ტოპ 14-ის ბოლო 4 ფინალის გამარჯვებული, ჯამში ტველაზე მეტი – 25 საჩემპიონო ტიტულის მფლობელი. ყოველივე „ტულუზის“ მიღწევაა, რომლის რიგებშიც კარგა ხანია ქართველებს არ უთამაშიათ. ბოლო ალბათ ვასილ კაკოვინი იყო ახალგაზრდულ ასაკში. თუმცა, ტოპ 14-ში „ტულუზის“ გარდა კიდევ 13 კლუბია, რომლებშიც, „ბორდოს“ გამოკლებით, გასულ სეზონში 31-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. ბევრ...
ჭდე: დავით ზირაქაშვილი
რიჩარდ კოკერილი ბორჯღალოსნებში
ქართული რაგბი ახალ ფაზაში შედის. როგორც გაირკვა, ინგლისელმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა საქართველოს რაგბის კავშირთან ურთიერთობა გაარკვია და მხარეები შემდეგ შეთანხმებამდე მისულან: ხელშეკრულება დაიდება მიმდინარე სეზონის ბოლომდე, რის შემდეგ მხარეები გადახედავენ რა და როგორაა, რასაც კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება მოჰყვება, 2025 წლის ზაფხულში კი, თუ ყველაფერი ისე იქნა, როგორც ქართული რაგბის ინტერესებს მოეთხოვება, გაფორმდება მთავარი,...
შავი ლომი – ჩელენჯ კაპზე!
სასიამოვნო ამბებია საქართველოს სარაგბო თემში – EPCR-მა, ორგანიზაციამ, რომელიც ევროპული რაგბის საკლუბო ტურნირებს ატარებს, „შავი ლომი“ ჩელენჯ კაპზე დაუშვა! საქართველოს რაგბის კავშირისა და ხსენებული ორგანიზაციის ხანგრძლივი მოლაპარაკება ქვეყნისთვის შედეგიანად დასრულდა და პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი დამდეგ სეზონში რანგით მეორე ევროპულ ტურნირში ჩაებმება. ჩელენჯ კაპის ჯგუფურ ეტაპზე „შავი ლომის“ კონკურენტები იქნებიან შოტლანდიური „ედინბურგი“, ინგლისური „გლოსტერი“,...
ნინიაშვილი: ლელო! ლელო!
დიახ, ქართული რაგბის იმედმა და უკვე, გარკვეულწილად, სიამაყემ, ოციოდე წლის დავით ნინიაშვილმა მორიგი სპექტაკლი დადგა! მისი „ლიონისა“ და „სტად ფრანსეს“ მატჩი ხეირიანად გახურებულიც არ ყოფილა, როცა თავის ფრანგულ კარიერაში 15 ნომრის პოზიციაზე პირველად მოთამაშე ქართველმა უსწრაფეს შეტევას დაუდო სათავე და მისი დასრულებაც თავადვე მოახერხა! ეს მესამე წუთზე მოხდა, მაგრამ რაც ოთხიოდე წუთში დაფიქსირდა, ამას აღარავინ...
გელა აფრასიძე საფრანგეთის ჩემპიონია!
2017 წლის შემდეგ, როცა ლეგენდარულმა დავით ზირაქაშვილმა თავის „კლერმონთან“ ერთად ტოპ 14-ის ფინალში ლევან ჩილაჩავასა და ზირაქაზე არანაკლებ ლეგენდარული მამუკა გორგოძის „ტულონი“ დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამ პატივს ქართველი მორაგბე არ ღირსებია. და აი, 2022 წლის 24 ივნისს, პარიზის „სტად დე ფრანსზე“ ევროპის უძლიერესი შიდა ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში კვლავ ქართველის გუნდმა გაიმარჯვა! გელა...
Vive le France!
საფრანგეთს გაუმარჯოს! ევროპული რაგბი ფრანგული ჰეგემონიის ეპოქას განიცდის. ადრეულ გაზაფხულზე ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა „ექვსი ერი“ მოიგო, პარასკევს მარსელის „ველოდრომზე“ ჩელენჯ კაპის ფრანგული ფინალი შედგა, რომელიც „ლიონმა“ მოიგო, შაბათს კი, იგივე არენაზე ფანგულმა „ლა როშელმა“ ირლანდიურ „ლენსტერს“ სძლია და თავისი სახელი ჩემპიონთა თასის მფლობელთა გრძელ სიაში პირველად ჩაწერა. „ლენსტერი“ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბია...
ზირაქა კლერმონში ბრუნდება
საქართველოს ნაკრებისა და „კლერმონის“ ბურჯი დავით ზირაქაშვილი თავის ყოფილ კლუბს კარიერის დასრულებიდან ერთი წლის თავზე უბრუნდება. 2020 წლის ზაფხულში „ზირაქამ“ კარიერა პანდემიის პირობებში, საზეიმო გაცილების გარეშე დაასრულა, მაგრამ რაგბში კი დარჩა – „ლა როშელში“ შერკინების კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. ეს თანამდებობა სრულფასოვან მწვრთნელობას არ ნიშნავდა – ჩემპიონთა თასის ფინალისტ კლუბში ქართველი აწ უკვე სპეციალისტი ფორვარდების საშტატო...
აქვსენტი გიორგაძე დავით ზირაქაშვილმა შეცვალა
ფრანგული ტოპ 14-ის „ლა როშელის“ შერკინების მწვრთნელად, აქვსენტი გიორგაძის ნაცვლად დავით ზირაქაშვილი დაინიშნა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კვაჭი, 44 წლის გიორგაძე გუნდში 2012 წელს მივიდა, 2015 წლის ივლისში კი სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. ფილიპ სენ-ანდრეს მწვრთნელობის დროს, ის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კვაჭებს ავარჯიშებდა. აქვსენტის კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა მისი დატოვება გადაწყვიტა. მისი წასვლიდან მალევე...
ბექა, ლელო, კლერმონი…
საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული ტური ტულონის „სტად მაიოლზე“ დასრულდა, სადაც ადგილობრივმა სარაგბო კლუბმა „კლერმონს“ უმასპინძლა. „ტულონის“ მწვრთნელებმა თავისი ქართველი ვეტერანი მამუკა გორგოძე დაასვენეს, ხოლო კლერმონელთა დამრიგებლებმა არ ათამაშეს თავისი ლეგენდა – ასევე ვეტერანი დავით ზირაქაშვილი. თუმცა მატჩს ქართველთა გარეშე მაინც არ ჩაუვლია და ერთ-ერთმა ლელოს გატანაც მოახერხა. ტულონელმა ბექა გიგაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და...
ყვითელი ჯარი ზირაქაშვილის გარეშე
საფრანგეთის ტოპ 14-ის ტურის მთავარ მატჩში ერთმანეთს „მონპელიე“ და „კლერმონი“ დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ქართული დუელი მიმდინარეობდა: მასპინძელი მონპელიელების შერკინების პირველ ხაზში მარცხნივ მიხეილ ნარიაშვილი იდგა, ხოლო ჩემპიონი კლერმონელების მარჯვენა ბურჯი ვეტერანი დავით ზირაქაშვილი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დანიშნულ შერკინებებში მსოფლიოში აღიარებული ეს ორი მორკინალი ერთმანეთის პირისპირ დგებოდა. ბრძოლა უშეღავათო იყო, ნარო და...









