მუდამ ჩემპიონობის პრეტენზიის მქონე ინგლისის ნაკრებს მეთექვსმეტედფინალში კონგო შეხვდება. საამისოდ ინგლისელებმა L ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ნიუ იორკში პანამას მოუგეს 2:0 და პირველი ადგილი დაიკავეს. გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს ჯუდ ბელინგემმა და ჰარი კეინმა. მეორეზე გავიდა ხორვატია, რომელმაც განას 2:1 აჯობა.
პირველ ადგილზე გასვლამ თომას ტუხელის გუნდს რვა საუკეთესო მესამეადგილოსნიდან ერთ-ერთთან შეხვედრის პრივილეგია მოუტანა. თავის მხრივ კონგო უზბეკეთთან პირველ ტაიმში 0:1-ს აგებდა, მაგრამ შესვენების შემდეგ სამი გოლი გაუტანა და ფლეი-ოფში გამსვლელი მესამე პოზიცია დაიკავა. ინგლისისა და კონგოს მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა ატლანტაში გაიმართება.
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ინგლისელები კონგოს ნაკრებს აჯობებენ? ისინი მერვედფინალში მექსიკასა და ეკვადორს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. ეს მატჩი მეხიკოში, ლეგენდარულ „აცტეკაზე“ გაიმართება ანუ თუ მერვედფინალში მექსიკა გავა ინგლისი ფაქტობრივად სტუმარი იქნება.
თუ ინგლისი ამ ეტაპზეც მოიგებს, მეოთხედფინალში მისი მეტოქე იქნება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: ბრაზილია, იაპონია, კოტ დ’ივუარი ან ნორვეგია.
ნახევარფინალში ტუხელის გუნდის სავარაუდო მეტოქე იქნება არგენტინა ან კოლუმბია.
შემდეგ კი დადგება ფინალის დღე, სადაც ინგლისს 60 წლიანი ხელმოცარვის დასრულების შანსი მიეცემა. კლასიკური გუნდებიდან მისი სავარაუდო მეტოქე იქნება გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია ან ჰოლანდია.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
