ზირა, მონდორფი, ვირტუსი…

ზირა, მონდორფი, ვირტუსი…

უეფა-ს შტაბ-ბინაში კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ ქართული გუნდების მეტოქეები გამოვლინა.

ტურნირში მონაწილე სამი ქართული გუნდიდან თბილისის „დინამო“ და „დილა“ განთესილნი იყვნენ, „ტორპედო“ – განუთესავი.

წილისყრის შედეგად ქუთაისის „ტორპედო“ აზერბაიჯანულ „ზირას“ დაუპირისპირდება, „დინამოს“ მეტოქე ლუქსემბურგის „მონდორფი“ იქნება, „დილა“ კი სან მარინოს „ვირტუსს“ შეხვდება.

„დინამო“ და „ტორპედო“ პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებენ, „დილა“ კი მასპინძლის რანგში იქნება.

პირველი მატჩები 9 ივლისს, საპასიხო კი 16 ივლისს გაიმართება.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...