„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ნახევარმცველს, რაიან გიგზს, მანჩესტერის სასამართლომ გოგონების ცემისთვის წაყენებული ბრალი მოუხსნა. სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი ფეხბურთელი ყველა ბრალდებაში არ არის დამნაშავე. შესაბამისად, 31 ივლისს დანიშნული საქმის განმეორებითი განხილვა არ გაიმართება. 49 წლის უელსელს ყოფილი შეყვარებულის, კეიტ გრევილის და მისი დის სხეულის დაზიანებისთვის წაუყენეს ბრალი. გიგზმა თავი უდანაშაულოდ სცნო, გოგონებთან დაკავშირებულ 2020 წლის 1...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
კვირკველია, რონალდუ, ბენზემა…
საუდის არაბეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა, „ალ-ოხდუდმა“ საბა კვირკველია ოფიციალურად წარადგინა. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თანამშრომლობის ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. 31 წლის კვირკველია ბოლოს ბაქოს „ნეფთჩის“ ფეხბურთელი გახლდათ, საქართველოს ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და მის შემადგენლობაში 49 მატჩი აქვს ჩატარებული. „ალ ოხდუდმა“ საუდის არაბეთში დასრულებულ...
დი მარციო, მიქაუტაძე და ლაციო…
სატრანსფერო საკითხებში კარგად ჩახედული ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო სოციალურ ქსელში წერს, რომ სერია A-ს კლუბი „ლაციო” საქართველოს ნაკრებისა და „მეცის” თავადმსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე ფიქრობს და ფრანგებს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშრებით პირველი შეთავაზებითაც მიმართა. იტალიელები ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებენ და ჟურნალისტის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი სამიზნე გიორგი მიქაუტაძეა. გასულ სეზონში ქართველმა ლიგა 2-ის 37...
იუვენტუსი დისკვალიფიკაციას დათანხმდა
ტურინის „იუვენტუსმა“ „ოპტიმალურ დისკვალიფიკაციას“ მიაგნო. იტალიური მედიის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა უეფას შეუთანხმდა და მომდევნო სეზონში კონფერენციის ლიგაში მონაწილეობას არ მიიღებს. გეხსომებათ, ტურინელები საკუთარ ქვეყანაში დასაჯეს, 10 ქულა დააკლეს, რის გამოც გუნდმა სეზონი მეშვიდე ადგილზე და რანგით მესამე ევროტურნირის საგზურით დაასრულა. შედეგად, „იუვენტუსის“ გარშემო გამოძიება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომაც დაიწყო და კლუბისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია გამზადებული...
საბა სიმბოლურში
5 ფეხბურთელი ინგლისიდან, 3 ესპანეთიდან, 2 უკრაინიდა და ერთიც… საბა საზონოვი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი. პოპულარულმა Sofascore.com-მა ევროპის ახლახან დასრულებული 21 წლამდელთა ჩემპიონატის სიმბოლური გუნდში შეადგინა და რჩეულთა შორის ჩვენიანი ფეხბურთელიც დაასახელა. საბამ ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩი (4) შეუცვლელად ჩაატარა და პირველ ტურში, პორტუგალიასთან ჩინეული თავურიც გაიტანა. შეგახსენებთ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებთან ერთად...
მოდრიჩი რეალში კიდევ ერთი წლით
ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, – გვამცნობს „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ-გვერდი. გასულ სეზონში ნახევარმცველმა „რეალის“ რიგებში ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდრიჩის მომსახურებით საუდის არაბეთის კლუბები დაინტერესდნენ. მაგრამ ლუკამ მათ უარი უთხრა.
გერეირო ბაიერნში
მიუნხენის „ბაიერნმა“ პორტუგალიელ მცველთან, რაფაელ გერეიროსთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 29 წლის მცველი ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში „დორტმუნდში“ თამაშობდა. გასულ სეზონში 36 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პორტუგალიელი მიუნხენურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. გერეიროს პორტუგალიის ნაკრებში 64 მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი.
გულუხვი პეპი
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ინგლისური კლუბის თანამშრომლებს სეზონის განმავლობაში კარგი მუშაობისთვის საკუთარი პრემია გადასცა. Daily Mail-ი წერს, რომ ჯილდოს ოდენობა არ გახმაურებულა, თუმცა ცნობილია, რომ ის დაახლოებით 880 ათასი ევროა. 2022/23 სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ტრებლი შეასრულა – მოიგო პრემიერლიგა, ქვეყნის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა.
ბაიერნი ბაზარში…
მიუნხენის „ბაიერნმა“ ახალი სეზონისთვის პირველი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – მომავალ სეზონში გუნდის ღირსებას კონრად ლაიმერი დაიცავს. 26 წლის ავსტრიელი ნახევარმცველი მიუნხენელებს „ლაიფციგიდან“ უფასოდ შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ლაიმერმა კარიერა ავსტრიაში, „ლიფერინგში“ დაიწყო, საიდანაც „ზალცბურგში“ გადავიდა, ხოლო 2017 წლიდან „ლაიფციგის“ ფეხბურთელი გახდა, რომლის რიგებში 190 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. ლაიმერმა 26-ჯერ მოირგო...
მზადება 10-დან, ამხანაგური 15-ში
15 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კვიპროსს ამხანაგურად უმასპინძლებს. მატჩის ჩატარების ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი. წინა კვირას, 21-წლამდელთა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე საბოლოო 23-კაციანი განაცხადის წარდგენამდე, გაფაროთებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 35 ფეხბურთელისგან შედგება. Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისიდან დაიწყებს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპს კი 21 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. Მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი...









