ეს რა გავიგე, ჩაწყობილი ყოფილაო. რა ყოფილა ჩაწყობილიო? მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჩაწყობილი ყოფილაო? ვინ თქვა? მთელმა შეგნებულმა ქართველობამ. ვის აუღია ფულიო? ბრაზილიისთვის უთქვამთ, ჩვენ უნდა მოგვცეთო, თორემ ყოფას გიტირებთო, რონალდო უარზე ყოფილა და ძალით ავად გაუხდიათ. სისულელეა. რატომ არის სისულელე, ბრაზილიის მომგები ვინ იყო? ჩამოთვლა მეზარება. ეგ კი არა, წინა შაბათს „რეალი“ – „ბარსაც“ ჩაწყობილი...
Author: გიო ახვლედიანი (გიო ახვლედიანი)
მისტერ ბუნგუს სამეზობლო
ჩვენი ქვეყნის ამბავი ისეთია, რომ საზოგადო საქმეზე თავგადადებულ ხალხს ახირებულ ვინმეებს ეძახიან. აი, კაცი თუ გადაწყვეტს, ჩემი გამორჩენისთვის კი არა, ხალხისთვის უნდა გავაკეთო რამე და დახმარება მჭირდებაო, ასეთ დროს ორგვარად ფიქრობენ: ამბობენ, გიჟიაო, ან თუ გიჟი არ არის, რაღაც გამორჩენას მოელის, თორემ ისე როგორ შეეჭიდებოდა ასეთ საქმესო. ახირებულები კი, თუ გამორჩენას ელიან, მხოლოდ საქვეყნოს. აი,...
სარაგბო ფიქრები
რაღა მაინცდამაინც რაგბი? სიმართლე რომ ვთქვა, ამ თამაშში წესების დონეზე თუ ვარ გარკვეული. თამაშის იმგვარი გაგება და აღქმა, რაგბზე მწერალ კაცს რომ სჭირდება, არა მაქვს. ისიც უნდა გითხრათ, რომ წესების შესწავლაზეც გვარიანი დრო გავხარჯე, მაგრამ არ მინანია. ეს საუცხოო თამაში კაცის გულში მეტად კეთილშობილური ნაბიჯით შემოდის. დაკვირვებული ვარ – რაგბმა ბოლომდე ჩათრევა იცის. აქ არ...
ბრეივჰართ, წავედით რაგბის საცქერლად
განა ჩვენ სამხრეთ აფრიკელები ვართ? იქ ახლა ერთი ამბავია – ნაკრების კაპიტან ფრანსუა პინარს თუ არა ვცდები, „სბორზე“ არ დაუძახეს და მისი გუნდში დაბრუნების მოთხოვნით სამიოდე დღეში 70 ათასი სატელეფონო ზარი გაისმა. არა, ჩვენ არა ვართ სამხრეთ აფრიკა. და მიუხედავად ამისა, ხვალ თბილისში საერთაშორისო რაგბია. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ სარაგბო მატჩის აფიშამ თავისი იერსახით რეი...
ჰეი, ქინქი!
სწორედ ათი წელიწადი გასულა მას შემდეგ, რაც გიო ქინქლაძე ინგლისის სტადიონებზე დათარეშობდა და „მანჩესტერ სიტის“ ისტორიას ქმნიდა. კლუბისთვის ცუდ დროს იყო იქა და ამანაც არია საქმეები, მაგრამ აბა ქაღალდს ჩახედეთ: სამ სეზონში 106 მატჩი ითამაშა სიტიში და აქედან 105 ძირითადში! ერთხელ გამოვიდა შეცვლაზე. იმას მერე კიდევ რაღა არა მოხდა და სულ სხვა ადგილას, სულ სხვა...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
უყურე ბრაზილია – არგენტინას? უცნაური ხალხია. რატომ? აბა, რატომ უნდა ითამაშო ფეხბურთი დილის რვა საათზე? ე, ეგ ეგრე გამოვიდა. იქ რომ ღამეა, აქ დილაა, ამდენი არ იცი? მაგდენი როგორ არ ვიცი, მაგრამ ამ ბრაზილიელებს ტვინი არა აქვთ და… ბრაზილიელებს? ჰმ… ჰო, ბრაზილიელებს. ვეღარ გაიგეს, რომ არგენტინელებს არ უნდა ეთამაშონ? აბა ვის უნდა ეთამაშონ? ავსტრალიას. ჰა,...
გადასვლა
ახალგაზრდულ ფეხბურთზე გამახსენდა და ზოგადად, გავრცელებული ამბავია: ფენომენი ბავშვები დიდობაში საერთოდ ვეღარ თამაშობენ, ფენომენი ყმაწვილები ჩვეულებრივი მოთამაშეები ხდებიან, ან საერთოდაც იკარგებიან და მხოლოდ ერთეულები იზრდებიან, სწრაფად ვითარდებიან და სიყმაწვილის ვარსკვლავობა სიჭაბუკეში გადააქვთ, იქედან კი დიდ ფეხბურთშიც და დიდ ვარსკვლავებად იქცევიან ხოლმე. ვარსკვლავსა და დიდ ფეხბურთელზე მოგახსენებთ, თორემ საშუალო და კარგ ფეხბურთელებში ეს საქმე უფრო იოლადაა....
ფიქრნი ემანუილ ამუნიკესი, ბურთაობა რომ სწყუროდა
ხვალ ბურთი ავარდება იოჰანესბურგში: აფრიკის თასის გათამაშების გახსნაზე ერთმანეთს შეერკინებიან სამხრეთი აფრიკა და კამერუნი – პიონერნი და ლომნი. მას კი, ტანმაღალ და ბრგე ემანუილ ამუნიკეს, გაახსენდება ორი წლის წინანდელი ფინალი, როდესაც ორი გოლი შეუგდო ზამბიას და აფრიკის ჩემპიონი გახდა. ასეთი რამ აღარ მოხდება: ვერც ამუნიკე შეაგდებს გოლს და ვერც ნიგერია გავა ფინალში. აფრიკის პირველი გუნდი...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
აღარ ვიცი, რა ვიფიქრო? რატომ? მთელი სეზონი ვყვიროდი “იუვე”, “იუვე”, “იუვე” და რა გამოვიდა? სულელი ყოფილხარ. ჩირო რომ მომჯობინებულიყო, სხვანაირად არ იქნებოდა? ეგრე დი სტეფანო და ხენტოს რომ ეთამაშათ… კარგი, ერთი, „რეალი“ გუნდია? და „დორტმუნდი“? ამით რისი თქმა გინდა? ამით იმის თქმა მინდა, რომ „იუვენტუსს“ ერთი უცნაური თვისება აქვს. მოედანზე ხან თერთმეტი ზიდანია, ხან თერთმეტი...
უფლისწული ნასიმ ჰამედი: შხამიანი სულთანი ვესტმინსტერიდან
რა ქნას კაცმა? ახლა კრივი ტელევიზიას უპყრია. თუ კრივი გიყვარს, ფასეულ ორთაბრძოლას ტყუილად ეძებ შენი ქალაქის სპორტულ ადგილებში. კედლებზე აფიშები არ არის. იმისათვის, რომ ჩხუბს უყურო, ფული უნდა გადაიხადო. რა თქმა უნდა, ტელეკაბელი ისედაც უნდა გქონდეს სახლში, მაგრამ დიდი კრივი თუ გწყურია, თანხას უნდა გამოხვიდე, რათა დაუშიფრავი ტაისონ-ჰოლიფილდი მიიღო. ეიჩ-ბი-ოუ, შოუთაიმი და იესპიენი გულს არ...









