ტოპ 14-ის ბოლო 4 ფინალის გამარჯვებული, ჯამში ტველაზე მეტი – 25 საჩემპიონო ტიტულის მფლობელი. ყოველივე „ტულუზის“ მიღწევაა, რომლის რიგებშიც კარგა ხანია ქართველებს არ უთამაშიათ. ბოლო ალბათ ვასილ კაკოვინი იყო ახალგაზრდულ ასაკში. თუმცა, ტოპ 14-ში „ტულუზის“ გარდა კიდევ 13 კლუბია, რომლებშიც, „ბორდოს“ გამოკლებით, გასულ სეზონში 31-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. ბევრ...
ჭდე: მიხეილ შიოშვილი
ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
დიახ, ტოპ 14-ში ისეთი კონკურენციაა, რომ „ბორდო“, რომელმაც სულ ახლახან ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეორედ მოიგო, შიდა სარბიელზე ჩაფლავდა და ჩემპიონობისთვის მებრძოლთა ექვსეულში ვერ მოხვდა. რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ევროპის საკლუბო ჩემპიონმა „კლერმონს“ უმასპინძლა, რომელიც ასევე ლამობდა ზედა ექვსეულში მოხვედრას. ჰოდა, „ვულკანებმა“ სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს – 34:31, მასპინძლებს ბონუს-ქულა დაუთმეს და ამ შედეგმა ორივე...
შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…
ევროპული სარაგბო სეზონი ფინიშის სწორზე გავიდა: ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების გათამაშებებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო პრო დ2-ში რეგულარული ჩემპიონატის 26-ე ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი მიმოხილვას კვლავ მიხეილ შიოშვილზე საუბრით დავიწყებთ: ჭაბუკმა ქართველმა მერვედფინალის შემდეგ მეოთხედფინალშიც ითამაშა, „ტულონის“ სასტარტო 8 ნომერი იყო და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა მაგრად იშრომა, ბურთი ტრადიციულად დიდ მანძილზე მიჰქონდა...
შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა
გასულ უქმეებზე საფრანგეთისა და ინგლისის სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა. ევროპის ამ უძლიერეს შიდა ტურნირებში 3 ქართული ლელო დაფიქსირდა: ერთი ტოპ 14-ში და ორიც – პრო დ2-ში. ტოპ 14 „ტულონის“ ახალი წლის დადგომამდე ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ბოლო 6 მატჩიდან 5-ის წაგების პირობებში ფრანგული რაგბის გრანდი ცხრილში მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6...
წინ მადრიდი და ფინალია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში გამოვლინდება. მარკო ბორტოლამის მიერ მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა 3-ის წილ 8 ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთი საჯარიმო...




