Author: გიო ახვლედიანი (გიო ახვლედიანი)

Home გიო ახვლედიანი
საცივის შემდეგ
ჩანაწერი

საცივის შემდეგ

ახლოვდება საცივის ჟამი. დროება გადახუხვისა, ბაჟეში შუბლის ჩამხობისა და შემწვარი გოჭის მსუქანი ნაჭრების მოყირჭებისა. ათასობით ქართველი სპორტსმენი ისევ ხვდება და ელის ახალ წელიწადს, როგორც ასიათასობით მათი თანამემამულე. იმედი გაუმჯობესებისა, საქმის კეთილად და აზრიანად კეთებისა და ჩვენს სპორტშიაც იმგვარადვეა საჭირო და სანატრელი, როგორც სამოქალაქო ცხოვრებაში. თუმცა, „იმედი“, ამ შემთხვევაში გაცვეთილი სიტყვაა. უფრო „სურვილი“  სჯობს. გვსურს, რომ...

უკლანოდ დარჩენილი ვინსენ მუტალე
ჩანაწერი

უკლანოდ დარჩენილი ვინსენ მუტალე

ეს კვირაა და დიდმნიშვნელოვან შეჯიბრებებში გვარიანი ამბები ხდება: სამპრასი წაახდინეს, ჩანდა რუბინმა და არანტა სანჩესმა ლამის ოთხ საათს იქნიეს ჩოგნები, ხორხე ვალდანომ ქუდი დაიხურა და ამღვრეული „რეალი“ დელ ბოსკეს გადაულოცა, თბილისის „დინამო“ მანეჟში სათამაშოდ გაემგზავრა, ჟან-მარკ ბოსმანი მგონი ჰააგის სასამართლოს უსტაბაშად აირჩიეს, დენის როდმანმა საქოჩრეზე წითელი ზოლი გაივლო და სხვა რამ ათასი დიდი და მცირე....

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

რამდენიმე შეკითხვა მაქვს. „ინტერზე“ არ მკითხო და რაც გინდა ის იყოს. კარგი. რატომ არის, რომ ხალხი ცხრა კაცითაც იგებს თამაშს, ჩვენ კი მთელი სტადიონი რომ ჩავიდეთ მოედანზე, ვაგებთ? იმიტომ, რომ ჩვენ სხვანაირები ვართ. ეგ რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუპერტ მერდოკს უნდა შევეკრათ. ვინ არის რუპერტ მერდოკი? მაგრამ რუპერტ მერდოკი ჩვენ არ შეგვეკვრება....

თანამედროვე
ჩანაწერი

თანამედროვე

ზამთარში ადრე ღამდება ხოლმე და მაშინაც ადრე დაღამდა. ცუდი დრო იყო, ცუდი ამინდი, ცუდი საათი. სეზონი დამთავრებული იყო. გზა არ ვარგოდა და როდის ვარგა გზა საქართველოში? ასიათასობით ადამიანი გადის და გამოდის იმ გზაზე ყოველწლიურად. მდინარეც იქვეა – რაც ქვეყანა არსებობს, მდინარე და გზა გვერდიგვერდაა. ნაცნობი, მარადიული სურათი. რამდენჯერაც გაივლი იმ ჩვეულებრივ გადაცვეთილ ადგილას, ყოველთვის გაგახსენდება....

ფეხბურთის ანტიქრისტე
ჩანაწერი

ფეხბურთის ანტიქრისტე

დენის ლოუ დაიბადა 1940 წლის 24 თებერვალს შოტლანდიის ქალაქ აბერდინში.  ნახევარმცველი წონა 69 კგ. სიმაღლე: 1,76 სმ. ოქროს ბურთის მფლობელი (1964) კლუბები: „ჰადერსფილდი“ (ინგლისი, 1956-60), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი, 1960-61), „ტორინო“ (იტალია, 1961062), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი, 1962-73), „მანჩესტერ სიტი“ 9ინგლისი, 1973-75). ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი – 1965, 1967, ინგლისის თასის მფლობელი – 1963, ჩემპიონთა თასის მფლობელი – 1968,...

ბიჭები ჭუჭყიანი ქუჩიდან
ჩანაწერი

ბიჭები ჭუჭყიანი ქუჩიდან

ერთი წესიერი ამბობენ, ძვირფას ქვას ერთი თვისება აქვს, თუ გაიბზარა, იმის ფასი კაპიკიაო. ასეა კრივშიც, რინგის მარგალიტები იმგვარად გაგროშდება ხოლმე, რომ კაცი თვალსაც ვერ შეასწრებს. მერე სანაგვეა. არაფერია სანაგვეზე გადაგდებულ ჩემპიონზე უარესი სანახავი… ჩვენ კი გავწიოთ პლაია დე პონსისკენ, პუერტო რიკოს ერთ-ერთი ქალაქი რომაა. ისევე როგორც პაწაწინა და უსასოო კუნძულის სხვა ქალაქები, პლაია დე პონსიც...

სადღაც დაიკარგა ის ძველი და ტკბილი
ჩანაწერი

სადღაც დაიკარგა ის ძველი და ტკბილი

აი, უკვე მერამდენე „ოლ სტარზის“ გეიმი მოილია NBA-მ. ზანგის ბიჭების სიჩაუქეს და კონდიციას რომ უყურებ, ფიქრობ, რომ კალათბურთის თამაშს – აქედან ნიუ-იორკს რომ გამოსდები და იქიდან ლოს ანჯელესს – აზრი არა აქვს. თუ კალათბურთის თამაში გინდა და თავს მოთამაშედ თვლი, ამერიკაში უნდა წახვიდე და რომელიმე ლიგაში მაინც უნდა მოსინჯო თავი. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ, ერთი...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ახლა მითხარი, არგენტინა უფრო ძლიერია, თუ ბრაზილია? უფრო გერმანია უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ ხომ ხედავ რა დღეშია? კლინსმანმა თავი დაარტყა ბურთს და გული წაუვიდა. ძველ დროში შტანგას ურტყამდა თავს, შტანგა ტყდებოდა და კლინსმანი გახარებული მოდიოდა უკან. მერე ეფენბერგმაც თითი დაანახა ხალხს… ესე იგი, ბრაზილია უფრო ძლიერია, ვიდრე არგენტინა? ეგრე პირდაპირ ვერ იტყვი. ბრაზილიელები თავის დილიხორით...

სადიდებელი წყალგაღმა კალათბურთისა
ჩანაწერი

სადიდებელი წყალგაღმა კალათბურთისა

„ოკეანის გაღმელო, საზიზღარო სემ, ზანგებს რატომ აწამებ და ბავშვებს რატომ სცემ?“ გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ბოლშევიკური შაირი კალათბურთის გამო გამახსენდა. კალათბურთი, ისეთი სპორტია, რომ ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა მეტად თვალშისაცემად ჩანს ხოლმე. ვთქვათ, გამოიჭერს დიდი პატარას და 97:17-ს მოუგებს. თითქმის წარმოუდგენელია ისეთი რამ, რომ სუსტმა ძლიერს მოუგოს. ფეხბურთში ეს საქმე გაგიხარია, ყვავის: აი, „რუსენბორგი“ „მილანს“ მოუგებს,...

ცოტაცა, ცოტაცა
ჩანაწერი

ცოტაცა, ცოტაცა

შემოდგომის ტესტების ორი თამაში გადავლილია და საქართველო გამოჩნდა ხმაურით მსოფლიო გაზეთების სარაგბო ფურცლებზე. ამბავი არა მხოლოდ კანადის ბევრლელოიან ძლევასა და სოსო მათიაშვილის გაქროლებასა და ნახტომშია, არამედ, უფრო ისაა, რომ საქართველოს უელსთან  უკვე დამთავრებულ დროში ხაზთან ახლო ჯარიმით და, შესაბამისად, შერკინების მოთხოვნით და მიწოლით, ფრეს საშუალება გაუჩნდა. რახან მანამდე  ჩვენებმა უელსი ოხრად დაარჩინეს შერკინებებში, ამ ბოლო...