
მარიამ ბოლქვაძე „უიმბლდონზე“ გზას აგრზელებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის მოგების შემდეგ ძირითადი ბადის პირველი ეტაპიც გაიარა – მარიამმა ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი 6:2; 4:6; 6:4 დაამარცხა.
ძალიან დამაინტრიგებელი მატჩი იყო, ბევრი ბრეიკით… ბოლქვაძემ პირველ სეტში ერთის სანაცვლოდ სამი ბრეიკი გაახერხა და 1:0 დაწინაურდა; მარიამმა მეორე სეტში ორჯერ წაართვა მეტოქეს ჩაწოდება, მაგრამ ავსტრალიელმა ეს ოთხჯერ მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა; მესამე სეტში ქართველი ჩოგბურთელი ორი ბრეიკით დაწინაურდა – 4:1 და მარიამის ჩაწოდებაა… ისევ ბრეიკი, მაგრამ ქართველი იქვე იბრუნებს და უკვე მატჩზე აწვდის… ტომლიანოვიჩს სხვაობა მინიმუმამდე დაჰყავს. თუმცა, ბოლქვაძე შეცდომებს აღარ იმეორებს და ახლა უკვე შემდეგი ეტაპის მეტოქეს ელოდება.
ბოლქვაძის მეტოქე კი ასევე კვალიფიკაციიდან გასულ ამერიკელ აშლინ კრიუგერსა და ხორვატ დონა ვეკიჩს შორის გაირკვევა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 22:55ბოლქვაძემ პირველი გაიარა
სიახლეები29/06/2026 | 15:20ლატვიასთან ლიდერების გარეშე
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
