მელიქიძე, ჩილაჩავა, შიოშვილი…

მელიქიძე, ჩილაჩავა, შიოშვილი…

ტოპ 14-ის ბოლო 4 ფინალის გამარჯვებული, ჯამში ტველაზე მეტი – 25 საჩემპიონო ტიტულის მფლობელი. ყოველივე „ტულუზის“ მიღწევაა, რომლის რიგებშიც კარგა ხანია ქართველებს არ უთამაშიათ. ბოლო ალბათ ვასილ კაკოვინი იყო ახალგაზრდულ ასაკში.

თუმცა, ტოპ 14-ში „ტულუზის“ გარდა კიდევ 13 კლუბია, რომლებშიც, „ბორდოს“ გამოკლებით, გასულ სეზონში 31-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. ბევრ გუნდში ჩვენებურები ლიდერებიც არიან, ბექა გორგაძე კი სულაც „პოს“ კაპიტანია.

გასულ სეზონში, რეგულარულისა და პლეი-ოფის ჯამში, ქართველთაგან ყველაზე მეტი მატჩი „რასინგ-92“-ის მარცხენა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა ჩაატარა – 27.

ყველაზე შედეგიანი კი მეორე პარიზული კლუბის – „სტად ფრანსეს“ მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე გახლდათ, რომელმაც ტურნირის 26 მატჩში 8 ლელოს გატანა მოახერხა, რაც მისი ამპლუისთვის არნახულად მაღალი მაჩვენებელია.

გასულ სეზონში ქართველებს დამრტყმელებად „არ უმუშავიათ“. გამონაკლისი მხოლოდ დავით ნინიაშვილისა და გელა აფრასიძის თითო სუპერშორეული ჯარიმაა. „ნინის“ გარდა ამისა, 7 ლელოც აქვს გატანილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ტოპ 14-ის ქართველებმა დისციპლინის კუთხით მეტად წარმატებული სეზონი განვლეს. ყველაზე მეტი – 2-2 სინბინი ვეტერანი ბორჯღალოსნების გიორგი თეთრაშვილისა და ლევან ჩილაჩავას ანგარიშზეა.

სხვათა შორის, ჩილაჩავა ტოპ 14-ის ყველაზე „ხანდაზმული“ ქართველის საპატაიო სტატუსს არავის უთმობს. ლევანი 1991 წლის 17 აგვისტოსაა დაბადებული, ანუ ზაფხულის მიწურულს 35-ის გახდება. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საანგარიშო სეზონში ლევან ჩილაჩავამ ტოპ 14-ში მე-200 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით დავით ზირაქაშვილისა და მამუკა გორგოძის შემდეგ მესამე ქართველი გახდა.

დაბოლოს, ყველაზე ახალგაზრდა ტოპ 14-ელი ქართველის შესახებაც. როცა მიხეილ შიოშვილს მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა, ის 19 წლის იყო. მიშო 20-ის სულ ახლახან შესრულდა, თუმცა „ტულონში“ გამართულ 9 მატჩში 4 ლელო ხომ გაიტანა, ამჟამად მიმდინარე მსოფლიოს ახალგააზრდული ჩემპიონატის სასტარტო მატჩშიც 2 ლელო მიითვალა და დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მორაგბედ მიიჩნევა.

ქვემოთ – 31 ქართველის დეტალური სეზონური სტატისტიკა (მათ შორის – თორნიკე ჯალაღონიასიც, რომლის „პროვანსის“ მატჩი ტოპ 14-ში ამსვლელ პლეი-ოფში ამ ლიგის მატჩად ოფიციალურად ითვლება):

რასინგ-92 (3): გურამ გოგიჩაშვილი (27 მატჩი, 2 ლელო), გია ხარაიშვილი (19 მატჩი), ვლადი აშვეთია (4 მატჩი, 2 ლელო).

(3): ბექა გორგაძე (17 მატჩი, 3 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), ლექსო აულაშვილი (16 მატჩი, 1 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), ურამ პაპიძე (14 მატჩი).

ლა როშელი (3): ალექსანდრე უნთელია (26 მატჩი, 1 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), დავით ნინიაშვილი (23 მატჩი, 7 ლელო, 1 ჯარიმა, 38 ქულა), ნიკა სუიძე (12 მატჩი, 1 ლელო, 1 ყვითელი ბარათი),

კლერმონი (3): გიორგი ახალაძე (21 მატჩი, 5 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), გიორგი ძმანაშვილი (12 მატჩი, 2 ლელო), გიგა თუთისანი (4 მატჩი, 1 ლელო),

ტულონი (3): ბექა გიგაშვილი (17 მატჩი, 2 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), გიორგი ჯავახია (12 მატჩი+5 მატჩი, 3 ლელო, 1 ყვითელი ბარათი პრო დ2-ში), მიხეილ შიოშვილი (9 მატჩი, 4 ლელო).

ლიონი (3): ირაკლი აფციაური (21 მატჩი, 2 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), ბექა შვანგირაძე (12 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი), ბექა საინაძე (11 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი),

პერპინიანი (3): გიორგი თეთრაშვილი (16 მატჩი, 2 ყვითელი ბარათი), გელა აფრასიძე (11 მატჩი, 1 ჯარიმა, 3 ქულა, 1 ყვითელი ბარათი), ანდრო დვალი (2 მატჩი).

მონტობანი (3): ნუგზარ სომხიშვილი (7 მატჩი, 2 ყვითელი ბარათი), ვახტანგ ჯინჭარაძე (7 მატჩი, 1 ლელო), ლუკა აზარიაშვილი (2 მატჩი).

მონპელიე (2): ლუკა ჯაფარიძე (11 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი), ნიკა აბულაძე (6 მატჩი).

სტად ფრანსე (2): გიორგი მელიქიძე (26 მატჩი, 8 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), სერგო აბრამიშვილი (7 მატჩი, 1 ლელო).

კასტრი (1): ლევან ჩილაჩავა (10 მატჩი, 2 ყვითელი ბარათი).

ბაიონი (1): ნიკა ლომი(1 მატჩი).

პროვანსი (1): თორნიკე ალანია (1 მატჩი, 1 ლელო).

ტულუზი“ და „ბორდო – 0-0.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.