭის მტერი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის, ლონდონელთა ვარსკვლავი ჰარი კეინი სერიოზულად დაშავდა. მან შეიძლება მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს, მაგრამ… მიმომხილველთა უმეტესობის აზრით ყველაფერი თავად მისი ბრალია. 25 წლის ფორვარდმა ფაბიან დელფს აუტის ხაზთან ფეხი ისე ჩაუდგა, რომ მან წვივზე დააბიჯა. „ტოტენჰემის“ თავკაცი მაურისიო პოჩეტინიო ფიქრობს, რომ დელფს გაუმართლა, რადგან მოედნიდან არ გააძევეს, თუმცა...