Author: გიო ახვლედიანი (გიო ახვლედიანი)

Home გიო ახვლედიანი
არის ასეთი გაზეთი
ჩანაწერი

არის ასეთი გაზეთი

„სპორტ-ექსპრესი“ დიახაც რომ ცნობილი და სახელგავარდნილი გაზეთია ესენგეს მასშტაბით. ჩვენც, სპორტის მოყვარე ივერიელთაც არაერთხელ გადაგვიფურცლავს ეს ძაან ფორმატისა და ძაან ხარისხის რუსული გაზეთი, რომელსაც მთელი ძველი საბჭოეთის სპორტული დაკმაყოფილება განუზრახვას. დიახაც, მძლავრი და ოპერატიულია ეს „სპორტ-ექსპრესი“, რა გინდა რომ იქ არ ეწეროს. ჯერ მარტო რუსეთი ჩემპიონატი იმგვარი პომპითა და ფოიერვეკითა შუქდება, რომ ეს უაზრო ბურთის...

სახალხო ჩელე
ჩანაწერი

სახალხო ჩელე

ჩემს მაგიდაზე ძველი საფეხბურთო ცნობარები აწყვია. ისინი საგანგებოდ გამოვითხოვე სარედაქციო არქივარიუსთაგან, რათა ძველ, დავიწყებულ სტატისტიკას ჩავუჯდე. ცნობარი სულ თეთრმეტია, 1976 წლიდან 1986 წლამდე. თითოეული მათგანი განვლილ სეზონს აღწერს და მეც მაინტერესებს, თუ სად, რამდენი და როგორ ითამაშა ოდინდელი “დინამოს” განთქმულმა თავდამსხმელმა რევაზ ჩელებაძემ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის? რედაქციამ გადაწყვიტა საბჭოეთის ნაკრებში მოთამაშე ყველა ქართველი...

ტაისონის წაქცევის ერთი გზა
ჩანაწერი

ტაისონის წაქცევის ერთი გზა

შენ, მსოფლიო კრივის ჩემპიონობაზე მეოცნებე ქართველო ჭაბუკო, დიახაც დაგჭირდება მაიკ ტაისონთან შეხვედრა. ვერ ასცდები ამ შერკინებას და ამიტომ, ფუთაში გამოკრული სიკტივკარის ქარხნის ხელთათმანებით რომ ჩახვალ ამერიკაში, დაფიქრდი, ვისთან საჩხუბრად მისულხარ დიდ ქალაქში. კი, გახსოვს, რომ ის კაცი, კრივის გაუცინარი ხელმწიფე, ნახევარი წლის წინ გამოუშვეს ინდიანას ციხიდან. ბეჭზედ მაო ძე დუნი ახატია, თათრულ წესზე აბდულ-აზიზი ჰქვია...

რვა სურათი განგსტერის ცხოვრებიდან
ჩანაწერი

რვა სურათი განგსტერის ცხოვრებიდან

პორტრეტი მაუდის შლაპა, რუხი კოსტუმი, თეთრი პერანგი და შავი ჰალსტუხი. მსუქან თითებში ოცცენტიანი სიგარა, არათითზე დიდი ოქროს ბეჭედი, გულისჯიბეში რომელიმე კათოლიკური წმინდანის სურათი და რეზინის ძაფით შეკრული ასდოლარიანების დასტა.. სხვაფრივ, საშუალო სიმაღლის, ღაბაბიანი, ღიპიანი და კოტიტა ვინმეა. თვალებმოჭუტული ლაპარაკობს ხოლმე და პირში ყოველთვის შაქარყინულის ნამტვრევი უდევს. წლოკნის და ისე ბუტბუტებს რაღაცებს. ვინ არის ეს კაცი...

ლუვრის კარუსელში ბევრს თავბრუ დაეხვა
ჩანაწერი

ლუვრის კარუსელში ბევრს თავბრუ დაეხვა

კარუსელი დარბაზია ლუვრში, იქ კი მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ორიოდ მსუბუქი სიტყვით ჩვენც შევეწეოდით. უპირველესად გავიხსენოთ ერთი ძველი დიალოგი: შესძლებ იმას, იანეკ? ძნელია. შევძლებ. მთავარია, რომ ის არსებობს. რა? მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. თუკი რამ საუკეთესო შეუძლია თქვას ქართველმა ფეხბურთელმა წილისყრის შემდეგ, ალბათ სწორედ ობერ-ლეიტენანტ კლოსის ეს სიტყვებია....

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

მოდი რა, ფეხბურთში გამარკვიე. რა გაინტერესებს? მწვრთნელობა მინდა და ყველაფერი უნდა ვიცოდე. რატომ მოგინდა მწვრთნელობა? ტელევიზორში რომ ვხედავ, მომწონს. სხედან, ეწევიან… დაფიქრებული ხალხი ჩანს. მწვრთნელობა ძნელია. ამიტომაც მოგაკითხე, მათემატიკაზე ძნელი ხომ არ არის? გააჩნია ვისი მწვრთნელი ხარ. განა ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? მთავარი სწორედ ეგ არის, „შალკე“ მწვრთნელი თუ ხარ, ერთია, „ინტერისა“ კიდევ სხვა. მე...

არჩი და სხვა ამბები
ჩანაწერი

არჩი და სხვა ამბები

სქოთების ნაკრები მსოფლიო თასის  ფინალურ ეტაპზე ვერ  გავიდა და მენჯერმა გორდონ სტრაჩანმა, წავედიო, იქაურმა ფეხბურთის ასოციაციამ კი უკვე დაიწყო ახალი მესაჭის ძებნა. ასეთი რამე ხშირად ხდება ხოლმე და თან ბევრ ქვეყანაში. თვითონ სქოთებიც, აგერ, მეოცე წელიწადი სრულდება მსოფლიო თასზე  ვერ მოხვედრილან და ამ დროის განმავლობაში ამ ნაკრებს შვიდი სრულუფლებიანი და ორი დროებითი მენეჯერი წვრთნიდა, ერთიც,...

ტომი და ჯონი ბლექუოთერის ღელეზე
ჩანაწერი

ტომი და ჯონი ბლექუოთერის ღელეზე

მატარებელი მატარებელი დაიძრა ლონდონ ბრიჯის სადგურიდან. არცერთ ვაგონში, არცერთ კუპეში არ იყო თავისუფალი ადგილი. ყველა ბილეთი ადრიდანვე იყო შეკვეთილი. ასობით მგზავრი დამჯდარიყო პირველი თუ მეორე კლასის ადგილებზე და არცერთმა მათგანმა არ იცოდა, საით მიდიოდა მატარებელი. ამის მიზეზი უბრალო გახლდათ: დრო და ადგილი იმ მოვლენისა, რომელსაც ეს ხალხი უნდა დასწრებოდა, გასაიდუმლოებული იყო. გასაიდუმლოებული კი იმიტომ იყო,...

მეორედ წასვლა თუ მესამედ მოსვლა
ჩანაწერი

მეორედ წასვლა თუ მესამედ მოსვლა

  მურტალო ჯერ არ მოკვდება. თუ მოკვდება და, საეჭვოა, არილინგტონის სასფლაოზე დაკრძალონ. იქ მხოლოდ ამერიკისთვის თავდადებული შვილები წვანან. და სად არის დიდ მოკრივეთა საფლავები? სად განისვენებეს ჯო ლუის ბოროუ, ანდა დიდი ჯეიმს ჯეფერსი? ამისას ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან მოკრივეებს არ ერგებათ საფლავები გამოსაჩენ ადგილებში. ერთადერთი, რაც მოკრივეებს ერგებათ, კანასტოტას კრივის დიდების დარბაზია და იქაც ყველას არ...

ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

გაიგე? ეს რა მომხდარა. რა მომხდარა? აი, მარადონას და კანიჯას გაპარვა გადაუწყვეტიათ? რა გაპარვა? ეგენი აწი ან კაიფში, ან ძილში თუ გაიპარებიან. არა კაცო. იპარებიანო, ოჯახი უნდა შევქმნათო. ვერ გავიგე. რა ვერ გაიგე? კანიჯას პასპორტის გამოცვლა უნდაო, კლაუდიო მერქვა და კლაუდია უნდა გავხდეო. ვაჰ, ის კლაუდიო აღარა ვარო? არაო? აბა ვინა ვარო? კლაუდია მარადონაო. და...