„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავი ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა. ახალი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ლეოს ჯამაგირი წელიწადში 40 მილიონი ევრო იქნება. მის მოქმედ კონტრაქტს კი ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება. მიმდინარე სეზონში 35 წლის არგენტინელმა პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირში 19 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე პასი...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
მამარდაშვილი 10-ში…
გამოცემა topsoccer-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს შორის საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი დაასახელა. „საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გიორგი მამარდაშვილმა სახელი სამშოლოში კარგი თამაშით გაითქვა და 2021 წელს ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრუელბით ესპანური ლა ლიგის „ვალენსიას“ შეუერთდა. თავიდან იგი „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში ემზადებოდა, მაგრამ მოსამზადებელ პერიოდში „ღამურების“ მთავარი მწვრთენელის, ხოსე ბორდალასის ყურადღება მიიპყრო. მწვრთნელმა მამარდაშვილი პირველ...
კრიშტიანო საუდის არაბეთში…
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის „ალ ნასრთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს. კონტრაქტის მიხედვით, პორტუგალიელი ვარსკვლავი წელიწადში 175 მილიონ გირვანქას მიიღებს. საუდელებმა 37 წლის ფეხბურთელთან 7-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. აქედან 2,5 წლის განმავლობაში რონალდო უშუალოდ ფეხბურთით იქნება დაკავებული, ხოლო შემდეგ „ალ ნასრის“ ელჩი გახდება.
ფანცულაია ცხადაძესთან… ყაზახეთში
ყაზახეთის ჩემპიონატში მოთამაშე აქტაუს „კასპიიმ“ „ბათუმიდან“ ქართველი ფორვარდი გიორგი ფანცულაია დაიმატა. ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა: „ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ჩვენს საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ფანცულაიამ კარიერაში 85 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში. წარმატებებს გისურვებთ!“. ფანცულაია გასულ სეზონში „ბათუმში“ თამაშობდა – 29 მატჩში ჩაატარა 5 გოლი...
სკალონი რჩება
არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ თქვა, რომ ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ლიონელ სკალონისთან თანამშრომლობა გაგრძელდება: „სკალონი არგენტინის ნაკრების მწვრთნელია და მომავალშიც იქნება. ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ. უკვე მოვილაპარაკეთ. ახლა ის ესპანეთშია. შვილის პასპორტის საქმეებს აგვარებს. ჩამოვა და მაშინვე მივუსხდებით მაგიდას ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.“ 44 წლის სკალონი ალბისელესტეს 2018 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრებმა...
ლევანდოვსკიმ ბარსა ახსნა
„ცხადია, ვიცოდი, რომ „ბარსელონა“ დიდი კლუბია. ეს ქალაქის ყველა კუთხეში იგრძნობა. ვფიქრობ, „ბაიერნში“ ამოვწურე ჩემი თავი.„ბარსა“ კი ჩემთვის დიდი გამოწვევა გახლდათ. მინდოდა ამ საინტერესო პროექტის მონაწილე გავმხდარიყავი. როცა „კამპ ნოუზე“ მიდიხარ, თუნდაც დაღლილი იყო, სულ სხვა გრძნობა გეუფლება. ენერგიით ივსები და საბრძოლველად მზად ხარ. გუნდის გულშემატკივრების დანახვა კი დამატებით მოტივაციას მიჩენს“, – დიახ, ეს ამ...
1000 პესო მესის…
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ნაკრების კაპიტნის ლიონელ მესის გამოსახულება, შესაძლოა, არგენტინის ფულად ბანკნოტებზე განთავსდეს. არგენტინის ეროვნული ბანკის წარმომადგენლები განიხილავენ გზებს კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების ისტორიული მიღწევის აღსანიშნავად. ვარაუდობენ, რომ კაპიტნის გამოსახულება 1000 პესოს (დაახლოებით 152 ლარი) კუპიურზე დაიბეჭდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბანკნოტის ნომინალი იწყება ლეოს სათამაშო...
უეფა იუვენტუსს ემუქრება…
უეფამ ტურინის „იუვენტუსის“ მიმართ, შესაძლოა, მკაცრი ზომები გაატაროს და კლუბი ევროთასებიდან მოკვეთოს. სანქციები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ „იუვენტისს“ ფინანსური დარღვევების ფაქტი დაუმტკიცდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, „იუვენტუსი“ ფარულად უხდიდა ხელფასს ფეხბურთელებს, თუმც კლუბმა საჯაროდ განაცხადა, რომბიჭებმა დროებით უარი თქვეს ფულზე. „ბებერმა ქალბატონმა“ 17 ფეხბურთელს დაახლოებით 60 მილიონი ევრო...
ქველმოქმედი
ჰაკიმ ზიეშმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის საპრიზო თანხდ 325 ათასი დოლარი მიიღო და სრულად შესწირა ეს თანხა მაროკოში გაჭირვებულ მოსახლეობას – „ჩელსისა“ და ქვეყნის ნაკრების ნახევარმცველის გადაწყვეტილების შესახებ ინსაიდერი ხალედ ბეიდუნი სოციალურ ქსელში წერს. ზიეშის მხრიდან ასეთი ჟესტი პირველი არ არის, ის თავისი შემოსავლის ნაწილს მუდმივად უნაწილებს ეროვნული გუნდის წევრებსა და ღარიბ ოჯახებს. 2015...
კროოსი – მესიზე: მან ტიტული დაიმსახურა
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი ამბობს, რომ ლიონელ მესიმ აუცილებლად უნდა მოიგოს ტიტული. ეს მან დაიმსახურა. „თუ პრიორიტეტებს გავითვალისწინებთ, საფრანგეთის ნაკრებში ორი ჩემი რეალელი თანაგუნდელი თამაშობს (კამავინგა და ტჩუამენი) და მათ ვქომაგობ. მაგრამ, თუ სამართლიანები ვიქნებით, ისეთმა დიდებულმა ფეხბურთელმა, როგორიც ლიონელ მესია, უსამართლობაა ერთხელ მაინც არ მოიგოს მსოფლიო ჩემპიონობა. მან ეს დაიმსახურა“. საფრანგეთისა და არგენტინის...









